fbpx

ქვები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ბუნებრივი მინერალები გვხიბლავს არა მხოლოდ სილამაზით, არამედ საოცარი თვისებებით. უძველესი დროიდან სწამდათ მათი სასწაულებრივი უნარის, დაიცვან ადამიანი უბედურებისა და ავადმყოფობისაგან, მოიტანონ იღბალი და სიმდიდრე, შთააგონონ შემოქმედებითობა. ქვა სავსეა საიდუმლოებით, მფლობელისთვის შეიძლება გახდეს ძლიერი დამცავი ან ზიანი მიაყენოს. ყველაფერი კარგად იქნება, თუ არ დავივიწყებთ რამდენიმე მარტივ წესს ზოდიაქოს მარტივ წესს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თილისმის შერჩევისას.

 

როგორ შევარჩიოთ თილისმა

          ასტროლოგების აზრით ბუნებრივი მინერალების ჯადოსნური თვისებები დამოკიდებულია მზის, მთვარის და პლანეტების პოზიციაზე ზოდიაქოს თანავარსკვლავედებში. ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვა კოსმოსიდან იღებს ამ ნიშნის ვიბრაციას და ამით თავის თავში ახდენს ძლიერი ენერგიის აკუმულირებას. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ უძველეს დროში არსებობდა სამკაულების არჩევის ტრადიცია დაბადების თარიღის მიხედვით.

            თუ თილისმა შეირჩევა ჰოროსკოპის მიხედვით, მაშინ ის გამოავლენს შემდეგ თვისებებს:

               იცავს მფლობელის ნეგატიურ ენერგიებისგან.

              აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს დაავადებებისგან.

              ანიჭებს ძალას და აქტიურობას, აძლიერებს სიცოცხლის ხალისს.

              ავითარებს თანდაყოლილ შესაძლებლობებს და ხასიათის საუკეთესო თვისებებს.

              იზიდავ პატრონისთვის სიმდიდრეს და წარმატებას.

              აფერადებს მის პირად ცხოვრებას ახალი ფერებით.

              აძლიერებს ინტუიციას საფრთხის მიმართ.

            ზოდიაქოს თანავარსკვლავედების მიხედვით ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების პირველი სიები შეადგინეს შუა საუკუნეებში. აღსანიშნავია, რომ წინაპართა ცოდნა ჩვენს დროში ღირსეულად შეფასდა იუვილირთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ. ამ ორგანიზაციამ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა თანამედროვე ცხრილები.

თილისიმები ჰოროსკოპის მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნების ქვების შესაბამისობასთან გაცნობა დაგვეხმარება იმის გარკვევაში თუ რომელი მინერალი გახდება მეგობარი და მფარველი, რომელი – მტერი.

 

ინტუიციის როლი თილისმის არჩევისას

            შინაგანი ხმა არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე ასტროლოგებისა და იუვილერების რეკომენდაციები. ასეც ხდება, შესანიშნავი ძვირფასი ქვა შეესაბამება თქვენს ზოდიაქოს, გარშემომყოფნი აღფრთოვანებულნი არიან, მაგრამ თქვენ არ მოგწონთ იგი, არ იყიდოთ, ის არ არის თქვენი ამულეტი!

            იმისთვის, რომ ქვა იქცევა მფარველად უნდა შეიყვართ ის. ფასს და პრესტიჟს აქ მნიშვნელობა არ აქვს. გულწრფელი სიყვარული შეიძლება განიცადოთ არა მხოლოდ ძვირფასი სამკაულების მიმართ, მოკრძალებული ხელთნაკეთი ნივთი, თუნდაც სანაპიროზე ნაპოვნი მინერალის ნაჭერი შეიძლება გახდეს ცხოვრების თილისმა. მთავარია თქვენსა და ქვას შორის არსებობდეს კონტაქტი, ამ შემთხვევაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით პრიორიტეტი არც ისე მნიშვნელოვანია, თუმცა უმჯობესია არჩევანი გაკეთდეს ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით.

 

როგორ ავიცილოთ ზიანი

            არასწორი არჩევანი მაშინვე გამცნობთ თავის შესახებ. ადამიანს მოსდევს დისკომფორტის გრძნობა და შფოთვა. ის გრძნობს ანტიპათიას ყველაზე ძვირადღირებული და დახვეწილი სამკაულის მიმართაც კი. უფრო სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწრაფად დაშორდეთ არაშესაფერის ქვას.

            ნუ შეიძენთ სამკაულებს ლომბარდებში, ასევე სახლიდან გამოტანილს. შესაძლოა ძვირფასეულობა იყოს მოპარული, ამ შემთხვევაში ისინი შურს იძიებენ ახალ მფლობელზე.

            თუ შეიძენთ ქვებს დეფექტებით – ლაქების, ბზარების, ჩანართების სახით, ისინი შთანთქავენ უარყოფით ენერგიას.

            მოულოდნელი ბზარი ბუნებრივ მინერალზე მიუთითებს, რომ მან თავის თავზე მიიღო დარტყმა და აარიდა მფლობელი უბედურებას. მისი ტარება აღარ შეიძლება.

            თუ ბეჭედი ცურდება თითიდან, მძივები იშლება, ეს ნიშნავს, რომ სამკაული არასწორად იქნა შერჩეული და უარი უნდა თქვათ მასზე.

            ქვები შეიძლება მტრობდნენ ერთმანეთს. არ ღირს ერთდოულად რამდენიმე სხვადასხვა მინერალის ტარება.

            ადამიანის ბუნება იცვლება ასაკთან და ცხოვრებისეულ გარემოებებთან ერთად. არ არის გამორიცხული, რაღაც მომენტში მოგინდეთ ახალი თილისმა და კვლავ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეარჩიოთ ის. ეს არის ცხოვრების ბუნებრივი სვლა. მინერალების სამყაროს შეცნობა უსასრულოდ შეიძლება. მისი შესწავლა აძლევს ადამიანს არა მხოლოდ ახალ ცოდნას და ნათელ ესთეტიკურ გამოცდილებას, არამედ ხელს უწყობს პიროვნების სულიერ გამდიდრებას. 

თევზების ნიშანი ზოდიაქოს წრის ჩამკეტია. მათი მოქმედების პერიოდი ვრცელდება 20 თებერვლიდან 21 მარტამდე. ბუნებრივი ელემენტია წყალი, მმართველი პლანეტა – ნეპტუნი.

            თევზების გამორჩეული თვისებაა განვითარებული სულიერი საწყისი. ისინი არიან მეოცნებეები და იდეალისტები, ბუნების დამფასებლები. ნიშნის წარმომადგენლები გულუხვად არიან დაჯილდოვებულნი იუმორის გრძნობით. ისინი არიან კომუნიკაბელურები და მეგობრულები, შემწყნარებლები სხვისი შეცდომების მიმართ. თევზებს შორის ბევრია დავდადებული პიროვნება, რომლებიც თავის თავს მთლიანად უძღვნიან ოჯახს და მეგობრებს. სხვისი უბედურება მეტ ტანჯვას აყენებს მათ, ვიდრე საკუთარი.

            თევზების ცხოვრებას ართულებს ნებისყოფის ნაკლებობა, კომპრომისისკენ მიდრეკილება და გადაჭარბებული მორჩილება.

            მიუხედავად მათი თანდაყოლილი სირბილისა, თევზები არ არიან  მარტივი პარტნიორები ოჯახურ ცხოვრებაში. ყოველდღიური უმწეობის გამო ზოგიერთი მაათგანი ბავშვობიდან სწავლობს სხვა ადამიანებით მანიპულირებას. ფულის შოვნის უნარის არ ქონის გამო ისინი თანხმდებიან სარფიან ქორწინებებს.

            პრობლემების გამომწვევი მიზეზი სუსტი ენერგეტიკაა. პასიურობა და მოთენთილობა ხელს უშლის თევზებს გაუმკლავდეს თუნდაც უმნიშვნელო ყოველდღიურ პრობლემებს.

            ენერგიის ნაკლებობის შევსებას და პრობლემური სფეროების გამოსწორებას ხელს უწყობს ჰოროსკოპის მიხედვით შერჩეული ქვები.

            ასტროლოგები ურჩევენ თევზებს მუდმივად ატარონ დამცავი ქვები – თილისმები. მათი კოლექცია უნდა შეიცავდეს მინიმუმ 12 ეგზემპლიარს.

მთავარი დამცავი ქვები თევზებისთვის

            ნიშნის მოქმედების პერიოდი ადრიანი გაზაფხულია, როცა ცის თვალისმომჭრელი სილურჯე გაზავებულია თეთრი ღრუბლებით. როგორც ჩანს თევზების ქვები ასახავს გაზაფხულის სიცივეს. მათ შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაშია რძისფერი, იასამნისფერი, ლურჯი, მწვანე, ღია-იისფერი ფერები.

            აქვამარინი – აძლიერებს ცხოვრებისეულ აქტიურობას, აღადგენს სულიერ სიმშვიდეს, არბილებს ბრაზს. ის სასარგებლოა ინერტული თევზებისთვის. აქვამარინი ასევე იზიდავს სიყვარულს და ფულს.

            ამეთვისტო – ანიჭებს წარმატებას, მოაქვს მშვიდობა ოჯახში. აშორებს თევზებს განწყობის ცვალებადობას და მუხტავს დადებითი ენერგიით. ამეთვისტო არბილებს სასიყვარულო წარუმატებლობის სიმწარეს და ხელს უწყობს ახალი გრძნობის გაჩენას. მაგრამ მას აქვს ერთი მზაკვრული თვისება, საჩუქრად მირთმეულ ამეთვისტოს შეუძლია აიძულოს მჩუქებლის შეყვარება და  ძველი სიყვარულის ღალატი.

            გიშერი – რადიკალურად განსხვავდება ფერით თევზების სხვა თილისმებისგან – ის შავია. გიშერი განასახიერებს ღამის საიდუმლოებებს, იცავს ნერვულ, მგრძნობიარე ინდივიდებს ბნელი სიზმრებისგან, აქრობს აუხსნელ შიშებს, თავის სიშავეში აქრობს მფლობელისკენ მიმართულ ყოველგვარ ბოროტებას.

            მარგალიტი – ნამდვილი სიყვარულის სიმბოლო. თევზებისთვის მოაქვს ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლე. ბეჭედი მარგალიტით არის დამცავი ქურდებისა და თაღლითებისგან. ქვის გამუქება მიანიშნებს მის მფლობელში ფარული დაავადების განვითარებაზე.

            მთვარის ქვა – შავ გიშერთან ერთად  ტანდემში მოცისფრო-მოვერცხლისფრო ადულარი იცავს თევზების ძილს და ხელს უწყობს სიმშვიდის შენარჩუნებას სტრესულ სიტუაციაში. მთვარის ქვა იზიდავს ფულს.  მაგრამ  მისი ტარება არ შეიძლება  მუდმივად, მინერალი აქვეითებს რეაქციას საფრთხის დროს.

ოპალი – თევზებისთვის დამახასიათებელია რეალობის შელამაზება. ქვა იცავს მათ შურიანი ადამიანებისგან, თაღლითებისა და მატყუარებისგან. ის სიმტკიცეს ანიჭებს სუსტებს. ცვალებადი ფერის გამო ოპალი ასოცირდება არასტაბილურობასთან, მაგრამ თევზებისთვის მას მოაქვს კეთილდღეობა და ამაღლებული სიყვარული. ნიშნის წარმომადგენლებს შორის ბევრია შემოქმედებითი ადამიანი. ქვა აძლიერებს მათ ნიჭს და შობს შთაგონებას.

თილისმის არჩევა დაბადების თარიღის მიხედვით

მფარველი პლანეტები ანიჭებენ ადამიანებს თავიანთ თავისებურებებს. ქვების არჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ დაბადების თარიღი.

20 თებერვალი – 1 მარტი

ამ პერიოდში იბადებიან პოეტები, რომანტიკოსები და ცვლილებების მოყვარულნი. სატურნის გავლენას გადაჰყავს ისინი ცხოვრების რეალობიდან სიზმრების სამყაროში. ასეთი პიროვნებებისთვის სასარგებლოა თილისმების ნაკრებში შემდეგი მინერალების დამატება:

ავანტურინი – კრეატიულობისა და გონების სიცხადის სიმბოლო.

ლურჯი საფირონი – განასახიერებს სიბრძნეს და ინტელექტს, ეხმარება სიზარმაცის გადალახვაში, აძლიერებს სიცრუის მიმართ მგრძნობელობას.

ზურმუხტი – აძლიერებს ინტერესს ჰუმანიტარული საგნების მიმართ, აუმჯობესებს მეხსიერებას.

