ვერძის ქვები

ზოდიაქოს ნიშნების ათვლა ვერძით იწყება. მისი მოქმედება იწყება 21 მარტს და სრულდება 20 აპრილს. ვერძის პიროვნულ მახასიათებლებს განსაზღვრავს მარსი, მზე და ვენერა.

            ვერძები აღმომჩენები, ორგანიზატორები და გმირები არიან. ისინი იძირებიან როგორც საქმეში, ასევე სიყვარულში. ხელგაშლილობა ,,გაზაფხულის“ ნიშნის ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა.

            ვერძებს ხშირად დასრულებამდე ვერ მიჰყავს  თავიანთი წამოწყებები. მათ აკლიათ მოთმინება და დელიკატურობა, ყოველთვის არ იციან როგორ შეიკავონ ბრაზი და ეჭვიანობის აფეთქებები. ვერძის ძალადობრივ ენერგიას კონტროლი და შეკავება სჭირდება. ისინი ვერ იტანენ სხვების უფროსობას.

            ჰოროსკოპის მიხედვით შერჩეულს ქვებს ნიშნის წარმომადგენლებისთვის მოაქვთ იღბალი, იცავენ დაავადებებისა და სხვა უბედურებისგან. ისინი შექმნილია პიროვნების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

მთავარი თილისმები ვერძისთვის

          ლალი – ავითარებს სიბრძნეს, ასწავლის კეთილშობილებას, იცავს  დეპრესიისგან. აძლევს ენერგიას ცხოვრებისეული მწვერვალების დასაპყრობად. აკავებს ვერძის აგრესიას.

            ქვას გააჩნია სამკურნალო თვისებები. აუმჯობესებს მდგომარეობას ჰიპერტონიის და გულის დაავადებების დროს. მინერალის ფერის შეცვლა საფრთხის შესახებ გაფრთხილებაა.

ლალი ვერ ეწყობა ვერცერთ ქვას. მისი შერწყმა სხვა მინერალებთან არ არის რეკომენდირებული.

ბრილიანტი – გამარჯვების სიმბოლოა, რომლისკენაც ვერძი მიისწრაფვის. მინერალი გახდება ძლიერი თილისმა, თუ შეხება ექნება კანთან. მისი ტარება სასურველია მარცხენა ხელზე ან ყელზე.

როდესაც ადამიანის აზრები და სულიერი თვისებები არ შეესაბამება ალმასის უნაკლო სისუფთავეს, ქვის ძლიერი ენერგეტიკა მას ზიანს მოუტანს.

ამეთვისტო – ხსნის ნერვულ-ფსიქიკურ დაძაბულობას.იცავს უგუნური გადაწყვეტილებების მიღებისგან. ეხმარება ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობის დამყარებაში.

საფირონი – ლალის მსგავსად სიბრძნის სიმბოლოა. ის ეხმარება თავის მფლობელს რთული სიტუაციებიდან გონივრული გამოსავალის პოვნაში. ქვა ძალიან სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება.

ამ ძვირფასი მინერალის ყველაზე გავრცელებული ფერია ლურჯი, მაგრამ ის ვერძისთვის არ არის სასურველი. ხელსაყრელი ვარიანტია ყვითელი საფირონი.

აგატი – შესანიშნავი თილისმაა სტუდენტებისთვის. ყურადღებას ამახვილებს სწავლაზე, ავითარებს თვითდისციპლინას. ოპტიმალური არჩევანია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი.

მთის ბროლი – ვერძის ტიპიური ნაკლოვანება სხვა ადამიანების გაგების და მათი ემოციური მდგომარეობის შეგრძნების ნაკლებობაა, რაც იწვევს კონფლიქტებს. მთის ბროლი მოუთმენელ და პირდაპირ ვერძს ასწავლის ტაქტს და გულისხმიერებას.

ვერძის ქვები დაბადების თარიღის მიხედვით

21.03 – 31.03 (მარსი)

მარსის ფავორიტები ნათელი ლიდერები არიან, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან გამარჯვებისთვის. ხასიათის უარყოფითი თვისებები: ეგოიზმი, აგრესიულობა, გადაჭარბებული პირდაპირობა.

