ჩვენს შესახებ

ყველაფერი 2016 წელს დაიწყო, როცა ბაზარზე არსებული შეთავაზებები არ იყო საკმარისი ინდივიდუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მიზნად დავისახეთ, გვეწარმოებინა სრულად ქართული, სრულად ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები, რომლებიც მაქსიმალურად ატარებდა მფლობელის ხასიათს და მისი იდენტობის ნაწილი გახდებოდა. ინდივიდუალიზმის გარდა, მნიშვნელოვანი იყო თითოეულ პროდუქტში ქართული სულის ჩადება, რომელსაც თამამად გაიზიარებდა ნებისმიერი სქესის ინდივიდი.

შევქმენით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოპოვებული, ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებული, ერთმანეთისგან განსხვავებული ენერგეტიკის სამაჯურები, ამით კი დავუტოვეთ მომხმარებელს არჩევანი, გემოვნების, ზოდიაქოს, ხასიათისა თუ ენერგეტიკის მიხედვით სათავისო აერჩიათ. სათუთად შერჩეული ქვების გარდა, აკაციის ხისგან დამზადებული და ხელით დამუშავებული ბრენდინგით თითოეული სამაჯური ხელოვნების უნიკალურ ნიმუშად ვაქციეთ და ემოციური მნიშვნელობით დავტვირთეთ.

კიდევ უფრო მდიდრული და ელეგანტური ეფექტისთვის პრემიუმ სეგმენტის სამაჯურები ვერცხლისა და მოოქროვილი დეტალებით წარმოგიდგინეთ, რომლებიც „შავი ბუს“ სახელის ქვეშ გავაერთიანეთ.

საწყისი სულისკვეთება არ დავკარგეთ ჩვენი ტყავის აქსესუარების ხაზშიც, სადაც უმაღლესი ხარისხის ტყავისგან ვამზადებთ უნიკალური დიზაინის სამაჯურებს, საკიდებს, კულონებს, საყურეებს, საბარათეებსა და საფულეებს.

ჩვენი სურვილი, შეგვექმნა პირველი სრულად ქართული, ხელნაკეთი ბრენდი, ამ საინტერესო აქსესუარებში ავსახეთ და მთელი ემოციური დატვირთვით თქვენამდე მოვიტანეთ. თითოეული ნივთი კარგად ნაფიქრი, გააზრებული, სათუთად შერჩეული და სიყვარულით დამზადებულია

ასე შეიქმნა ქართული სულით შთაგონებული სრულად ხელნაკეთი აქსესუარები თავდაჯერებული, წარმატებული და ამბიციური ინდივიდებისთვის!

ka_GEGeorgian

შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ნივთი ონლაინ განვადებით

4 თვე| ეფექტური0%

დაიწყე გადახდა შეკვეთიდან 1 თვეში დამატებით ხარჯის გარეშე

 

 

  • 1 შეარჩიე სასურველი პროდუქტი
  • 2 შეძენის გვერდზე დააჭირე ღილაკს ნაწილ-ნაწილ და მიყევი მარტივ ინსტრუქციას
3-6თვემდე

იხდი მხოლოდ ნივთის ღირებულებას: ეფექტური 0%

7-12თვემდე

იხდი ნივთის ღირებულებას: ეფექტური 4.3%-დან

 

  • 1 შეარჩიე სასურველი პროდუქტი
  • 2 შეძენის გვერდზე დააჭირე ღილაკს განვადება
  • 3 აირჩიე თიბისი ბანკის განვადება და მიყევი მარტივ ინსტრუქციას
  • 4 განვადების დამტკიცებაზე ინფორმაციას მომენტალურად გაიგებ. შენი შეკვეთა მომენტალურად დადასტურდება და მალე შენსკენ გამოეშურება
3-36თვემდე

ეფექტური 26%-დან, გაცემის საკომისიო 2%

 

  • 1 შეარჩიე სასურველი პროდუქტი
  • 2 შეძენის გვერდზე დააჭირე ღილაკს განვადება
  • 3 აირჩიე საქართველოს ბანკის განვადება და მიყევი მარტივ ინსტრუქციას
  • 4 განვადების დამტკიცებაზე ინფორმაციას მომენტალურად გაიგებ. შენი შეკვეთა მომენტალურად დადასტურდება და მალე შენსკენ გამოეშურება
3-6თვემდე

იხდი მხოლოდ ნივთის ღირებულებას: ეფექტური 0%

7-36თვემდე

იხდი ნივთის ღირებულებას: ეფექტური 14%-დან

  • 1 შეარჩიე სასურველი პროდუქტი
  • 2 შეძენის გვერდზე დააჭირე ღილაკს განვადება
  • 3 აირჩიე კრედო ბანკის განვადება და მიყევი მარტივ ინსტრუქციას
  • 4 განვადების დამტკიცებაზე ინფორმაციას მომენტალურად გაიგებ. შენი შეკვეთა მომენტალურად დადასტურდება და მალე შენსკენ გამოეშურება