რეალიზებული პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას/გაცვლას მხოლოდ წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, შეძენიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი) წარმოდგენის საფუძველზე.
ყველა სხვა შემთხვევაში პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია შეძენიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში; ასეთ შემთხვევაში პროდუქციის უკან დაბრუნებისა და ახალი პროდუქციის გაგზავნის ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი, ასევე შესაძლებელია პროდუქციის გაცვლა კომპანიის შოურუმებსა და სტენდებთან:
ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ. ს/ც „თბილისი მოლი“, მე-2 სართლი.
პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი) წარმოდგენის საფუძველზე.
პროდუქციის გაცვლა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ პროდუქციას დაკარგული არ აქვს სასაქონლო იერსახე, არ არის დაზიანებული, არის გამოუყენებელი და წარმოდგენილია თავისი შეფუთვით.