ყველაზე ხელსაყრელი ქვებია:

აგატი და იასპი, მთის ბროლი, ნარინჯისფერი სერდოლიკი, ამაზონიტი, ჰემატიტი, ვეფხვის თვალი.

01.04 – 11.04 (მზე)

მეორე დეკადის წარმომადგენლები ამბიციურები, გულუხვები და კეთილშობილები არიან. შესანიშნავი ორგანიზატორები. მათი მთავარი ღირებულება ოჯახია. ნაკლოვანებები: ფეთქებადობა და ეჭვიანობა. შესანიშნავი თილისმები მზის წარმომადგენლებისთვის:

წითელი იასპი, ჰელიოტროპი, ქარვა, მარგალიტი, სარდონიქსი.

12.04 – 20.04 (ვენერა)

რომანტიული პლანეტა წარმოშობს მხურვალე ბუნებას, რომლებიც შეპყრობილნი არიან დიდი სიყვარულის ძიებით. მათ ხშირად ახასიათებთ თავგადასავლებისკენ ლტოლვა. თილისმების სასურველი არჩევანია:

ალმასი, ლალი, ცირკონი, საფირონი.

თილისმები ქალი ვერძისთვის

ვერძი ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. მათ პიროვნულობას და ინდივიდუალურობას ხაზს უსვამს ბრილიანტი და ლალი.

გასათხოვარ ვერძს ბრილიანტი არ ესადაგება.

ახალგაზრდებს იღბალს მოუტანს გამჭვირვალე ცირკონი. ყვითელი ცირკონი გააძლიერებს მოწიფული ასაკის წარმომადგენლებს.

წითელი იასპი ასწავლის ბიზნეს ლედის საქმეების ისე დაგეგმვას, რომ დრო დარჩეს ოჯახისთვის.

თილისმები კაცი ვერძისთვის

ლიდერის თვისებებს ხაზს უსვამს ლალი.

წითელი ძოწი ხელს შეუწყობს წარმატებული კარიერის განხორციელებას. ამბიციურმა ადამიანებმა ძვირფასი ქვა საჩვენებელ თითზე უნდა ატარონ.

ეგზოტიკური მწვანე ძოწი ძალადობრივი სიკვდილისგან დაცვის სიმბოლოა.

სამკაულები ყელსაბამის სახით სიყვარულში ბედნიერებას უწყობს ხელს.

სამკაულის შერჩევა ფერის მიხედვით

ვერძის ღირსებებს აძლიერებს თბილი, ნათელი ფერების მინერალები: ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი.

მარჯანი, ქალცედონი, ოპალი, ციტრინი, პირიტი.

მწვანე, ცისფერი და ლურჯი ფერის ქვები არბილებს უარყოფით თვისებებს.იგივე ფუნქციას ასრულებს გაუმჭვირვალე უფერო მინერალები.

მწვანე ძოწი, ამაზონიტი, ფირუზი, ლაზურიტი.

დამატებითი თილისმები: თეთრი ფირუზი, არაბული ონიქსი (შავი, ყავისფერი და თეთრი ზოლებით).

როგორც ხედავთ, სამკაულები შეიძლება შეირჩეს დაბადების თარიღის, სქესის ან ფერის მიხედვით. ვარიანტი ბევრია. ასტროლოგები გვირჩევენ ვიქონიოთ მინიმუმ 12 ნაკეთობა სხვადასხვა მინერალებით – წელიწადის ყოველი თვისთვის, სხვადასხვა სიტუაციისა და განწყობისთვის.

არასასურველი ქვები

ვერძი ცეცხლის ნიშანია. მის მიმართ მტრულად არიან განწყობილი ,,ცივი“ მინერალები,  რომლებიც წარმოადგენენ საპირისპირო სტიქიის – წყლის სიმბოლოებს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც ვერძებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

            თეთრი მარგალიტი, ცისფერი აგატი, მთვარის ქვა, აქვამარინი, ნაცრისფერი ქალცედონი, ქრიზოლიტი, ლურჯი იასპი.

ვერძისთვის საფრთხის შემცველია შემდეგი მინერალების შავი ფერი: მარგალიტი, ლაბრადოროტი, ონიქსი, ოპალი.