2 მარტი – 11 მარტი

იუპიტერის დაქვემდებარებაში მყოფნი ოცნებობენ სხვების მიერ თავიანთი დამსახურებების ღირსეულ შეფასებაზე. მათი დამატებითი თილისმებია:

ჰელიოტროპი – ეფექტურად იცავს შურისგან და სხვა ნეგატივებისგან.

მარჯანი – ეხმარება ოცნებების რეალიზებაში.

ქრიზოლიტი – იცავს უგუნური ქმედებებისგან, აძლევს თავდაჯერებულობას.

12 მარტი – 20 მარტი

მესამე დეკადა ექვემდებარება მარსს. ამ პერიოდის წარმომადგენლები მხიარულები, კომუნიკაბელურები არიან, ამავდროულად ჭირვეულები და ფეთქებადები.  ძირითად ქვებთან ერთად მათთვის რეკომენდირებულია:

ალექსანდრიტი – დღეგრძელობის, ბედნიერების და კეთილდღეობის ქვა, აწონასწორებს ემოციებს.

ქრიზოპრაზი – იზიდავს გარშემომყოფთა სიმპათიას, ხელს უწყობს ახალ წამოწყებებს. აშორებს კოშმარებს.

ქვების დამატებითი სია თევზებისთვის:

აგატი (ლურჯი), ბივრილი, მთის ბროლი, ტოპაზი (ლურჯი და უფერო), ტურმალინი, მწვანე ძოწი, სპინელი.

თევზებისთვის სახიფათო ქვები

          თევზები მგრძნობიარე ნიშანია. აქტიური და ენერგიული ქვები მათთვის უკუჩვენებაშია. ნათელ-წითელ და მუქ ფერებს შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც თევზებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

            ჰემატიტი, სერპერტინი, ლალი, სერდოლიკი, ცირკონი, იასპი.

მეთერთმეტე ნიშნის მოქმედების პერიოდი ვრცელდება 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე. ადრე მის მმართველ პლანეტად სატურნი ითვლებოდა. თანამედროვე ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მერწყულს მფარველობს ურანი. ნიშნის ბუნებრივი ელემენტია ჰაერი.

            მერწყულები ბუნებით განმჭვრეტელები არიან. ისინი არ ცდილობენ ცხოვრების შეცვლას და წინსვლას,  ურჩევნიათ სამყაროს სურათს გარედან დააკვირდნენ. ფული და სექსი მათთვის მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს. წინა პლანზეა სულიერება, საინტერესო კომუნიკაცია და პროფესია. ნიშნის წარმომადგენლებისთვის უცხოა ისეთი ცნებები, როგორიცაა შური და სიძულვილი. მერწყულები ერთგული მეგობრები არიან. ისინი არ ჩქარობენ ოჯახის შექმნას, რადგან ძალიან უფრთხილდებიან პირად თავისუფლებას. მაგრამ, ქორწინებაში შესვლის შემდეგ, როგორც წესი, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულები რჩებიან.

            ნიშნის სუსტი წერტილი არასაკმარისი გამჭრიახობაა. მიმდობლობამ და გულუბრყვილობამ შეიძლება სერიოზულად გაართულოს მერწყულის ცხოვრება. ბევრი მათგანი მიდრეკილია არარეალური ოცბენებით გატაცებისკენ. გრანდიოზული სამომავლო გეგმების განხილვის შემდგომ ისინი არაფერს აკეთებენ მათ განსახორციელებლად.

            თილისმების სწორი შერჩევა მოიზიდავს არა მხოლოდ ბედნიერებას და წარმატებას, არამედ ხელს შეუწყობს ბუნების წინააღმდეგობებისა და ბნელი ენერგიების გავლენის აღმოფხვრას. მერწყულის ამულეტების კოლექცია ძალიან მრავალფეროვანია. ნიშნისთვის, რომელიც წარმოადგენს ზამთრის პიკს, სასარგებლოა გამჭვირვალე, მოციმციმე მინერალები, რომლებიც წააგავს ყინულის კრისტალებს ან ჩრდილოეთის ნათებას. ურანის მფარველობის წყალობით, მას ასევე იცავენ სხვებისთვის საშიში, პირქუში ქვები.

            ნიშნის წარმომადგენლებში ყოველთვის მიმდინარეობს ბრძოლა ანგელოზის და დემონის თვისებებს შორის. სინათლის გასაძლიერებლად მათ ესაჭიროებათ თილისმების ნაკრების შევსება  ნათელი და თბილი მინერალებით.

            ასტროლოგები ურჩევენ მერწყულს ჰოროსკოპის მიხედვით 3 ცივი და 5 თბილი ქვის შერჩევას.

მერწყულის მთავარი თილისმები

აქვამარინი – ეს მოცისფრო მინერალი მეგობრობის სიმბოლოა, რომელსაც მერწყული ძალიან აფასებს. ქვას გააჩნია წარმოუდგენლად ძლიერი კავშირი მფლობელთან. მძაფრად რეაგირებს მის ყველა მწუხარებაზე, ხსნის სტრესს, აწესრიგებს აზრებს და იცავს მოტყუებისგან.

ამეთვისტო – ქვის მაგია უკეთესობისკენ გარდაქმნის ადამიანის შინაგან სამყაროს. აქვამარინის მსგავსად ის ანიჭებს მერწყულს გამჭრიახობას. რომელიმე საქმიანობაში წარმატების მისაღწევად ნიშნის წარმომადგენელს ხშირად არ ყოფნის მიზანდასახულობა და კონცენტრაცია. ამეთვისტო მიმართავს მათ ენერგიას სწორი მინართულებით. მინერალს გააჩნია არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები: კურნავს უძილობას, ასტაბილურებს სისხლის მიმოქცევას ტვინში.

ფირუზი – ძველი სპარსულიდან ნათარგმნი ნიშნავს ,,ბედნიერების ქვას“. მინერალი ასოცირდება გამარჯვებასთან და დასახული მიზნის წარმატებით მიღწევასთან. მერწყულებს ხშირად სჭირდებათ ფული. ფირუზი იზიდავს მატერიალურ კეთილდღეობას მათ ცხოვრებაში. მინერალის წყალობით, შესაძლოა ფარული დაავადების დროული აღმოჩენა, ქვის სიკაშკაშე ქრება პირველივე სიმპტომების დროს.

ძოწი – მერწყულის სიცივე ბედნიერი სიყვარულის დაბრკოლებაა. ,,ვნების ქვა“ აღვიძებს სექსუალურ ტემპერამენტს და ანთებს სულს. გარდა ამისა ძოწი სასარგებლოა თვითშეფასების ასამაღლებლად. ქალებს ის უადვილებს მშობიარობას.

ლურჯი საფირონი – ბევრი მერწყულიოცნებობს მიაღწიოს საზოგადოების დაფასებას. ამ შემთხვევაში მათ სჭირდებათ სამკაული საფირონით. ,,ბრძენთა ქვა“ უჩვენებს პატრონს მის რეალურ დანიშნულებას ცხოვრებაში, მისცემს გამძლეობას და გამბედაობას, გააძლიერებს ინტუიციას.

ცირკონი – ავითარებს ნიჭს, მეხსიერებას, ცოდნისადმი წყურვილს, მოაქვს შთაგონება შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ცირკონი ანიჭებს ადამიანს თავდაჯერებულობას და ოპტიმიზმს, მუხტავს პოზიტიური ენერგიით. ცირკონის გულსაკიდი მარტოხელა ქალს დაეხმარება ცხოვრების პარტნიორის პოვნაში.

თილისმების შერჩევა დაბადების თარიღის მიხედვით

21 იანვარი – 30 იანვარი

პირველ დეკადაში იბადებიან მომხიბვლელი რომანტიკოსები. მათი აქილევსის ქუსლი არის გაუბედავობა, გადაუწყვეტელობა, მელანქოლია. ამ ადამიანებზე სასარგებლო გავლენას ახდენს ძლიერი ენერგეტიკის მქონე ქვები:

მარგალიტი (თეთრი, ოქროსფერი), ნეფრიტი (თეთრი, მწვანე), ობსიდიანი (შავი-ყავისფერი).

31 იანვარი – 9 თებერვალი

მეორე დეკადის წარმომადგენლები დაჯილდოვებული არიან ბრწყინვალე გონებითა და იუმორის გრძნობით. პატივისცემისა და აღიარების მიღწევა მათი სანუკვარი ოცნებაა. მის განხორციელებაში დაეხმარებათ შემდეგი თილისმები:

ლაზურიტი – განასახიერებს წარმატებას.

ქრიზოპრაზი – ახალი წამოწყებების სიმბოლო.

ქარვა – შემოქმედებითი ძალისა და ოპტიმიზმის წყარო.

10 თებერვალი – 19 თებერვალი

ამ პიროვნებებს ახასიათებთ გადაჭარბებული მეოცნებობა და ემოციურობა, რომელიც იმალება გარეგანი სიმშვიდის საფარქვეშ. ამ თვისებებს შეუძლია ხელი შეუშალოს წარმატებულ თვითრეალიზაციას. მესამე დეკადის მერწყულებს სჭირდებათ ქვები, რომლებიც მათ მოქმედებისკენ უბიძგებენ:

ცისფერი და უფერო ტოპაზი – აუხსნელი შიშების წამალი.

ნაცრისფერი და ცისფერი აგატი – ენერგეტიკული ვამპირებისგან დამცავი.

ქრიზოლიტი – იმედგაცრუებისგან დამცავი.

დამატებითი თილისმები:

ამაზონიტი, ბრილიანტი, მთის ბროლი, მარჯანი (ვარდისფერი), მთვარის ქვა, ონიქსი (არაბულის გარდა), ოპალი, ტურმალინი, მწვანე ძოწი.

არასასურველი ქვები

მერწყულს ქვებს შორის ცოტა მტერი ჰყავს. მათ შორისაა მინერალები ცეცხლოვანი ენერგეტიკით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც ვერძებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

ყვითელი და ნარინჯისფერი საფირონი, თმიანი კვარცი, ნარინჯისფერი და წითელი აგატი, ლალი, სერდოლიკი, წითელი იასპი.

მინერალების სამკაულის შეძენამდე, ექსპერტები მათ ხელში დაჭერას და საკუთარი გრძნობების გაანალიზებას გვირჩევენ. არჩევანი უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმ ქვების სასარგებლოდ, რომელიც მოგწონთ.

ზოდიაქოს ნიშნების ათვლა ვერძით იწყება. მისი მოქმედება იწყება 21 მარტს და სრულდება 20 აპრილს. ვერძის პიროვნულ მახასიათებლებს განსაზღვრავს მარსი, მზე და ვენერა.

            ვერძები აღმომჩენები, ორგანიზატორები და გმირები არიან. ისინი იძირებიან როგორც საქმეში, ასევე სიყვარულში. ხელგაშლილობა ,,გაზაფხულის“ ნიშნის ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა.

            ვერძებს ხშირად დასრულებამდე ვერ მიჰყავს  თავიანთი წამოწყებები. მათ აკლიათ მოთმინება და დელიკატურობა, ყოველთვის არ იციან როგორ შეიკავონ ბრაზი და ეჭვიანობის აფეთქებები. ვერძის ძალადობრივ ენერგიას კონტროლი და შეკავება სჭირდება. ისინი ვერ იტანენ სხვების უფროსობას.

            ჰოროსკოპის მიხედვით შერჩეულს ქვებს ნიშნის წარმომადგენლებისთვის მოაქვთ იღბალი, იცავენ დაავადებებისა და სხვა უბედურებისგან. ისინი შექმნილია პიროვნების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

მთავარი თილისმები ვერძისთვის

          ლალი – ავითარებს სიბრძნეს, ასწავლის კეთილშობილებას, იცავს  დეპრესიისგან. აძლევს ენერგიას ცხოვრებისეული მწვერვალების დასაპყრობად. აკავებს ვერძის აგრესიას.

            ქვას გააჩნია სამკურნალო თვისებები. აუმჯობესებს მდგომარეობას ჰიპერტონიის და გულის დაავადებების დროს. მინერალის ფერის შეცვლა საფრთხის შესახებ გაფრთხილებაა.

ლალი ვერ ეწყობა ვერცერთ ქვას. მისი შერწყმა სხვა მინერალებთან არ არის რეკომენდირებული.

ბრილიანტი – გამარჯვების სიმბოლოა, რომლისკენაც ვერძი მიისწრაფვის. მინერალი გახდება ძლიერი თილისმა, თუ შეხება ექნება კანთან. მისი ტარება სასურველია მარცხენა ხელზე ან ყელზე.

როდესაც ადამიანის აზრები და სულიერი თვისებები არ შეესაბამება ალმასის უნაკლო სისუფთავეს, ქვის ძლიერი ენერგეტიკა მას ზიანს მოუტანს.

ამეთვისტო – ხსნის ნერვულ-ფსიქიკურ დაძაბულობას.იცავს უგუნური გადაწყვეტილებების მიღებისგან. ეხმარება ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობის დამყარებაში.

