წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ინდ. მეწარმე „ჯაბა ხვიჩია“.-ის (შემდგომში „კომპანია“ ან ajhandmade.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ ajhandmade.ge ვებ-გვერდიდან შეძენისა და მიტანის სერვისის გამოყენებას.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება ajhandmade.ge ვებ-გვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
ajhandmade.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ajhandmade.ge-ს კონფიდენციალურობისა და ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.
ყველა კლიენტი , რომელსაც სურს ajhandmade.ge-ზე აირჩიოს ნივთი და ადგილზე მიტანის სერვისით ისარგებლოს, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. ajhandmade.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე.
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
გამოყენების წესები – აღნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტისა და გამყიდველის ურთიერთობის გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
ვებ-გვერდი – ajhandmade.ge-ს ან ფეისბუქის/ინსტაგრამის გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
კლიენტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს ajhandmade.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;
კომპანია – ajhandmade.ge-ს და კომპანია ინდ. მეწარმე „ჯაბა ხვიჩია“-ს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 62003014691 რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანი, მე-4 ბ მკრ, კორპ. 25, ბ. 263.
მომხმარებელი, მომხმარებლები – კლიენტი, რომელიც ajhandmade.ge-ზე ან ფეისბუქ/ინსტაგრამ გვერდზე რეგისტრაციის გზით ეთანხმება წინამდებარე წესებს ან/და აწარმოებს კომუნიკაციას კომპანიასთან;
მხარეები – კომპანია და მისი მომხმარებლები ერთობლივად;
ajhandmade.ge პლატფორმა -ინდ. მეწარმე „ჯაბა ხვიჩია“.-ის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც საკომუნიკაციოდ მოიცავს ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებსაც;
ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და ajhandmade.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.2. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან სრულწლოვანი ფიზიკური პირი.
2.3. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ajhandmade.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.4. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;არაუფლებამოსილი პირის მიერ პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი თავად მიიჩნევა შემძენად (მომხმარებლად).
2.5. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.6. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.7. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.8. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.9. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ajhandmade.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ajhandmade.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.10. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.11. თანახმაა, შეკვეთის დაფიქსირებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე ლეგიტიმური მიზნით, ajhandmade.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.12. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს info@ajhandmade.ge-ზე ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.13. ajhandmade.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ajhandmade.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
3.1. კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
3.2. უნაღდო ანგარიშსწორებისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია ინდ. მეწარმე „ჯაბა ხვიჩია“.
3.3. კომპანია მომხმარებლებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
3.4. მყიდველი ajhandmade.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, VISA International, MASTERCARD International ან American Express (AMEX)-ის პლასტიკური ბარათების გამოყენებით ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, ასევე საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის და კრედო ბანკის განვადებით.
მიტანის პირობები
პროდუქტის მიწოდებას ajhandmade.ge ახორციელებს „უნიბოქსი’-ს და „ონვეი’-ს მეშვეობით.
კომპანია ვალდებულია პროდუქტი მოგაწოდოთ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარება შეუძლია მხოლოდ მყიდველს. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია „უნიბოქსი’-ს და „ონვეი’-ს ავტორიზებულ პირს – კურიერს, წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის საფუძველზე. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეკვეთის უნიკალური კოდის უსაფრთხოება. ინდ. მეწარმე „ჯაბა ხვიჩია“ არ არის პასუხისმგებელი შეკვეთის უნიკალური კოდის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით დამდგარ ნებისმიერ შედეგზე.
პროდუქტის მოტანის შემთხვევაში „უნიბოქსი’-ს და „ონვეი’-ს ავტორიზებული პირი წარმოგიდგენთ ამანათს მასზე დამაგრებულ დოკუმენტთან და მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც ხელმოწერით უნდა დადასტურდეს მიმღების მიერ. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე მიმღები ვალდებულია ვიზუალურად დაათვალიეროს პროდუქტი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია.
ინდ მეწარმე „ჯაბა ხვიჩია “. კომპანია „უნიბოქსი’-ს და „ონვეი’-ს მეშვეობით პროდუქტის მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით განახორციელებს შეკვეთის დადასტურებიდან 1-6 სამუშაო დღის ვადაში (მიწოდების ვადები დამოკიდებული შეკვეთილი ნივთზე). ამასთან, თუ მიმწოდებლის შესაბამისი საწყობის სამუშაო საათები სრულდება მითითებულ დროზე ადრე და მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის მომზადებას ტრანსპორტირებისთვის, პროდუქტის ჩაბარება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის განხორციელებისას მითითებული მისამართი არის თბილისის ფარგლებს გარეთ, ტრანსპორტირება განხორციელდება 2-6 სამუშაო დღის ვადაში (მიწოდების ვადები დამოკიდებული შეკვეთილი ნივთზე).
თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი არასწორია ან/და ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეძენილი ნივთი დაუბრუნდება მიმწოდებელს და „ჯაბა ხვიჩია“ აღარ განახორციელებს ხელმეორედ პროდუქტის ტრანსპორტირებას.
მიტანის სერვისი უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროდუქციის გაცვლა / დაბრუნების წესები და პირობები
დაიწყე გადახდა შეკვეთიდან 1 თვეში დამატებით ხარჯის გარეშე
იხდი მხოლოდ ნივთის ღირებულებას: ეფექტური 0%
იხდი ნივთის ღირებულებას: ეფექტური 4.3%-დან
ეფექტური 26%-დან, გაცემის საკომისიო 2%
იხდი მხოლოდ ნივთის ღირებულებას: ეფექტური 0%
იხდი ნივთის ღირებულებას: ეფექტური 14%-დან