          და ბოლოს, რაც მთავარია, სამკაულების არჩევისას არ უნდა დავივიწყოთ საკუთარი გემოვნება და ინტუიცია, რომელიც ყოველთვის გვიკარნახებს, რომელი ქვა გვჭირდება ცხოვრების ამ ეტაპზე.

თხის რქის ქვები

მაღალი ინტელექტი, ერუდიცია, მიზნისკენ სწრაფვა თხის რქის მთავარი თვისებებია. ისინი სწრაფად ზრდასრულებიან, ადრეულ ასაკში განსაზღვრული  აქვთ საკუთარი დანიშნულება და თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან მას. თხის რქები არ ავლენენ სხვის დასანახად თავიანთ ღირსებებს, მაგრამ ამავე დროს გარშემომყოფნი აფასებენ მათ თავიანთი ინტელექტის, ნიჭიერების და წინდახედულობის გამო.

ქალი თხის რქა მიისწრაფის წარმატებული თვითრეალიზაციისა და მაღალი სტატუსისკენ. პირად სფეროში ის იხლიჩება გარეგან წესიერებასა და მგზნებარე ტემპერამენტს შორის. მამაკაცები, ინსტინქტურად ამოიცნობენ რა ვნებიან ბუნებას, მიილტვიან მშვენიერი თხის რქისკენ. ქორწინებაში ქალბატონი თხის რქები სხვადასხვანაირად იქცევიან. ერთნი ყოველთვის სრულყოფილები არიან, სხვები თავგადასავლებში ეშვებიან, მაგრამ შემდგომ უბრუნდებიან მორალის გზას.

ნეგატიური სფეროების კორექტირებას, ღირსებების გაძლიერებას და იღბალის მოპოვებას ხელს უწყობს ბუნებრივი მინერალების თილისმები.

თილისმები ყველა თხის რქისთვის

ნიშნის მოქმედების პერიოდში სინათლის და სითბოს ნაკლებობაა. ამ დროს აქტუალურია ,,ცხელი“ წითელი ქვები – შინაგანი ცეცხლის წყარო. მათთან ერთად თხის რქისთვის რეკომენდირებულია სრულიად განსხვავებული, პირქუში და მზაკვრული, სხვებისთვის საშიში მინერალების გამოყენება.

ნიშნის წარმომადგენელს საკმარისია ჰქონდეს მხოლოდ 4-5 დასახელების ქვა, მათგან ერთ-ერთი წითელი, მწვანე ან შავი.

წითელი ძოწი – თხის რქამ რაციონალურად უნდა გამოიყენოს თავისი მცირე ენერგეტიკული პოტენციალი. ამაში მას დაეხმარება ძლიერი ,,ცეცხლოვანი“ ძვირფასი ქვა.

გიშერი – იდუმალი შავი ქვა გააძლიერებს თხის რქის მიდრეკილებას ფილოსოფიური შეხედულებებისკენ. ის იქნება შესანიშნავი დამცავი უარყოფითი ენერგიებისა და უსაფუძვლო შიშების წინააღმდეგ.

მალაქიტი – მწვანე მინერალი გააძლიერებს მფლობელის ჯანმრთელობას, გარდა ამისა, მალაქიტი სურვილების ასრულების სიმბოლოა.

ობსიდიანი – თხის რქები  პატარა ნაბიჯებით მიიწევენ თავიანთი მწვერვალებისკენ. შავი ან ყავისფერი ობსიდიანი დაეხმარება მათ გადაწყვეტილებების მიღებაში, მოამზადებს ცვლილებებისთვის.

ონიქსი – ქვის მაგია მფლობელს მეტოქის აზრების გამოცნობის უნარს მისცემს. ხელმძღვანელს ის კოლექტივის პატივისცემას მოუტანს. ონიქსი ასევე არის დამცავი უეცარი სიკვდილის წინააღმდეგ.

ოპალი – ბიზნესში ან სიყვარულში იმედგაცრუების გამო, თხის რქა შეიძლება დანებდეს,  ნაცვლად იმისა, რომ ეძებოს ახალი შესაძლებლობები. ოპალი გაუხსნის მას ალტერნატიულ ვარიანტს თვითრეალიზაციისთვის.