საფირონი – ლალის მსგავსად სიბრძნის სიმბოლოა. ის ეხმარება თავის მფლობელს რთული სიტუაციებიდან გონივრული გამოსავალის პოვნაში. ქვა ძალიან სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება.

ამ ძვირფასი მინერალის ყველაზე გავრცელებული ფერია ლურჯი, მაგრამ ის ვერძისთვის არ არის სასურველი. ხელსაყრელი ვარიანტია ყვითელი საფირონი.

აგატი – შესანიშნავი თილისმაა სტუდენტებისთვის. ყურადღებას ამახვილებს სწავლაზე, ავითარებს თვითდისციპლინას. ოპტიმალური არჩევანია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი.

მთის ბროლი – ვერძის ტიპიური ნაკლოვანება სხვა ადამიანების გაგების და მათი ემოციური მდგომარეობის შეგრძნების ნაკლებობაა, რაც იწვევს კონფლიქტებს. მთის ბროლი მოუთმენელ და პირდაპირ ვერძს ასწავლის ტაქტს და გულისხმიერებას.

ვერძის ქვები დაბადების თარიღის მიხედვით

21.03 – 31.03 (მარსი)

მარსის ფავორიტები ნათელი ლიდერები არიან, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან გამარჯვებისთვის. ხასიათის უარყოფითი თვისებები: ეგოიზმი, აგრესიულობა, გადაჭარბებული პირდაპირობა.

ყველაზე ხელსაყრელი ქვებია:

აგატი და იასპი, მთის ბროლი, ნარინჯისფერი სერდოლიკი, ამაზონიტი, ჰემატიტი, ვეფხვის თვალი.

01.04 – 11.04 (მზე)

მეორე დეკადის წარმომადგენლები ამბიციურები, გულუხვები და კეთილშობილები არიან. შესანიშნავი ორგანიზატორები. მათი მთავარი ღირებულება ოჯახია. ნაკლოვანებები: ფეთქებადობა და ეჭვიანობა. შესანიშნავი თილისმები მზის წარმომადგენლებისთვის:

წითელი იასპი, ჰელიოტროპი, ქარვა, მარგალიტი, სარდონიქსი.

12.04 – 20.04 (ვენერა)

რომანტიული პლანეტა წარმოშობს მხურვალე ბუნებას, რომლებიც შეპყრობილნი არიან დიდი სიყვარულის ძიებით. მათ ხშირად ახასიათებთ თავგადასავლებისკენ ლტოლვა. თილისმების სასურველი არჩევანია:

ალმასი, ლალი, ცირკონი, საფირონი.

თილისმები ქალი ვერძისთვის

ვერძი ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. მათ პიროვნულობას და ინდივიდუალურობას ხაზს უსვამს ბრილიანტი და ლალი.

გასათხოვარ ვერძს ბრილიანტი არ ესადაგება.

ახალგაზრდებს იღბალს მოუტანს გამჭვირვალე ცირკონი. ყვითელი ცირკონი გააძლიერებს მოწიფული ასაკის წარმომადგენლებს.

წითელი იასპი ასწავლის ბიზნეს ლედის საქმეების ისე დაგეგმვას, რომ დრო დარჩეს ოჯახისთვის.

თილისმები კაცი ვერძისთვის

ლიდერის თვისებებს ხაზს უსვამს ლალი.

წითელი ძოწი ხელს შეუწყობს წარმატებული კარიერის განხორციელებას. ამბიციურმა ადამიანებმა ძვირფასი ქვა საჩვენებელ თითზე უნდა ატარონ.

ეგზოტიკური მწვანე ძოწი ძალადობრივი სიკვდილისგან დაცვის სიმბოლოა.

სამკაულები ყელსაბამის სახით სიყვარულში ბედნიერებას უწყობს ხელს.

სამკაულის შერჩევა ფერის მიხედვით

ვერძის ღირსებებს აძლიერებს თბილი, ნათელი ფერების მინერალები: ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი.

მარჯანი, ქალცედონი, ოპალი, ციტრინი, პირიტი.

მწვანე, ცისფერი და ლურჯი ფერის ქვები არბილებს უარყოფით თვისებებს.იგივე ფუნქციას ასრულებს გაუმჭვირვალე უფერო მინერალები.

მწვანე ძოწი, ამაზონიტი, ფირუზი, ლაზურიტი.

დამატებითი თილისმები: თეთრი ფირუზი, არაბული ონიქსი (შავი, ყავისფერი და თეთრი ზოლებით).

როგორც ხედავთ, სამკაულები შეიძლება შეირჩეს დაბადების თარიღის, სქესის ან ფერის მიხედვით. ვარიანტი ბევრია. ასტროლოგები გვირჩევენ ვიქონიოთ მინიმუმ 12 ნაკეთობა სხვადასხვა მინერალებით – წელიწადის ყოველი თვისთვის, სხვადასხვა სიტუაციისა და განწყობისთვის.

არასასურველი ქვები

ვერძი ცეცხლის ნიშანია. მის მიმართ მტრულად არიან განწყობილი ,,ცივი“ მინერალები,  რომლებიც წარმოადგენენ საპირისპირო სტიქიის – წყლის სიმბოლოებს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც ვერძებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

            თეთრი მარგალიტი, ცისფერი აგატი, მთვარის ქვა, აქვამარინი, ნაცრისფერი ქალცედონი, ქრიზოლიტი, ლურჯი იასპი.

ვერძისთვის საფრთხის შემცველია შემდეგი მინერალების შავი ფერი: მარგალიტი, ლაბრადოროტი, ონიქსი, ოპალი.

          და ბოლოს, რაც მთავარია, სამკაულების არჩევისას არ უნდა დავივიწყოთ საკუთარი გემოვნება და ინტუიცია, რომელიც ყოველთვის გვიკარნახებს, რომელი ქვა გვჭირდება ცხოვრების ამ ეტაპზე.

მაღალი ინტელექტი, ერუდიცია, მიზნისკენ სწრაფვა თხის რქის მთავარი თვისებებია. ისინი სწრაფად ზრდასრულებიან, ადრეულ ასაკში განსაზღვრული  აქვთ საკუთარი დანიშნულება და თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან მას. თხის რქები არ ავლენენ სხვის დასანახად თავიანთ ღირსებებს, მაგრამ ამავე დროს გარშემომყოფნი აფასებენ მათ თავიანთი ინტელექტის, ნიჭიერების და წინდახედულობის გამო.

ქალი თხის რქა მიისწრაფის წარმატებული თვითრეალიზაციისა და მაღალი სტატუსისკენ. პირად სფეროში ის იხლიჩება გარეგან წესიერებასა და მგზნებარე ტემპერამენტს შორის. მამაკაცები, ინსტინქტურად ამოიცნობენ რა ვნებიან ბუნებას, მიილტვიან მშვენიერი თხის რქისკენ. ქორწინებაში ქალბატონი თხის რქები სხვადასხვანაირად იქცევიან. ერთნი ყოველთვის სრულყოფილები არიან, სხვები თავგადასავლებში ეშვებიან, მაგრამ შემდგომ უბრუნდებიან მორალის გზას.

ნეგატიური სფეროების კორექტირებას, ღირსებების გაძლიერებას და იღბალის მოპოვებას ხელს უწყობს ბუნებრივი მინერალების თილისმები.

თილისმები ყველა თხის რქისთვის

ნიშნის მოქმედების პერიოდში სინათლის და სითბოს ნაკლებობაა. ამ დროს აქტუალურია ,,ცხელი“ წითელი ქვები – შინაგანი ცეცხლის წყარო. მათთან ერთად თხის რქისთვის რეკომენდირებულია სრულიად განსხვავებული, პირქუში და მზაკვრული, სხვებისთვის საშიში მინერალების გამოყენება.

ნიშნის წარმომადგენელს საკმარისია ჰქონდეს მხოლოდ 4-5 დასახელების ქვა, მათგან ერთ-ერთი წითელი, მწვანე ან შავი.

წითელი ძოწი – თხის რქამ რაციონალურად უნდა გამოიყენოს თავისი მცირე ენერგეტიკული პოტენციალი. ამაში მას დაეხმარება ძლიერი ,,ცეცხლოვანი“ ძვირფასი ქვა.

გიშერი – იდუმალი შავი ქვა გააძლიერებს თხის რქის მიდრეკილებას ფილოსოფიური შეხედულებებისკენ. ის იქნება შესანიშნავი დამცავი უარყოფითი ენერგიებისა და უსაფუძვლო შიშების წინააღმდეგ.

მალაქიტი – მწვანე მინერალი გააძლიერებს მფლობელის ჯანმრთელობას, გარდა ამისა, მალაქიტი სურვილების ასრულების სიმბოლოა.

ობსიდიანი – თხის რქები  პატარა ნაბიჯებით მიიწევენ თავიანთი მწვერვალებისკენ. შავი ან ყავისფერი ობსიდიანი დაეხმარება მათ გადაწყვეტილებების მიღებაში, მოამზადებს ცვლილებებისთვის.

ონიქსი – ქვის მაგია მფლობელს მეტოქის აზრების გამოცნობის უნარს მისცემს. ხელმძღვანელს ის კოლექტივის პატივისცემას მოუტანს. ონიქსი ასევე არის დამცავი უეცარი სიკვდილის წინააღმდეგ.

ოპალი – ბიზნესში ან სიყვარულში იმედგაცრუების გამო, თხის რქა შეიძლება დანებდეს,  ნაცვლად იმისა, რომ ეძებოს ახალი შესაძლებლობები. ოპალი გაუხსნის მას ალტერნატიულ ვარიანტს თვითრეალიზაციისთვის.

რაუხტოპაზი (კვამლიანი კვარცი) – მისგან დამზადებული ამულეტი თავის მფლობელს შესძენს გამჭრიახობას რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ლალი – წითელი ქვა განახორციელებს წარმატებულ კარიერას და ფინანსურ კეთილდღეობას, შესანიშნავ სიყვარულს და ბედნიერ ოჯახს. მინერალის დამუქება მფლობელს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

22 დეკემბერი – 2 იანვარი

პირველი დეკადის წარმომადგენლები ბევრს აღწევენ – სიმდიდრეს, ძალაუფლებას, დიდებას. ისინი არიან დამოუკიდებლები და ასევე საიდუმლოებით მოცულნი.

ცისფერი აგატი – თხის რქასუფრო მიმზიდველს გახდის ურთიერთობაში, დაიცავს შურისა და სიძულვილისგან.

სერპენტინი, წითელი იასპი – დაგეხმარებათ გეგმების განხორციელებაში, აჯილდოვებს სიბრძნით და სიმტკიცით.

მთის ბროლი – შეავსებს ენერგიის მარაგებს.

3 იანვარი – 13 იანვარი

მეორე დეკადის თხის რქა დარწმუნებულია თავის ცხოვრებისეულ მიზანში. სტაგნაციამ შესაძლოა გადააქციოს საინტერესო ადამიანი სახლში მჯდომარე მოსაწყენ პიროვნებად.

ჰელიოტროპი, ქრიზოპრაზი – გააძლიერებს გონებრივ აქტივობას და წარმატებას მოუტანს ახალ საქმეებში.

ტურმალინი – გააღვიძებს შთაგონებას.

14 იანვარი – 20 იანვარი

მესამე დეკადის წარმომადგენლებს დიდი სიყვარული ძალუძთ, მაგრამ ყოველთვის არ იციან მისი გამოხატვა. ისინი საოცარი შრომისუნარიანობით გამოირჩევიან, მაგრამ შესაძლოა დაკარგონ ენთუზიაზმი დეპრესიის გამო.

პიროპი (მეწამული ძოწი) – ანიჭებს ბედნიერებას სიყვარულში.

ვეფხვის თვალი – აშორებს სასოწარკვეთილებას.

ალექსანდრიტი, წითელი და შავი მარჯანი – იღბალის და წარმატების სიმბოლოა ყველა სფეროში.

დამატებითი თილისმები:

უფერო ალმასი, ლაბრადორი, ნეფრიტი, მწვანე ძოწი, ცირკონი.

აკრძალული ქვები

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც თხის რქებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

მარგალიტი – დაანგრევს ქალი თხის რქის ოჯახურ ბედნიერებას.

ზურმუხტი – გადააქცევს თავის მფლობელს მარტოსულ ადამიანად.

საფირონი – წაართმევს ენერგიას, განავითარებს ცინიზმს.

ციტრინი – თხის რქას ტუილებისა და მავნე ჩვევების უფსკრულში ჩააგდებს.

ზოდიაქოს მერვე ნიშნის მოქმედების პერიოდია 24 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე. მას მართავს გავარვარებული მარსი და შორეული პლუტონი. ბუნებრივი ელემენტი – წყალი.