რაუხტოპაზი (კვამლიანი კვარცი) – მისგან დამზადებული ამულეტი თავის მფლობელს შესძენს გამჭრიახობას რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ლალი – წითელი ქვა განახორციელებს წარმატებულ კარიერას და ფინანსურ კეთილდღეობას, შესანიშნავ სიყვარულს და ბედნიერ ოჯახს. მინერალის დამუქება მფლობელს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

22 დეკემბერი – 2 იანვარი

პირველი დეკადის წარმომადგენლები ბევრს აღწევენ – სიმდიდრეს, ძალაუფლებას, დიდებას. ისინი არიან დამოუკიდებლები და ასევე საიდუმლოებით მოცულნი.

ცისფერი აგატი – თხის რქასუფრო მიმზიდველს გახდის ურთიერთობაში, დაიცავს შურისა და სიძულვილისგან.

სერპენტინი, წითელი იასპი – დაგეხმარებათ გეგმების განხორციელებაში, აჯილდოვებს სიბრძნით და სიმტკიცით.

მთის ბროლი – შეავსებს ენერგიის მარაგებს.

3 იანვარი – 13 იანვარი

მეორე დეკადის თხის რქა დარწმუნებულია თავის ცხოვრებისეულ მიზანში. სტაგნაციამ შესაძლოა გადააქციოს საინტერესო ადამიანი სახლში მჯდომარე მოსაწყენ პიროვნებად.

ჰელიოტროპი, ქრიზოპრაზი – გააძლიერებს გონებრივ აქტივობას და წარმატებას მოუტანს ახალ საქმეებში.

ტურმალინი – გააღვიძებს შთაგონებას.

14 იანვარი – 20 იანვარი

მესამე დეკადის წარმომადგენლებს დიდი სიყვარული ძალუძთ, მაგრამ ყოველთვის არ იციან მისი გამოხატვა. ისინი საოცარი შრომისუნარიანობით გამოირჩევიან, მაგრამ შესაძლოა დაკარგონ ენთუზიაზმი დეპრესიის გამო.

პიროპი (მეწამული ძოწი) – ანიჭებს ბედნიერებას სიყვარულში.

ვეფხვის თვალი – აშორებს სასოწარკვეთილებას.

ალექსანდრიტი, წითელი და შავი მარჯანი – იღბალის და წარმატების სიმბოლოა ყველა სფეროში.

დამატებითი თილისმები:

უფერო ალმასი, ლაბრადორი, ნეფრიტი, მწვანე ძოწი, ცირკონი.

აკრძალული ქვები

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც თხის რქებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

მარგალიტი – დაანგრევს ქალი თხის რქის ოჯახურ ბედნიერებას.

ზურმუხტი – გადააქცევს თავის მფლობელს მარტოსულ ადამიანად.

საფირონი – წაართმევს ენერგიას, განავითარებს ცინიზმს.

ციტრინი – თხის რქას ტუილებისა და მავნე ჩვევების უფსკრულში ჩააგდებს.

მორიელის ქვები

ზოდიაქოს მერვე ნიშნის მოქმედების პერიოდია 24 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე. მას მართავს გავარვარებული მარსი და შორეული პლუტონი. ბუნებრივი ელემენტი – წყალი.

            მორიელი იდუმალი ნიშანია. მისი აქტიურობის პერიოდში იბადებიან გენიოსები და სულელები, გმირები და მიწიერ ვნებათა მონები, რეალისტები და მისტიკოსები. მარსი ანიჭებს მათ სიჯიუტეს, აგრესიულობას და გადაჭარბებულ სექსუალურობას. პლუტონი უმხელს მათ ყოფის ღრმა საიდუმლოებებს, რასაც ხშირად მიჰყავს საკუთარ თავთან გულშემზარავ ბრძოლამდე. ყველაზე ინფანტილური გარეგნობის მქონე არსების შიგნით, ყოველთვის იწვის საშიში ცეცხლი. ეშმაკისეული გამჭრიახობით პლუტონის რჩეული გამოიცნობს სხვების აზრებს, მაგრამ არავინ იცის, თუ რას ფიქრობს თავად. სიცოცხლის მიმართ განსაკუთრებული გემოვნებით დაჯილდოვებული, მორიელი, ფენიქსის მსგავსად, ყოველთვის აღდგება ფერფლიდან ყველაზე დამანგრეველი კატასტროფის შემდეგ.

            მამაკაცი მორიელები ინდივიდუალისტები არიან. ეყრდნობიან მხოლოდ საკუთარ თავს. შეპყრობილნი არიან ძალაუფლების წყურვილით. არასოდეს გამოტოვებენ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

            ზოდიაქოს მერვე ნიშნის ქვეშ იბადებიან საბედისწერო სილამაზის მქონე ლამაზმანები. მამაკაცებს სიგიჟემდე უყვარდებათ ისინი და მონურად ეთაყვანებიან.  ასეთი ჯადოქრების გამო ოჯახები და კარიერები ინგრევა, მაგრამ ქორწინებაში შეგიძლიათ მათზე დაყრდნობა. მორიელ ქალებს არ აშინებთ სირთულეები, მათ შორის ბევრი მრავალშვილიანი დედაა. ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ ქმრებს თავიანთ ამბიციურ მისწრაფებებში და თავადაც ხშირად იკავებენ მაღალ თანამდებობებს.

            მაღალგანვითარებულ მორიელებს შეუძლიათ დათრგუნონ მათში არსებული ბნელი ვნებები: შური, სიხარბე, ეჭვიანობა, ეგოიზმი. ბევრი მათგანი კეთილშობილი ადამიანები, წარმატებული პროფესიონალები, ნათელი ლიდერები, საყვარელი ადამიანებისთვის საიმედო მხარდამჭერები არიან.

            ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით შერჩეული თილისმები ხელს უწყობს მათი მძლავრი ენერგიის პოზიტიური მიმართულებით წარმართვას. ქვების კოლექცია უნდა შედგებოდეს 6-8 სხვადასხვა ფერის მინერალებისგან.

ძირითადი დამცავი თილისმები მორიელისთვის

            ნიშნისთვის შესაფერისია მინერალები, რომლებიც ტრადიციულად საშიშად ითვლება. ესენია მუქი შეფერილობის მინერალები: ლურჯი, წითელი, იასამნისფერი, შავი. მორიელისთვის სასარგებლოა ასევე წყლის სტიქიის ქვებიც.

            აქვამარინი – ოჯახური ბედნიერების დამცველი, სიყვარულისა და პატივისცემის სიმბოლო. შობს მფლობელის სულში გულწრფელ მადლიერებას მჩუქებლის მიმართ.

            ჰემატიტი – ამცირებს მორიელის უკონტროლო ენერგიას, მათ შორის სექსუალურს. მუდმივი კონტაქტი ჰემატიტთან ნიშნის წარმომადგენლებს ასწავლის იყოს მომთმენი და მოსიყვარულე ოჯახის წევრებთან, უკეთ გაუგოს კოლეგებს.

            ძოწი – მისი წითელი და შავი ფერები აძლიერებს მფლობელის მიმზიდველობას. ძოწი სიყვარულის, მეგობრობის და მადლიერების სიმბოლოა. მისი მაგია მომავლის მოვლენების წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა.

            მარჯანი – მორიელი ექვემდებარება პირქუშ განწყობას. მისი გაღიზიანება ხშირად საკუთარი თავისკენ არის მიმართული. წითელი, ლურჯი და შავი მარჯანი იხსნის მფლობელს დეპრესიის ტყვეობიდან, დაიცავს დასანანი შეცდომებისგან.

            ოპალი – აწონასწორებს ურთიერთობებს ქორწინებაში, გამორიცხავს ეჭვიანობაზე დაფუძნებულ სკანდალებს. მორიელის პარტნიორს ხშირად აკლია ყურადღება და სინაზე, ოპალი გამოასწორებს ამ დანაკლისს.

            ლალი – ეს არის გამარჯვებულ მამაკაცთა თილისმა. მოაქვს წარმატება დიდ ბიზნესსა და პოლიტიკაში. ასწავლის ნიშნის წარმომადგენლებს, არ შეეპაროთ ეჭვი საკუთარ თავში. ათავისუფლებს ამპარტავნებისგან.