            მორიელი იდუმალი ნიშანია. მისი აქტიურობის პერიოდში იბადებიან გენიოსები და სულელები, გმირები და მიწიერ ვნებათა მონები, რეალისტები და მისტიკოსები. მარსი ანიჭებს მათ სიჯიუტეს, აგრესიულობას და გადაჭარბებულ სექსუალურობას. პლუტონი უმხელს მათ ყოფის ღრმა საიდუმლოებებს, რასაც ხშირად მიჰყავს საკუთარ თავთან გულშემზარავ ბრძოლამდე. ყველაზე ინფანტილური გარეგნობის მქონე არსების შიგნით, ყოველთვის იწვის საშიში ცეცხლი. ეშმაკისეული გამჭრიახობით პლუტონის რჩეული გამოიცნობს სხვების აზრებს, მაგრამ არავინ იცის, თუ რას ფიქრობს თავად. სიცოცხლის მიმართ განსაკუთრებული გემოვნებით დაჯილდოვებული, მორიელი, ფენიქსის მსგავსად, ყოველთვის აღდგება ფერფლიდან ყველაზე დამანგრეველი კატასტროფის შემდეგ.

            მამაკაცი მორიელები ინდივიდუალისტები არიან. ეყრდნობიან მხოლოდ საკუთარ თავს. შეპყრობილნი არიან ძალაუფლების წყურვილით. არასოდეს გამოტოვებენ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

            ზოდიაქოს მერვე ნიშნის ქვეშ იბადებიან საბედისწერო სილამაზის მქონე ლამაზმანები. მამაკაცებს სიგიჟემდე უყვარდებათ ისინი და მონურად ეთაყვანებიან.  ასეთი ჯადოქრების გამო ოჯახები და კარიერები ინგრევა, მაგრამ ქორწინებაში შეგიძლიათ მათზე დაყრდნობა. მორიელ ქალებს არ აშინებთ სირთულეები, მათ შორის ბევრი მრავალშვილიანი დედაა. ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ ქმრებს თავიანთ ამბიციურ მისწრაფებებში და თავადაც ხშირად იკავებენ მაღალ თანამდებობებს.

            მაღალგანვითარებულ მორიელებს შეუძლიათ დათრგუნონ მათში არსებული ბნელი ვნებები: შური, სიხარბე, ეჭვიანობა, ეგოიზმი. ბევრი მათგანი კეთილშობილი ადამიანები, წარმატებული პროფესიონალები, ნათელი ლიდერები, საყვარელი ადამიანებისთვის საიმედო მხარდამჭერები არიან.

            ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით შერჩეული თილისმები ხელს უწყობს მათი მძლავრი ენერგიის პოზიტიური მიმართულებით წარმართვას. ქვების კოლექცია უნდა შედგებოდეს 6-8 სხვადასხვა ფერის მინერალებისგან.

ძირითადი დამცავი თილისმები მორიელისთვის

            ნიშნისთვის შესაფერისია მინერალები, რომლებიც ტრადიციულად საშიშად ითვლება. ესენია მუქი შეფერილობის მინერალები: ლურჯი, წითელი, იასამნისფერი, შავი. მორიელისთვის სასარგებლოა ასევე წყლის სტიქიის ქვებიც.

            აქვამარინი – ოჯახური ბედნიერების დამცველი, სიყვარულისა და პატივისცემის სიმბოლო. შობს მფლობელის სულში გულწრფელ მადლიერებას მჩუქებლის მიმართ.

            ჰემატიტი – ამცირებს მორიელის უკონტროლო ენერგიას, მათ შორის სექსუალურს. მუდმივი კონტაქტი ჰემატიტთან ნიშნის წარმომადგენლებს ასწავლის იყოს მომთმენი და მოსიყვარულე ოჯახის წევრებთან, უკეთ გაუგოს კოლეგებს.

            ძოწი – მისი წითელი და შავი ფერები აძლიერებს მფლობელის მიმზიდველობას. ძოწი სიყვარულის, მეგობრობის და მადლიერების სიმბოლოა. მისი მაგია მომავლის მოვლენების წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა.

            მარჯანი – მორიელი ექვემდებარება პირქუშ განწყობას. მისი გაღიზიანება ხშირად საკუთარი თავისკენ არის მიმართული. წითელი, ლურჯი და შავი მარჯანი იხსნის მფლობელს დეპრესიის ტყვეობიდან, დაიცავს დასანანი შეცდომებისგან.

            ოპალი – აწონასწორებს ურთიერთობებს ქორწინებაში, გამორიცხავს ეჭვიანობაზე დაფუძნებულ სკანდალებს. მორიელის პარტნიორს ხშირად აკლია ყურადღება და სინაზე, ოპალი გამოასწორებს ამ დანაკლისს.

            ლალი – ეს არის გამარჯვებულ მამაკაცთა თილისმა. მოაქვს წარმატება დიდ ბიზნესსა და პოლიტიკაში. ასწავლის ნიშნის წარმომადგენლებს, არ შეეპაროთ ეჭვი საკუთარ თავში. ათავისუფლებს ამპარტავნებისგან.

            ლურჯი საფირონი – მორიელისთვის რთულია მძიმე მოგონებებისგან გათავისუფლება. მას ძალუძს უამრავჯერ ,,გადაახვიოს” წყენა და უსიამოვნო სიტუაციები. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია საფირონი. ქალბატონებისთვის ამ ძვირფას ქვას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. ის მათ ხდის უფრო დამთმობს, აშორებს უნდობლობასა და შემაშფოთებელ წინათგრძნობას.

            მორიელის თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

24 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

პირველი დეკადის მორიელთა ნაკლოვანებებია: სიჯიუტე, ქედმაღლობა, მბრძანებლობის ჩვევა. ენერგიის არაგონიერი ხარჯვა იწვევს ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობას. მდგომარეობის გამოსწორებაში მათ დაეხმარება მყარი, გამჭვირვალე მინერალები:

            ამეთვისტო, ბრილიანტი, მთის ბროლი.

4 ნოემბერი – 13 ნოემბერი

მეორე დეკადის მორიელები სულგრძელები, გამბედავები, გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. ისინი მიისწრაფვიან მიზნისკენ და არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. წარუმატებლობას მათთვის მოაქვს სასოწარკვეთილება და დაუნდობელი თვითკრიტიკა. ამ ადამიანებს სულიერ ჰარმონიას მოჰგვრის სწორად შერჩეული თილისმები:

            ფირუზი, სერპენტინი, კატის თვალი, ტურმალინი.

            14 ნოემბერი – 22 ნოემბერი

          მესამე დეკადის წარმომადგენლები მოსიყვარულე, ნიჭიერი და შემოქმედებითი პიროვნებები არიან. მათ იდუმალ და რთულ შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაში მოდის შემდეგი ქვები:

            ალექსანდრიტი, ბივრილი, ჰელიოდორი.

          თილისმების დამატებითი სია მორიელისთვის:

ლაბრადორი, ლაზურიტი, ობსიდიანი, შავი ონიქსი, პიროპი, სერდოლიკი, ქრიზოპრაზი.

არასასურველი ქვები

          მარგალიტი – მოაქვს სტაგნაცია იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სჭირდებათ ნათელი ემოციები და სიცოცხლის დინამიკა. მოწყენილობამ და რუტინამ შესაძლოა მორიელი საეჭვო ავანტიურების გზაზე დააყენოს. გარდა ამისა, მარგალიტს შეუძლია შემოქმედებით ადამიანს შთაგონება ჩამოართვას, მოახდინოს სასიყვარულო ურთიერთობების გაწყვეტის პროვოცირება.

            ციტრინი – იწვევს ინტერესს აკრძალული სიამოვნების მიმართ (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, ექტრემალური სპორტი).

            ქარვა – ისევე როგორც ყველა ყვითელი ქვა, იკვებება მორიელის ენერგიით, სანაცვლოდ არაფერს არ იძლევა. მასთან კონტაქტისას ნიშნის წარმომადგენელს ემუქრება საკუთარი ძალების დაკარგვა, აპატიაში ჩავარდნა.

            ნიშნისთვის მავნე ქვებს ასევე მიეკუთვნება ადულარი, ზურმუხტი, ნეფრიტი, როდონიტი და უვაროვიტი.

სასწორის აქტიურობის პერიოდია 24 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე. ბუნებრივი ელემენტია ჰაერი, მმართველი პლანეტა ვენერა და სატურნი.

            ვენერას ქვეშევრდომები ესთეტები არიან. ისინი გემოვნებით იცვამენ, ყურადღებით უვლიან საკუთარ თავს. ეს თვისება დამახასიათებელია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. მიმზიდველი, დახვეწილი გარეგნობა სასწორში შერწყმულია გულწრფელობასთან, მოკრძალებულობასთან და კეთილშობილებასთან. ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ  ფულის უხვად ხარჯვა შეზღუდვის გარეშე, როგორც წესი ყურადღების მიპყრობის მიზნით, მაგრამ არ ხედავენ ამაში უარყოფითს.

            სასწორის მსგავსად არავის შეუძლია მეგობრული მხიარულების ატმოსფეროს შექმა. ისინი უფრთხილდებიან ახლობელ ადამიანებს. არასდროს ნაწყენდებიან წვრილმანებზე. ბავშვები და ცხოველები ინსტიქრურად გრძნობენ მათ კეთილშობილებას.

            სატურნისგან სასწორი იღებს გარეგან და შინაგან სიმშვიდეს. ნიშნის წარმომადგენლებს უჭირთ მარტოობის გადატანა.

            სასწორმა უნდა დაამყაროს ბალანსი საკუთარი პიროვნების ბნელ და ნათელ მხარეებს შორის. ამ პრობლემის გადაჭრაში მათ დაეხმარებათ ჰოროსკოპის მიხედვით შერჩეული თილისმები.

უნივერსალური დამცავი ქვები სასწორისთვის

            სასწორი არის წონასწორობა, ხიდი რაციონალურ ქალწულსა და ვნებიან მორიელს შორის. ამ ნიშანს არ ჰყავს მკვეთრად გამოხატული მეგობრები და მტრები ქვებს შორის. მათ შეუძლიათ ატარონ სამკაული თითქმის ყველა თვლებით. და მაინც, ზოგიერთი მინერალი მათთვის ყველაზე სასურველია.

            ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანი ასოცირდება ოქროს შემოდგომის მშვენიერ დროებთან. მისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ქვები, რომლების განასახიერებენ ცისფერი, ლურჯი, იასამნისფერი ცის და ფერადი ფოთლების ფერებს (მწვანე, ყვითელი. ნარინჯისფერი). მათ გარდა რეკომენდირებულია რამდენიმე მუქი მინერალი – შემოდგომის შეუღწევადი შავი ღამეების სიმბოლო.

            აქვამარინი – განაწყობს ნაყოფიერ სამუშაოზე. მისცემს გამბედაობასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს, რომლებიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. გააძლიერებს საქმროსა და საცოლის გრძნობებს. აქვამარინი ერთგულების და მყარი ოჯახის სიმბოლოა.

            ალმასი – სასწორს ესაჭიროება თილისმა, რომელიც განასახიერებს ხასიათის სიმტკიცეს. ამ ფუნქციას წარმატებით ასრულებს ალმასი. მისი ენერგეტიკის გავლენით, მფლობელი ისწავლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

            ლაზურიტი – ორიგინალური იდეის წარსდგენის შემდეგ სასწორები ჩრდილში დგებიან. მათ დამსახურებას სხვა ადამიანები ითვისებენ. ლაზურიტი გამოასწორებს მდგომარეობას, ანიჭებს შეუპოვრობას გეგმებისა და პროექტების განხორციელებაში.

            ოპალი – ბზინვარებას ქვის ზედაპირზე შეუძლია მისცეს თავდაჯერებულობა,  სიზარმაცე და პასიურობა გარდაქმნას აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციაში. მაგრამ, თუ მფლობელი მოკლებულია წესიერებას, ცვალებადი მინერალი მზაკვრული მხარით შემოტრიალდება მისკენ.

            ტურმალინი – ანმტკიცებს ადამიანის არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობას. ეხმარება მფლობელს სრულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, აბალანსებს ორმაგი ნიშნის ბნელ და ნათელ ენერგიებს.

თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

          24 სექტემბერი – 3 ოქტომბერი

          ვენერას გავლენა ყველაზე ყველაზე მეტად ვრცელდება პიველი დეკადის წარმომადგენლებზე. ისინი მგრძნობიარენი, მოხდენილნი, ნაზები არიან, საერთოდ არ შეუძლიათ თავის დაცვა, ძნელად იტანენ შეურაცხყოფას. იმედგაცრუების დავიწყებასა და შფოთვისგან გათავისუფლებაში მათ ეხმარებათ შემდეგი თილისმები: ამეთვისტო, ავანტურინი, მალაქიტი, ქრიზოლიტი, იასპი (გარდა წითელისა).