            ლურჯი საფირონი – მორიელისთვის რთულია მძიმე მოგონებებისგან გათავისუფლება. მას ძალუძს უამრავჯერ ,,გადაახვიოს” წყენა და უსიამოვნო სიტუაციები. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია საფირონი. ქალბატონებისთვის ამ ძვირფას ქვას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. ის მათ ხდის უფრო დამთმობს, აშორებს უნდობლობასა და შემაშფოთებელ წინათგრძნობას.

            მორიელის თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

24 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

პირველი დეკადის მორიელთა ნაკლოვანებებია: სიჯიუტე, ქედმაღლობა, მბრძანებლობის ჩვევა. ენერგიის არაგონიერი ხარჯვა იწვევს ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობას. მდგომარეობის გამოსწორებაში მათ დაეხმარება მყარი, გამჭვირვალე მინერალები:

            ამეთვისტო, ბრილიანტი, მთის ბროლი.

4 ნოემბერი – 13 ნოემბერი

მეორე დეკადის მორიელები სულგრძელები, გამბედავები, გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. ისინი მიისწრაფვიან მიზნისკენ და არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. წარუმატებლობას მათთვის მოაქვს სასოწარკვეთილება და დაუნდობელი თვითკრიტიკა. ამ ადამიანებს სულიერ ჰარმონიას მოჰგვრის სწორად შერჩეული თილისმები:

            ფირუზი, სერპენტინი, კატის თვალი, ტურმალინი.

            14 ნოემბერი – 22 ნოემბერი

          მესამე დეკადის წარმომადგენლები მოსიყვარულე, ნიჭიერი და შემოქმედებითი პიროვნებები არიან. მათ იდუმალ და რთულ შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაში მოდის შემდეგი ქვები:

            ალექსანდრიტი, ბივრილი, ჰელიოდორი.

          თილისმების დამატებითი სია მორიელისთვის:

ლაბრადორი, ლაზურიტი, ობსიდიანი, შავი ონიქსი, პიროპი, სერდოლიკი, ქრიზოპრაზი.

არასასურველი ქვები

          მარგალიტი – მოაქვს სტაგნაცია იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სჭირდებათ ნათელი ემოციები და სიცოცხლის დინამიკა. მოწყენილობამ და რუტინამ შესაძლოა მორიელი საეჭვო ავანტიურების გზაზე დააყენოს. გარდა ამისა, მარგალიტს შეუძლია შემოქმედებით ადამიანს შთაგონება ჩამოართვას, მოახდინოს სასიყვარულო ურთიერთობების გაწყვეტის პროვოცირება.

            ციტრინი – იწვევს ინტერესს აკრძალული სიამოვნების მიმართ (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, ექტრემალური სპორტი).

            ქარვა – ისევე როგორც ყველა ყვითელი ქვა, იკვებება მორიელის ენერგიით, სანაცვლოდ არაფერს არ იძლევა. მასთან კონტაქტისას ნიშნის წარმომადგენელს ემუქრება საკუთარი ძალების დაკარგვა, აპატიაში ჩავარდნა.

            ნიშნისთვის მავნე ქვებს ასევე მიეკუთვნება ადულარი, ზურმუხტი, ნეფრიტი, როდონიტი და უვაროვიტი.

სასწორის ქვები

სასწორის აქტიურობის პერიოდია 24 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე. ბუნებრივი ელემენტია ჰაერი, მმართველი პლანეტა ვენერა და სატურნი.

            ვენერას ქვეშევრდომები ესთეტები არიან. ისინი გემოვნებით იცვამენ, ყურადღებით უვლიან საკუთარ თავს. ეს თვისება დამახასიათებელია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. მიმზიდველი, დახვეწილი გარეგნობა სასწორში შერწყმულია გულწრფელობასთან, მოკრძალებულობასთან და კეთილშობილებასთან. ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ  ფულის უხვად ხარჯვა შეზღუდვის გარეშე, როგორც წესი ყურადღების მიპყრობის მიზნით, მაგრამ არ ხედავენ ამაში უარყოფითს.

            სასწორის მსგავსად არავის შეუძლია მეგობრული მხიარულების ატმოსფეროს შექმა. ისინი უფრთხილდებიან ახლობელ ადამიანებს. არასდროს ნაწყენდებიან წვრილმანებზე. ბავშვები და ცხოველები ინსტიქრურად გრძნობენ მათ კეთილშობილებას.