            4 ოქტომბერი – 13 ოქტომბერი

          სატურნის დეკადის წარმომადგენლები მოკრძალებულები და თავდაუზოგავად მშრომელები არიან. ოჯახის კეთილდღეობა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, კარიერა და თვითდამკვიდრება. იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი თავისთვის დროის და ენერგიის გამონახვა, მათ სჭირდებათ აქტიური მინერალები: ალმადინი, მთის ბროლი, მალაქიტი, ლალი.

            14 ოქტომბერი – 23 ოქტომბერი

          მესამე დეკადის სასწორები განიცდიან იუპიტერის დამატებით გავლენას. ისინი დახვეწილები და მხატვრულები არიან. ამ პერიოდში დაიბადა მრავალი მუსიკოსი, მხატვარი და მწერალი. ტიპიური სისუსტე – ზედმეტი მგრძნობელობა, აუხსნელი შიშებისა და ნერვული აშლილობისკენ მიდრეკილება. ქვების მაგია იხსნის დეპრესიისგან, აძლევს წინდახედულებას, სიბრძნეს, სიმშვიდეს. სასურველია შემდეგი მინერალები: ბივრილი, საფირონი (უფერო, ყვითელი), ტოპაზი, ციტრინი.

დამატებითი თილისმები სასწორისთვის:

          მარგალიტი (შავი), მარჯანი, ლაბრადორი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი, ცირკონი.

არარეკომენდირებული ქვები

            სასწორის ნიშანს შესაძლოა ზიანი მიაყენოს კაშკაშა წითელი შეფერილობის მინერალმა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვების შესახებ, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებსაც სასწორი უნდა დააკვირდეს ყურადღებით: ადულარი, გიშერი, ჟადეიტი, ონიქსი, სარდონიქსი, სერპერტინი, სერდოლიკი, უვაროვიტი (მწვანე ძოწი).

მეორე ზოდიაქოს ნიშანი მოქმედებს 21 აპრილიდან 21 მაისამდე. კუროს პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ვენერა და მთვარე.

            კუროსთვის გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საღი აზრი. ისინი გამოირჩევიან გაზრდილი ინტერესით საპირისპირო სქესის მიმართ, მაგრამ ამავე დროს მყარად დგანან მიწაზე, არიან პრაქტიკულები. ნიშნის წარმომადგენლები ძალიან აფასებენ საკუთარ სახლს, ისწრაფვიან მის შევსებას ლამაზი ნივტებითა და კომფორტით. კუროებმა იციან ფულის გამომუშავება, მიისწრაფვიან მაღალი სოციალური სტატუსისკენ.

            მამრები ზოგჯერ სიჯიუტეს იჩენენ. ამავდროულად რბილი ხასიათის გამო მათ უჭირთ წინააღმდეგობა გაუწიონ უფრო ძლიერ ნიშნებს.

            ბუნებრივი მინერალები დაგეხმარებათ მოიპოვოთ თავდაჯერებულობა და წარმატებით განახორციელოთ ცხოვრებისეული მიზნები. ენერგიის ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვისთვის ასტროლოგები ურჩევენ კუროს იქონიოს 8 სხვადასხვა დანიშნულების ქვა.

უნივერსალური თილისმები კუროსთვის

ზურმუხტი – დიდებული, მწვანე ძვირფასი ქვა სიბრძნის განსახიერებაა. უძველესი დროიდან იგი ითვლებოდა დამცველად ყველა მწუხარებისა და ნეგატიური გავლენებისგან.

ზურმუხტი აძლიერებს მეხსიერებას, აქრობს მელანქოლიას. ის ასტიმულირებს მეცნიერული კვლევებისა და ფილოსოფიური აღმოჩენების შესაძლებლობას.

ქვა იძლევა სიცოცხლის სიხარულს, აძლიერებს სიყვარულს.

ძვირფასი მინერალის ჯადოსნური თვისებები თავს იჩენს მხოლოდ სულიერი სისუფთავის ფონზე. თუ ზურმუხტის პატრონი ბნელი ფიქრებით და ბოროტი გრძნობებით არის შეპყრობილი, ქვა მისი მტერი გახდება.

ქრიზოპრაზი – ქვის ენერგია ეხმარება კუროს ინერტულობის დაძლევაში, ანიჭებს თავდაჯერებულობას, საჭირო გამბედაობას ახალი წამოწყებებისა და ცვლილებებისთვის.

ქრიზოპრაზი ფლობს სამკურნალო თვისებებს: აძლიერებს მხედველობას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესეს ნივთიერებათა ცვლას, ამსუბუქებს რევმატიულ ტკივილებს. მისი გავლენით კანი უფრო ელასტიური და გლუვი ხდება. მას, ვინც ატარებს ქრიზოპრაზის სამაჯურს მარცხენა ხელზე, ქვა დაიცავს ნერვული დაავადებებისგან.

აგატი – ეს ნახევრად ძვირფასი ქვა მჭერმეტყველების სიმბოლოა, გარდა ამისა, ის თავის მფლობელს ანიჭებს მატერიალურ კეთილდღეობას და დიდხანს სიცოცხლეს.

ღია შეფერილობის აგატები – თეთრი, ლურჯი, ნაცრისფერი – აძლიერებს პიროვნების ნათელ თვისებებს. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალური ჯანმრთელობისა და ოჯახური სიძლიერისთვის.

შავი აგატი მამაკაცური ამულეტია. ის დაიცავს პატრონს ბნელი ძალებისგან, შესძენს დამაჯერებლობას მის სიტყვებს და ქმედებებს. ქვის ეს თვისებები გამოდგება კარიერულ კიბეზე აღმავლობისთვის.

ფირუზი – ფირუზის სამკაული თილისმაა მიზანდასახული ბუნების მქონე და მიზნის მიღწევაში დაჯინებული პიროვნებებისთვის. მინერალი ეხმარება კუროს სარისკო სიტუაციებში.

ითვლება, რომ ფირუზი იზიდავს ფულს.

ქვა ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოა, ის იდეალური თილისმაა გოგონებისთვის.

კუროს შინაგან სამყაროსთან ჰარმონიულია როგორც ცისფერი ისე მწვანე ფირუზი.

მალაქიტი – მწვანე მინერალი ძლიერ ფასობს მფლობელისკენ მიმართული ბოროტების შთანთქმის უნარის გამო.

ის ათავისუფლებს ადამიანს წყენისგან და ბნელი ფიქრებისგან. სასარგებლოა პანკრეასის და გულის პათოლოგიების დროს. იცავს რადიაციისგან. ასტიმულირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯირკვლების – ეპიფიზისა და ჰიპოფიზის მუშაობას.

კუროს ამულეტების არჩევა დაბადების თარიღის მიხედვით

25.04 – 01.05 (ვენერა)

ვენერიანელები ბუნებით ესთეტები არიან. მათთვის დამახასიათებელია დახვეწილი ნივთების მიმართ გატაცება. კუროს ნიშნის ბუნებრივი სტიქიის, მიწის გავლენით ადამიანი შეიძლება გახდეს ზედმეტად მატერიალისტი.

სულიერი ნაკლებობის შევსებაში დაგეხმარებათ საფირონი – ამაღელვებელი თვისებების სიმბოლო.

02.05 – 11.05 (მერკური)

მეორე დეკადის კუროებისთვის დამახასიათებელია უკიდურესი გადაუწყვეტელობა, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.ნაკლის გამოსწორებაში დაგეხმარებათ არაბული ონიქსი. ზოლიანი ქვა სიმტკიცეს მისცემს ხასიათს, გასწავლით საკუთარი აზრის დაცვას.

ხანდახან ამ ჯგუფის კუროები გამოირჩევიან ზედმეტად კრიტიკული გონებით. ცინიკური ბუნების მქონეს, გულწრფელი და სუფთა სიყვარულით დააჯილდოვებს აქვამარინი.

12.05 – 21.05 (სატურნი)

პესიმიზმამდე მისული სერიოზულობა სიბნელეში აცხოვრებს მესამე დეკადის წარმომადგენლებს. ცისფერი ტოპაზი დაუბრუნებს კუროს ცხოვრების სიხარულს, დაეხმარება შფოთვის და შიშის დაძლევაში.

ქვების შერჩევა ფერის მიხედვით

კეთილ გავლენას ახდენს მწვანე და ცისფერი მინერალები. ზემოაღნიშნული თილისმების ჩამონათვალს შეიძლება დავამატოთ:

ამაზონიტი – მოცისფრო-მომწვანო ქვას შეუძლია შთააგონოს ასაკიანი ადამიანები ახალგაზრდობის იმპულსებით.

ლაზურიტი – მეგობრობის, წარმატების და მატერიალური უზრუნველყოფის თილისმაა. აქვს მოცისფრო – მოლურჯო ფერი.

ბრილიანტი – სიმტკიცის და სიძლიერის ნიშანი. აქტუალურია რბილი ნატურისთვის.

მთის ბროლი – აუმჯობესებს მეტყველებას და გონებრივ შესაძლებლობებს, აძლიერებს ადამიანის ჯანმრთელობას და სულიერ ძალას.

თეთრი კახოლონგი (ოპალის ნაირსახეობა) – ძლიერი ოჯახის სიმბოლო.

მთვარის ქვა – ამ დასახელებას იყენებენ მოვერცხლისფრო – მოცისფრო და მოთეთრო – მონაცრისფრო ფერის ქვებისთვის. მათ შორისაა ბელომორიტი და ადულარი.

რომელი ქვების მიმართ უნდა გამოიჩინონ მეტი ყურადღება კუროებმა

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც კუროებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

სერპერტინი, ჰემატიტი, ლალი, შავი ონიქსი, ამეთვისტო, შავი ობსიდიანი, წითელი იასპი.

დასასრულს რამდენიმე სიტყვა სამკაულის გაფორმებასთან დაკავშირებით. ზურმუხტს სჭირდება ოქროს დეტალები, ფირუზს – ვერცხლი, აგატს და ოპალს – სპილენძი.

ითვლება, რომ ამ წესის დაცვა შესაძლებლობას მისცემს თილისმების ჯადოსნურ თვისებებს, რომ გაიხსნან განსაკუთრებული ძალით.

მშვილდოსნის ზოდიაქო აქტიურია 23 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით. მას მართავს იუპიტერი. ბუნებრივი ელემენტი – ცეცხლი, სიმბოლო – კენტავრი.

            სწორედ კენტავრი, ცხენკაცი აყალიბებს ნიშნის ორმაგ ტიპს – მაწანწალას და მოაზროვნეს. ერთის მხრივ – უხეში პირდაპირობა, მეორე მხრივ – ინტელექტი და სულიერება.

            მშვილდოსნისთვის საკმაოდ ნორმალური ვითარებაა გონებრივი მოზაურობა სავარძელში წიგნთან ერთად ჯდომისას, ან, პირიქით, იხეტიალოს მსოფლიოს გარშემო და ოცნებობდეს სახლის კომფორტზე.

            კაცები – მოუსვენრები და ამავე დროს რომანტიკოსები, მფლანგველები და მხიარულები, ბუნების მოყვარულნი. მათთან შეგიძლიათ წარმართოთ მომხიბლავი საუბრები უმაღლეს თემებზე: რელიგია და მეცნიერება, პოლიტიკა და ფილოსოფია. ქალები – ნამდვილი ამორძალები, მიისწრაფიან დამოუკიდებლობისა და სქესთა სრული თანასწორობისკენ. თუმცა, ზოგიერთ მათგანს მოსწონთ ცხოვრება პარტნიორებისა და ქმრების ხარჯზე. როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია ახალი შთაბეჭდილებები. მშვილდოსნები ყოველთვის მზად არიან სარისკო თავგადასავლებისთვის, ეს ხელს არ უშლით მათ იყვნენ კომფორტისა და ფუფუნების დამფასებლები.

            ბუნებრივი მინერალების მაგია ხელს შეუწყობს პიროვნების პრობლემური სფეროების გამოსწორებასა და დადებითი თვისებების გაძლიერებაში.

ძირითადი თილისმები ყველა მშვლილდოსნისთვის

            ნიშნის ბუნების საპირისპირო საწყისებზე ფოკუსირებით, ასტროლოგები გვირჩევენ თილისმების კოლექციის შექმნას ორი ტიპის ქვებისგან: ზამთარში სასარგებლო გავლენას ახდებს ცეცხლის წითელი თვლები, ხოლო  ზაფხულში ცივი და პირქუში მინერალები.

            ზამთრის ნიშნებს არ ჭირდებათ დიდი რაოდენობის ამულეტები. მშვილდოსანისთვის საკმარისია გააჩნდეს 5-6 სახეობის ქვა.

            ძოწი – მშვილდოსნის მთავარი თილისმაა, ასრულებს მრავალ ფუნქციას: მოგზაურობისას იცავს კატასტროფებისგან, ხალხში – უარყოფითი გავლენისგან. ხელს უწყობს კარიერულ წინსვლას და ფინანსურ კეთილდღეობას. ეხმარება შეიცნონ ერთადერთი ნამდვილი სიყვარულის სილამაზე.

            ფირუზი – მინერალის ძლიერი ენერგეტიკა საიმედოდ იცავს მშვილდოსანს ყველა სახის უბედურებისგან.  ფირუზი სასარგებლოა პროფესიაში თვითრეალიზაციისთვის. ის გიკარნახებთ, როგორ იპოვოთ ღირსეული პარტნიორები, შექმნათ საქმიანი კავშირები და განგკურნავთ ზედმეტი დაუდევრობისგან.

            ლალი – ძირფასი ქვის ენერგეტიკა განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის. ,,მეფეთა თილისმა” აქცევს მათ გამარჯვებულებად, მნიშვნელობა არა აქვს საქმე ეხება სიყვარულს, ძალაუფლებისთვის ბრძოლას, მაღალ თანამდებობას, კონკურენციას ბიზნესში თუ სპორტს.

            ლურჯი საფირონი – ღია და პირდაპირი მშვილდოსნისთვის რთულია საიდუმლოების შენახვა. ,,სიბრძნის ქვა” ასწავლის მფლობელს თავშეკავებას. უგუნურ კენტავრს საფირონის სამკაული დაიცავს ავანტიურებისგან, ასწავლის ტყუილისა და ორპირობის შეცნობას. ასევე ძვირფასი ქვა ასტიმულირებს ცოდნისადმი ლტოლვას.

            ტოპაზი – ლურჯი ტოპაზი ძალიან კარგია მათთვის, ვისაც უწევს შეხება ინტრიგებთან და შურთან. მას შეუძლია არაკეთილმოსურნეთა მზაკვრული გეგმების ამოცნობა. იზიდავს ფულს. ტოპაზის სამკაულები ძირითადან ინტერესს იწვევს ქალებში. ითვლება, რომ ტოპაზს შეუძლია დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა, გარეგანი ხიბლი და იპოვოს ცხოვრების მეგზური.

            ქრიზოლიტი – მგზნებარე მშვილდოსანს სჭირდება ამულეტი, რომელიც სიმშვიდესა და თვითკონტროლს მოუტანს. ამ როლს წარმატებით ასრულებს ქრიზოლიტი. ის იცავს მფლობელს კონფლიქტებისგან, ასწავლის ტაქტის გამოვლენას ადამიანებთან ურთიერთობაში.

მშვილდოსნის ქვები დაბადების თარიღის მიხედვით

          23.11 – 02.12

          პირველი დეკადის ნიჭიერი წარმომადგენლები ახალგაზრდობაში ბრწყინვალე იმედებს იძლევიან, მაგრამ სიზარმაცემ და ჰედონიზმმა შესაძლოა ხელი შეუშალოთ მათ მრავალი პროექტის განხორციელებაში. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია სამკაულები ტარება შემდეგი ქვებით:

წითელი იასპი – სულის სიმტკიცის სიმბოლო.

ლაზურიტი – ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განხორციელებას.

03.12 – 12.12

გადაჭარბებული იმპულსურობა ცხოვრებას ურთულებს მეორე დეკადის წარმომადგენლებს. ემოციების კონტროლს ფეთქებად მშვილდოსნებში უზრუნველყოფს:

აქვამარინი – ანეიტრალებს სიბრაზეს.

ქალსედონი – ფსიქიკის და ემოციების დამბალანსებელი.

13.12 – 21.12

მესამე დეკადის მშვილდოსნებს არაერთი ღირსეული თვისება გააჩნიათ. რისთვისაც მათ აფასებენ უახლოეს გარემოცვაში. საკუთარ სრულყოფილებაში დარწმუნებულობა ხდის მათ კრიტიკისადმი დაუმორჩილებელს.

ამეთვისტო – განასახიერებს სუფთა სიყვარულს.

ზურმუხტი – ამშვიდებს ვნებათაღელვას.

დამატებითი თილისმები მშვილდოსნისთვის:

ალმანდინი, მარჯანი, ობსიდიანი, ძოწი, ვეფხვის თვალი, ტურმალინი.

          სახიფათო ქვები:

          შავ ოპალს შეუძლია მეოცნებე მშვილდოსანი რეალობას მოაცილოს.

            ნიშანთან უკუჩვენებაშია ვარდისფერი მინერალი – როდონიტი. საზიანოა ოქროსფერი ქვები, მათ შორის ყვითელი ტოპაზი და საფირონი.

            დასასრულს ავღნიშნავთ, რომ მშვილდოსნის თილისმები სასურველია დაწყვილებული იყოს თეთრ მეტალებთან: პლატინასთან ან ვერცხლთან.

ზოდიაქოს მეექვსე ნიშნის მოქმედების პერიოდია 24 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე. მმართველი პლანეტა – მერკური. სტიქია – მიწა. ინტელექტუალური მერკურის მეურვეობით, ქალწულები, თითქოს იბადებიან იმისთვის, რომ ისწავლონ. მათ შეუძლიათ წარმოუდგენელი რაოდენობის ინფორმაციის გათავისება, გონებრივი დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერება ქალწულების სტიქიაა, თუმცა, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში ისინი ისწრაფვიან საუკეთესო შედეგებისკენ.

            ნიშნის მდედრობით წარმომადგენლებს გააჩნიათ მიზიდულობის უნარი. როგორც წესი, ისინი დაჯილდოვებულნი არიან სილამაზით, აქვთ თანაბრად დაბალანსებული, მშვიდი ხასიათი. ქალწულის გარეგნული გულგრილობა ხანდახან აბნევს მის პარტნიორს.  ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დროით მისი წასვლა, მაგრამ დიდი ალბათობით ისევ დაბრუნდება, რადგანაც ქალწული შეუდარებელი ცოლი, დედა და დიასახლისია. ხშირად ის ხდება ოჯახის ლიდერი.

            მამაკაცი ქალწულები თავიანთ სატრფოებს ატყვევებენ არა ვნებიანი თავდასხმებით, არამედ სინაზით და დელიკატურობით. მათში ძლიერაა განვითარებული მოვალეობის გრძნობა ოჯახის მიმართ. ნიშნის წარმომადგენელი მზრუნველი მამა და უპრეტენზიო ქმარია. ის ცდილობს უზრუნველყოს ოჯახი. მაგრამ ეს ყველაფერი საპასუხო ყურადღების შემთხვევაში. ღალატი ან გულგრილილობა რადიკალურად ცვლის მის ხასიათს უარესობისკენ.

            თილისმების არჩევისას ქალწულმა უნდა იხელმძღვანელოს არა იმდენად მაგიური ტრადიციებით, რამდენადაც საღი აზრით და ცხოვრებისეული რეალობებით.

ძირითადი თილისმები ქალწულებისთვის

            ბუნებრივი მინერალები უნდა შეესაბამებოდეს სიტუაციას, ქალწულის იმიჯს და სამოსის ფერს. როგორც გადამეტებული სიკაშკაშეს, ასევე პირქუში ფერის მინერალები უცხოა ნიშნის ბუნებისთვის. თილისმები უნდა განაწილდეს  სეზონის მიხედვით: ზაფხულს შეესაბამება ნათელი ფერები, ზამთარს – წითელი და ლურჯი, შემოდგომას და გაზაფხულს – ნარინჯისფერი და მწვანე.

            ავანტურინი – ამძაფრებს გრძნობებს. ანიჭებს ცხოვრების ხალისს, ენერგიულ განწყობას და ნათელ აზროვნებას. განასახიერებს სიყვარულის მშვენიერებას.

            მარგალიტი – ამშვიდებს. არბილებს ხასიათის სიმძიმეს, მოაქვს ფინანსური კეთილდღეობა, თუმცა მარგალიტი სასარგებლოა მხოლოდ ძლიერი პიროვნებებისთვის, სუსტებს ის თრგუნავს.

            ნეფრიტი, ჯადეიტი  – ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ნეფრიტის მაგია ხელს უწყობს წარმატებას ბიზნესში. ამასთან ერთად, მინერალს გააჩნია მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებები.

            ონიქსი – ავსებს სასიცოცხლო ენერგიით. იცავს სტრესისა და დეპრესიისგან.

            ვეფხვის თვალი – ათავისუფლებს უმიზეზო ეჭვიანობისგან. ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში. ბედნიერება მოაქვს მხოლოდ კეთილგანწყობილი, გულწრფელი ადამიანებისთვის.

            ქრიზოლიტი – აშორებს ზედმეტ კატეგორიულობას. აუმჯობესებს ქალწულის ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან.

            იასპი – ქალწულის წარმატებულ კარიერას შეიძლება ხელი შეუშალოს მისმა ამორფულობას. იასპი ავითარებს თავდაჯერებულობას და საქმიან გამჭრიახობას (ალღოს).

თილისმის შერჩევა დაბადების თარიღის მიხედვით

            24 აგვისტო – 2 სექტემბერი

            თვითრეალიზაციისკენ მისწრაფების სურვილი ჰარმონიულად არის შერწყმული პირველი დეკადის ქალწულებში. მათ შეუძლიათ ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი ბუნებრივი პოტენციალი. სასარგებლო მინერალებია:

            აგატი (ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი), ადულარი (მთვარის ქვა), მთის ბროლი    აძლიერებს დადებით ენერგიას და ანეიტრალებს ბნელ გავლენას.

            ამეთვისტო, ლაზურიტი მოაქვს იღბალი, ამშვიდებს.

            3 სექტემბერი – 12 სექტემბერი

            მეორე დეკადის წარმომადგენლები გარეგნულად შეუმჩნეველნი, სულით დაუცველნი, უყვარდებათ ერთხელ და სამუდამოდ. მზად არიან დაუზოგავად იმუშაონ მოკრძალებული ანაზღაურების სანაცვლოდ. ყველაფერში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან. გარშემომყოფნი ხსირად ვერ ამჩნევენ მათ ღირსებებს.

            ჟადეიტი, ქალცედონი, ციტრინი იძლევა ძლიერ ემოციურ და ენერგეტიკულ მუხტს.

            ჰელიოტროპი, ონიქსი – ეხმარება კომპლექსების დაძლევაში.

            13 სექტემბერი – 23 სექტემბერი

            ამ პერიოდში იბადებიან ანალიტიკოსები. უამრავი ვარიანტიდან ისინი მხოლოდ საუკეთესოს ირჩევენ. მესამე დეკადის ქალწულები მზად არიან დაკავდნენ საყვარელი საქმით 24 საათის განმავლობაში. მათ შეესაბამებათ შემდეგი მინერალები:

            ძოწი, ტოპაზი – გახსნის ცხოვრებისეულ სიხარულს, რომელიც არაა კავშირში სამუშაოსთან.

            ზურმუხტი, საფირონი, ტურმალინი – აძლიერებს შემოქმედებითობას და თავდაჯერებულობას.

            დამატებითი თილისმების სია:

ალექსანდრიტი, ბივრილი, ბრილიანტი, პირიტი, ლალი, სარდონიკსი, სერდოლიკი, უვაროვიტი, ქრიზოპრაზი, ქარვა.

            ქალწულისთვის არასასურველი ქვები:

            არაბული ონიქსი, თეთრი და შავი მარგალიტი, ფირუზი, ჰემატიტი, ცისფერი აგატი, ლაბრადორი, ობსიდიანი, პიროპი (მეწამული ძოწი), სერპენტინი.

მერკურმა და ჰაერმა შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი და მრავალმხრივი ნიშანი – ტყუპები. ნიშნის მოქმედების პერიოდია 21 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით. ტყუპები ნათელი ექსტრავერტები არიან. მათ არ შეუძლიათ საზოგადოებასა და სამყაროსთან აქტიური კონტაქტის გარეშე. ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ცვლილებებისკენ არიან მიმართულნი. ისინი არ ეგუებიან ინერტულობას, რუტინას და ერთფეროვნებას.

          ,,ჰაეროვანი“ ინდივიდები გულუხვად არიან დაჯილდოებულნი ინტელექტით, მაგრამ არ გამოირჩევიან გამძლეობით და მოთმინებით. მათ სტილშია არ დაასრულონ თავიანთი წამოწყებები. ზედაპირული დამოკიდებულება წარმატების სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ტყუპებისთვის.

          გარშემომყოფთა დამოკიდებულება ტყუპების მიმართ ორაზროვანია. ადამიანებს მოსწონთ მათი მჭერმეტყველება და კომუნიკაციის სიმარტივე, მაგრამ ისეთი თვისებები როგორიცაა გადაჭარბებული არაორგანიზებულობა და ვალდებულებებისგან თავის არიდება, იწვევს გაღიზიანებას. რთულ ცხოვრებისეულ კონფლიქტებში ტყპები ხშირად ავლენენ  მეწვრილმანეობას, სიხარბეს და ეგოიზმს.

            ხასიათის გაუმჯობესებას, უსიამოვნებისგან დაცვას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს დამცავი ქვები – თილისმები.

 უნივერსალური თილისმები ტყუპებისთვის

            ასტოლოგიური ნიშნისთვის რომლის ძალებიც ზაფხულის ყვავილობის და სინათლის პერიოდში ვლინდება, უცხოა პომპეზური და პირქუში ქვები. მისი ამულეტები უნდა იყოს თბილი და მხიარული.

             აგატი – არსებობს რწმენა, რომ აგატს მოაქვს დღეგრძელობა. ნახევრად ძვირფასი მინერალი თავის თავში ინახავს შემოქმედებით წარმატების საიდუმლოებებს. ის ეხმარება ტყუპებს არ თქვან უარი თავიანთ მოწოდებაზე პირველივე წარუმატებლობის შემდეგ. ავითარებს მათში მიუწვდომელ თვისებებს – მოთმინებას და შეუპოვრობას. აგატი ძალებს აძლევს სუსტ და ავადმყოფ ადამიანებს. იცავს შურისა და ბოროტებისგან. რეკომინდირებულია თბილი ფერების მქონე მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი.           

            ალექსანდრიტი – ტყუპების ბუნებას ხშირად აკლია ხასიათის სიმტკიცე და ძალა. ამ თვისებების მიღებაში მათ ეხმარება ქრიზობერილის მინერალების ჯგუფი.

            ალექსანდრიტი ფლობს ფერის შეცვლის იდუმალ თვისებას. მწვანეა დღის შუქზე, ხოლო ხელოვნური განათებისას იასამნისფერი ხდება.

            ყვითელი ლაქები მის ზედაპირზე საფრთხის სიგნალია მფლობელის ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისთვის.

            ბივრილი – მოგზაურთა ამულეტი. წარმატებული კარიერის განსახიერება. სიძლიერის  და ენერგიულობის სიმბოლო. დადებითი ენერგიის გამტარი.

          ციტრინი – კონცენტრირების უუნარობა პრობლემებს უქმნის ტყუპებს სამუშაოსა და სწავლაში. ციატრონი ათავისუფლებს ამ ნაკლოვანებისგან.

            აზარტულ ადამიანებს ქვა იცავს დაუფიქრებელი და სარისკო ქმედებებისგან. როგორც ერთგული მეგობარი, ის ყოვეთვის თავისი მფლობელის მხარესაა.

            სარდიონი(სერდოლიკი) – ტყუპების ბევრი წარმომადგენელი დაჯილდოვებულია ლიტერატურული და მხატვრული ნიჭით. ნარიჯნისფერ-ყვითელი ან წითელი სარდიონი არის დამხმარე შემოქმედებაში.

            ეს მინერალი გამოიყენება მედიცინაში ფარისებრი ჯირკვლის, ნაწლავებისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ. სამკურნალო თვისებების საიდუმლო მდებარეობს ცალკეული ნიმუშების სუსტ რადიაქტიურობაში.

ტყუპების ამულეტები დაბადების თარიღის მიხედვით.

            თარიღების მიხედვით ტყუპებზე გავლენას ახდენს სამი პლანეტა: მარსი, იუპიტერი და მზე. 

            21.05-31.05 (იუპიტერი)

            პირველი დეკადის ტყუპებში თანაბრად არის განვითარებული ინტუიციური და ანალიტიკური აზროვნება. მთის ბროლი აძლიერებს აზროვნების პროცესებს. ყვითელი და წითელი ობსიდიანი ახდენს სამართლიანი თვითშეფასების ფორმირებას.

            რეკომენდირებულია მწვანე მინერალები, რომლებიც განსახიერებენ ერთგულებას, სიწმინდეს, თვითკონტროლს: მალაქიტი, ნეფრიტი, ამაზონიტი.

            01.05-21.06 (მარსი)

            მეორე დეკადაში დაბადებულთათვის მნიშვნელოვანია აგრესიული პლანეტის გავლენის შერბილება. ისეთი თვისებების შესუსტება, როგორიცაა ეგოიზმი, ფეთქებადობა, ზედმეტი დაჟინებულობა. ქარვა და მარგალიტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მოაქვს სულიერი წონასწორობა. (ბალანსი)

            მოუსვენარი ბუნების წარმომადგენელთათვის, რომლებიც მიისწრაფიან ცვლილებებისა და განახლებისკენ, მიზანშეწონილია ქრიზოპრაზის ტარება.

          11.06-21.06 (მზე)

            მზის რჩეულები ასხივებენ ოპტიმიზმს. ძალიან უყვართ ბავშვები. სხვა ტყუპებზე უკეთ მართავენ საკუთარ გრძნობებს, მაგრამ მათაც ემართებათ სიბრაზის გამონათება. მარგალიტი (გარდა შავისა), ტოპაზი, ზურმუხტი აშორებს სიძულვილს და ბრაზს. იგივე ფუნქციას ასრულებს ვარდისფერი და ყვითელი საფირონი-სიბრძნისა და სამართლიანობის სიმბოლო. ზურმუხტი და მარგალიტი ასევე იზიდავს ფულს. ყვითელი ტოპაზი ქალს ლამაზმანად აქცევს , კაცს კი ბრძენად.

          ქვების დამატებითი სია ტყუპებისთვის.

            ალმადინი – ,,სიხარულის ქვა„ (ჟოლოსფერი და ვარდისფერი ძოწის სახეობა)

            უვაროვიტი (მწვანე ძოწი) – დიდსულოვანი ადამიანების დამხმარე, ქურდებისა და შურიანებისგან დამცავი.

            როდონიტი – ვარდისფერი ქვა, ნიჭთა გამღვიძებელი.

            ამეთვისტო – ჰაერის სტიქია, მგზავრთა და სპორტსმენთა თილისმა, ბნელი გავლენებისგან დამცავი.

რომელი ქვების მიმართ უნდა გამოიჩინონ მეტი ყურადღება ტყუპებმა

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც ტყუპებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

აქვამარინი, წითელი ძოწი, თეთრი კახოლონგი, ჰემატიტი, ლაბრადორი, მწვანე იასპი, ლურჯი საფირონი, ცისფერი ტოპაზი.

როგორც ხედავთ, ტყუპებისთვის თილისმების კოლექცია უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია. ქვების ჯადოსნური თვისებების გასაძლიერებლად გასათვალისწინებელია შემდეგი ნიუანსები:

ურალის ქვებს სჭირდება ოქრო, ირანულს – ვერცხლი.

ციტრინის ტარება სასარგებლოა გულსაკიდის სახით, ალექსანდრიტის – ბეჭდით შუა თითზე, აგატის – მარცხენა ხელზე.

ზოდიაქოს მეხუთე ნიშანი აქტიურია 23 ივლისიდან 23 აგვისტომდე. მმართველი პლანეტა – მზე,  სტიქია – ცეცხლი.

            ლომი გამორჩეულად მყარი ნიშანია, რომელიც მოკლებულია ნიუანსებს და ნახევარტონებს. მისი ხელგაშლილობა მფლანგველობამდეც კი მიდის, კეთილშობილობას საზღვარი არ აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობით: მის მიმართ უნდა გამოავლინონ აღფრთოვანება და უსიტყვო მორჩილება. ლომი დაუნდობლად მისდევს მტერს, მაგრამ როცა ამარცხებს, მაშინვე მზადაა მოწყალება გამოიჩინოს მის მიმართ.

            მათემატიკური აზროვნება, ლოგიკა, საოცარი შრომისუნარიანობა – ლომი იყენებს ყველა თავის საუკეთესო თვისებას დაუოკებელი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ნიშნის წარმომადგენლებს შორის არის ბევრი ცნობილი მეცნიერი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი და ბიზნესმენი.

            კაცი ლომები ავლენენ მაქსიმალურ მამაკაცურობას, ქალები – სრულყოფილ ქალურობას. კაცი ოჯახის პატრიარქი, ერთგული ქმარი და მზურნველი მამაა, რომელიც უზომოდ ანებივრებენ შვილებს.

            ქალი ლომის საყვარელი იმიჯია – უმაღლესი საზოგადოების წარმომადგენელი ქალბატონი. თაყვანს სცემს გარეგნულ დახვეწილობას და ბრწყინვალებას. თუ მდიდრული ბრილიანტების და ბეწვეულის სახსრები არ გააჩნია, მათ ბიუჯეტური შემცვლელებით ანაცვლებენ.

            კეთილშობილი ქვები გვეხმარება უარყოფით თვისებებთან ბრძოლაში, უმატებს ღირსებას, მოაქვს ბედნიერება და იღბალი.

მთავარი თილისმები ლომისთვის

            ნიშნის მოქმედების პერიოდი ემთხვევა ზაფხულის პიკს. მზე ავსებს ლომის ქვებს ნარინჯისფერი, ოქროსფერი, მწვანე და წითელი ელვარებით. ამულეტების კოლექცია ასევე შეიცავს მახლობელი შემოდგომის სიმბოლოებს – ძლევამოსილ მკაცრ მინერალებს. თილისმების ტარებისას ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ სეზონი, არამედ დღის პერიოდიც, ასევე სიტუაცია და საკუთარი განწყობა.

            ბრილიანტი – ძვირფასი ქვა, თითქოს შექმნილია სამეფო ნიშნის სტატუსის ხაზგასასმელად. ბრილიანტი ძალაუფლებისა და სიძლიერის სიმბოლოა. ის ეხმარება მფლობელს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებასა და სიბრაზის კონტროლში.

            ჰელიოდორი – მზის ქვა ,,ჰელიოდორი“ სასარგებლო გავლენას ახდენს ხელმძღვანელბზე, მეცნიერებზე და სტუდენტებზე. ის ამძაფრებს გონებრივ შესაძლებლობებს, აძლიერებს ცოდნისადმი ლტოლვას, აუმჯობესებს ორგანიზაციულ თვისებებს. ჰელიოდორის მაგია აძლევს მდედრ ლომებს ოჯახური ბედნიერების გასაღებს.

            ლალი – არის დამცავი საჯარო პროფესიის წამომადგენელთათვის, მაღალი რანგის ადმინისტრატორთათვის. არეგულირებს მფლობელის ენერგეტიკულ ბალანსს, ავსებს მას დადებითი ენერგიით და ანეიტრალებს ბნელი ძალების ზემოქმედებას.

            ტოპაზი – ლომები რჩეულნი არიან. ტოპაზი აძლევს მათ სიმშვიდეს და სულიერ წონაწორობას. ნიშნის ამბიციურ წარმომადგენლებს ის კარნახობს როგორ მოიპოვონ ხელმძღვანელობის სიმპათიები და გამოიცნონ არაკელთილმოსურნეთა მზაკვრული გეგმები.

            ტურმანილი – ათავისუფლებს შიშისგან, აქრობს საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების შეგრძნებას, ავითარებს შემოქმედებით შესაძლებლობებს.

            ქრიზოლიტი – ასრულებს ფსიქოანალიტიკოსის როლს. მფარველობს რამეზე დამოკიდებულებისგან. ხელს უწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახსა და სამსახურში. აქრობს უძილობას და მშფოთვარე აზრებს.

            ქარვა – გასხივოსნებული მინერალი ეფექტური დამცავია ლომის ნიშნისთვის. აჯილდოებს წარმატებით და დადებითი ემოციებით. იცავს შურიანი ადამიანებისგან, ხსნის დეპრესიას. აუმჯობესებს მდგომარეობას გულის დაავადებების დროს.

თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

          23 ივლისი – 1 აგვისტო

            სატურნის გავლენას შეუძლია ნიშნის წარმომადგენლის სასტიკ და დაუკებელ მტაცებლად გადაქცევა. ასეთი ადამიანი ძალაუფლებით არის შეპყრობილი და არავის არ უწევს ანგარიშს.

            პირველი დეკადის ლომის მინერალებია:

            მთის ბროლი და საფირონი (ლურჯის გარდა) – ერგება მფლობელის ენერგეტიკულ ველს, სტაბილიზაციას უწევს და არეგულირებს მას დადებითი მიმართულებით.

            ალექსანდრიტი და ონიქსი – თრგუნავს სიბრაზეს, ხელს უწყობს თვითკონტროლის შენარჩუნებას ქვეშევრდომებთან და ოჯახის წევრებთან კამათის დროს.

            2 აგვისტო – 12 აგვისტო

            იუპიტერი უბრუნებს ნიშანს გაანალიზების უნარს და თავშეკავებას. მეორე დეკადის ლომი ენთუზიაზმით ახორციელებს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პროექტებს. სნობიზმს შეუძლია ნეგატიური გავლენა იქონიოს მის ერთიან და კეთილშობილ იმიჯზე.

            ციტრინი – ეხმარება სხვადასხვა ადამიანებთან კონტაქტების დამყარებასა და გარშემომყოფთა უკეთ გაგებაში.

            ჟადეიტი, ნეფრიტი, სარდონიქსი – მათი ენერგეტიკა ხელს უწყობს საქმიან წამოწყებებს, მოაქვს ოჯახური ბედნიერება.

            13 აგვისტო-23 აგვისტო

            მარსი ანიჭებს მესამე დეკადის ლომებს მძლავრ სასიცოცხლო პოტენციალს და ძალაუფლების წყურვილს. ამ ადამიანებს მტკიცედ სწამთ, რომ მათ შეუძლიათ სამყაროს შეცვლა.

            რეკომენდირებული ამულეტებია:

            ყვითელი ბივრილი, ზურმუხტი – ანიჭებს სიბრძნეს და სიმშვიდეს, ათავისუფლებს აგრესიისგან.

            ნეფრიტი, ჟადეტი, სერდოლიკი – ეხმარება კონფლიქტური სიტუაციებიდან გონივრული გამოსავლის პოვნაში.

            დამატებითი თილისმები ლომის ნიშნისთვის: კვარცი, წითელი მარჯანი, მალაქიტი, ოპალი, პიროპი (წითელი ძოწი), პირიტი.

არასასურველი ქვები

აკრძალულმა მინერალებმა შესაძლოა ენერგია ჩამოართვან ნიშნის წარმომადგენლებს, გამოიწვიოს საბედისწერო შეცდომები და ფინანსური კრახი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც ლომებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

ავანტურინი, ალმადინი, ამეთვისტო, ფირუზი, ცისფერი ბივრილი და ტოპაზი, ჰემატიტი, მარგალიტი, ლაბრადორი, ობსიდიანი, როდონიტი, სერპენტინი, ქრიზოპრაზი, შავი ოპალი.

კირჩხიბის ნიშნის მოქმედების პერიოდია 21 ივნისი-22 ივლისი. ნიშნის მთავარი მმართველი არის მთვარე. დეკადებიდან გამომდინარე გავლენას ახდენს იუპიტერი და ნეპტუნი. სტიქია-წყალი.

            კირჩხიბები არაჩვეულებრივი ინტელექტით არიან დაჯილდოებულნი. გარეგანი თავშეკავებულობის ფონზე მათ ახასიათებთ ფარული ემოციურობა. გულის სიღრმეში ისინი მგძნობიარე ადამიანები არიან, მიდრეკილნი თვითანალიზისკენ.

            ახალგაზრდობაში კირჩხიბები მეოცნებენი არიან, დიადი სიყვარულის პოვნით შეპყრობილნი. ზრდასრულ ასაკში ბევრი მათგანი სერიოზულად არის დაკავებული კარიერით და მაინც კირჩხიბების უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს ოჯახი. ისინი მოსიყვარულე მეუღლეები და სათუთი მშობლები არიან. ფსიქოლოგად დაბადებულნი, კირჩხიბები თითქოს შექმნილები არიან მეგობრებისა და ოჯახის წევრთა აღსარებების მოსასმენად. ნიშნის თავისებურება გამორჩეულად განვითარებული ინტუიციაა.

            კიდევ ერთი ტიპიური თვისება არის ეკომონიურობა. კირჩხიბებს შეუძლიათ გამოიზოგონ ფული ისე რომ არაფერი მოაკლონ საკუთარ თავს.

            სიყვარულისა და გაგების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა თავი იჩინოს ხასიათის უარყოფითმა თვისებებმა: პასიურობა, სულიერი სიცივე, განწყობის დაუსრულებელი ცვალებადობა, ზოგჯერ-ისტერია.

            აქტუალური დამცავი ქვების (თილისმების) შერჩევა დამოკიდებულია კირჩხიბის პიროვნულ მახასიათებლებზე.

უნიკალური თილისმები კირჩხიბისთვის

            როგორც წყლის სტიქიის განსახიერება, კირჩხიბი ეწინააღმდეგება ცეცხლს, ამიტომ მისთვის არაა სასურველი მუქი ყვითელი, ნარინჯისფერი, კაშკაშა წითელი და შავი მინერალები, რომელთაც შეუძლიათ დათრგუნონ ადამიანი თავისი ძლიერი ენერგეტიკით. ოპტიმალური ვარიანტებია: ცისფერი, ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, ღია ყვითელი.

           ზურმუხტი – მდიდრული მინერალი არის შემოქმედებითი ადამიანების ამულეტი, მას შეუძლია ფარული ნიჭის და ფილოსოფიისადმი ინტერესესის გაღვიძება.

            ზურმუხტი-მოგზაურების, მეზღვაურების, ბიზნესმენების მფარველია. ის არის მომავალი დედების დამცველი. ითვლება, რომ კეთილშობილ მინერალს მოაქვს მატერიალური კეთილდღეობა.

            ზურმუხტთან კონტაქტი სასარგებლოა კირჩხიბთა დაუცველი ფსიქიკისთვის. ძვირფასი ქვა ანიჭებს მათ სიხარულსა და სულიერ სიმშვიდეს.

            ჩაკეტილი ბუნების ადამიანებს ქვა ეხმარება სიხისტის დაძლევასა და ხალხთან კომუნიკაციის დამყარებაში.

          მარგალიტი – ქვა ასოცირდება დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასთან, საიმედო ქორწინებასთან. ქმნის შურის საწინააღმდეგო ძლიერ დაცვას . მარგალიტმა შესაძლოა დაკარგოს თავისი შესანიშნავი ბრწყინვალება, ამ შემთხვევაში ის აფრთხილებს მფლობელს მოსალოდნელი ავადმყოფობის შესახებ.

          მთვარის ქვა – ნახევრად გამჭირვალე მინერალი შთანთქავს მთვარის ენერგიას, ათავისუფლებს ადამიანს სავსე მთვარის ამაღელვებელი გავლენისგან. კირჩხიბისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენს.

მთვარის ქვა სასარგებლოა მათთვის, ვინც ეძებს სიყვარულს. მინერალი არბილებს მფლობელის ხასიათს, კარნახობს გონივრულ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან, ხელს უწყობს კარიერას.

          კატის თვალი – ასე ქვია მინერალს, რომელთა გარდასვლა მოგვაგონებს კატის გუგების იდუმალ ბრწყინვალებას. ქვის თვისებები სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს მიიპყროს გარშემომყოფთა ყურადღება, დაალაგოს ურთიერთობა კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. ხელს უწყობს კარიერულ წინსვლას და წარმატებას.

თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

          21.06 01.07 (მთვარე)

            პირველი დეკადის წარმომადგენლები ნაზი და სენტიმენტალურნი არიან. ისინი ყველა შთაბეჭდილებას  გულის გავლით იღებენ. მათი ბუნება მოითხოვს ეფექტურ დაცვას ბნელი ენერგიისგან.

            აქვამარინი – ასტაბილურებს ნერვულ სისტემას, იცავს კირჩხიბს ყუილისა და ბოროტებისგან. მინერალის ამღვრევა გვატყობინებს მფლობელის სულიერ მელანქოლიას.

          ჰელიოტროპი (ქალცედონის ნაირსახეობა) – მისი  ენერგეტიკული ველი იძლევა სტრესისგან ძლიერ დაცვას.

            ცისფერი და ლურჯი საფირონი – ეხმარება ინერტულობის დაძლევასა და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნაში. ამ ძვრიფასი ქვების მფლობელნი გამძაფრებულად გრძნობენ სხვის ტყულსა და სიყალბეს.

          მთის ბროლი – აძლიერებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ძალას.

          02.07-11.07 (იუპიტერი)

            მეორე დეკადის კირჩხიბებს ახასიათებთ ცოდნის წყურვილი. ისინი იკავებენ აქტიურ ცხოვრებისეულ პოზოციას, არიან ამბიციურები, უყვართ ძალაუფლება. სირთულეები მათ არ აშინებთ. უარყოფითი თვისება-ცინიზმი.

            ქრიზოპრაზი – ხელს უწყობს ახალი წამოწყებების განხორციელებაში. წარმატებებს მოუტანს მკვლევარებს. იზიდავს ფულს. ეხმარება ახალი მეგობრების შეძენაში.

            ქრიზოლიტი – საეჭვო ფინანსურ მაქინაციებს კირჩხიბისთვის მოაქვს მხოლოდ მწუხარება და იმედგაცრუება. ულამაზესი მწვანე მინერალი იცავს თავის მფლობელს უგუნური ქმედების ჩადენისგან.

          ამაზონიტი – მამაცი, თავდაჯერებული ადამიანების თილისმა. გაძლევთ საშუალებას შეინარჩუნოთ ახალგაზრდული სული ზრდასრულ ასაკში.

          ტოპაზი – ეხმარება ბიზნესში.

          12.07-22.07 (ნეპტუნი)

            მესამე დეკადის წარმომადგენლები არიან ოჯახისა და მეგობრების მცველები. მათ შორის ბევრია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებები-მწერლები და მხატვრები.

            დამახასიათებელი თვისება უჩვეულოდ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა.

            ნეფრიტი / ჟადეტი – ჟადეტი ნეფრიტის ნაირსახეობაა. ორივე ქვა დაჯილდოებულია ანალოგიური თვისებებით. ეს  სრულყოფილების სიმბოლოა, რომლისკენაც ასე ისწრაფვიან მესამე დეკადის კირჩხიბები.

            ქარვა – მზის მინერალი შთაგონების წყაროა კრეატიული ადამიანებისთვის.

            ლაზურიტი – როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეხსიერება ძლიერ გავლენას ახდენს კირჩხიბებზე, მინერალი ათავისუფლებს ადამიანს მძიმე მოგონებებისგან.

          ჰელიოდორი – გამჭირვალე, ყვითელი ბერილი აძლიერებს გამჭრიახობას, ათავისუფლებს პესიმიზმისგან.

არასასურველი ქვები

            მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც კირჩხიბებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

წითელი იასპი, ცირკონი, ობსიდიანი, წითელი ძოწი, ონიქსი, ალმადინი, სერდოლიკი, ოპალი, ალმასი, ყვითელი საფირონი, წითელი და ნარინჯისფერი აგატი.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კირჩხიბებს  8-10  ბუნებრივი მინერალი უნდა ჰქონდეთ. ქვების არჩევისას აუცილებელია საკუთარი მოსაზრებების გათვალისწინება. მხოლოდ მაშინ გახდებიან სამკაულები თქვენი მეგობრები და მფარველები.

ka_GEGeorgian

შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ნივთი ონლაინ განვადებით

4 თვე| ეფექტური0%

დაიწყე გადახდა შეკვეთიდან 1 თვეში დამატებით ხარჯის გარეშე

 

 

  • 1 შეარჩიე სასურველი პროდუქტი
  • 2 შეძენის გვერდზე დააჭირე ღილაკს ნაწილ-ნაწილ და მიყევი მარტივ ინსტრუქციას
3-6თვემდე

იხდი მხოლოდ ნივთის ღირებულებას: ეფექტური 0%

7-12თვემდე

იხდი ნივთის ღირებულებას: ეფექტური 4.3%-დან

 

  • 1 შეარჩიე სასურველი პროდუქტი
  • 2 შეძენის გვერდზე დააჭირე ღილაკს განვადება
  • 3 აირჩიე თიბისი ბანკის განვადება და მიყევი მარტივ ინსტრუქციას
  • 4 განვადების დამტკიცებაზე ინფორმაციას მომენტალურად გაიგებ. შენი შეკვეთა მომენტალურად დადასტურდება და მალე შენსკენ გამოეშურება
3-36თვემდე

ეფექტური 26%-დან, გაცემის საკომისიო 2%

 

  • 1 შეარჩიე სასურველი პროდუქტი
  • 2 შეძენის გვერდზე დააჭირე ღილაკს განვადება
  • 3 აირჩიე საქართველოს ბანკის განვადება და მიყევი მარტივ ინსტრუქციას
  • 4 განვადების დამტკიცებაზე ინფორმაციას მომენტალურად გაიგებ. შენი შეკვეთა მომენტალურად დადასტურდება და მალე შენსკენ გამოეშურება
3-6თვემდე

იხდი მხოლოდ ნივთის ღირებულებას: ეფექტური 0%

7-36თვემდე

იხდი ნივთის ღირებულებას: ეფექტური 14%-დან

  • 1 შეარჩიე სასურველი პროდუქტი
  • 2 შეძენის გვერდზე დააჭირე ღილაკს განვადება
  • 3 აირჩიე კრედო ბანკის განვადება და მიყევი მარტივ ინსტრუქციას
  • 4 განვადების დამტკიცებაზე ინფორმაციას მომენტალურად გაიგებ. შენი შეკვეთა მომენტალურად დადასტურდება და მალე შენსკენ გამოეშურება