            სატურნისგან სასწორი იღებს გარეგან და შინაგან სიმშვიდეს. ნიშნის წარმომადგენლებს უჭირთ მარტოობის გადატანა.

            სასწორმა უნდა დაამყაროს ბალანსი საკუთარი პიროვნების ბნელ და ნათელ მხარეებს შორის. ამ პრობლემის გადაჭრაში მათ დაეხმარებათ ჰოროსკოპის მიხედვით შერჩეული თილისმები.

უნივერსალური დამცავი ქვები სასწორისთვის

            სასწორი არის წონასწორობა, ხიდი რაციონალურ ქალწულსა და ვნებიან მორიელს შორის. ამ ნიშანს არ ჰყავს მკვეთრად გამოხატული მეგობრები და მტრები ქვებს შორის. მათ შეუძლიათ ატარონ სამკაული თითქმის ყველა თვლებით. და მაინც, ზოგიერთი მინერალი მათთვის ყველაზე სასურველია.

            ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანი ასოცირდება ოქროს შემოდგომის მშვენიერ დროებთან. მისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ქვები, რომლების განასახიერებენ ცისფერი, ლურჯი, იასამნისფერი ცის და ფერადი ფოთლების ფერებს (მწვანე, ყვითელი. ნარინჯისფერი). მათ გარდა რეკომენდირებულია რამდენიმე მუქი მინერალი – შემოდგომის შეუღწევადი შავი ღამეების სიმბოლო.

            აქვამარინი – განაწყობს ნაყოფიერ სამუშაოზე. მისცემს გამბედაობასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს, რომლებიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. გააძლიერებს საქმროსა და საცოლის გრძნობებს. აქვამარინი ერთგულების და მყარი ოჯახის სიმბოლოა.

            ალმასი – სასწორს ესაჭიროება თილისმა, რომელიც განასახიერებს ხასიათის სიმტკიცეს. ამ ფუნქციას წარმატებით ასრულებს ალმასი. მისი ენერგეტიკის გავლენით, მფლობელი ისწავლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

            ლაზურიტი – ორიგინალური იდეის წარსდგენის შემდეგ სასწორები ჩრდილში დგებიან. მათ დამსახურებას სხვა ადამიანები ითვისებენ. ლაზურიტი გამოასწორებს მდგომარეობას, ანიჭებს შეუპოვრობას გეგმებისა და პროექტების განხორციელებაში.

            ოპალი – ბზინვარებას ქვის ზედაპირზე შეუძლია მისცეს თავდაჯერებულობა,  სიზარმაცე და პასიურობა გარდაქმნას აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციაში. მაგრამ, თუ მფლობელი მოკლებულია წესიერებას, ცვალებადი მინერალი მზაკვრული მხარით შემოტრიალდება მისკენ.

            ტურმალინი – ანმტკიცებს ადამიანის არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობას. ეხმარება მფლობელს სრულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, აბალანსებს ორმაგი ნიშნის ბნელ და ნათელ ენერგიებს.

თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

          24 სექტემბერი – 3 ოქტომბერი

          ვენერას გავლენა ყველაზე ყველაზე მეტად ვრცელდება პიველი დეკადის წარმომადგენლებზე. ისინი მგრძნობიარენი, მოხდენილნი, ნაზები არიან, საერთოდ არ შეუძლიათ თავის დაცვა, ძნელად იტანენ შეურაცხყოფას. იმედგაცრუების დავიწყებასა და შფოთვისგან გათავისუფლებაში მათ ეხმარებათ შემდეგი თილისმები: ამეთვისტო, ავანტურინი, მალაქიტი, ქრიზოლიტი, იასპი (გარდა წითელისა).

            4 ოქტომბერი – 13 ოქტომბერი

          სატურნის დეკადის წარმომადგენლები მოკრძალებულები და თავდაუზოგავად მშრომელები არიან. ოჯახის კეთილდღეობა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, კარიერა და თვითდამკვიდრება. იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი თავისთვის დროის და ენერგიის გამონახვა, მათ სჭირდებათ აქტიური მინერალები: ალმადინი, მთის ბროლი, მალაქიტი, ლალი.

            14 ოქტომბერი – 23 ოქტომბერი

          მესამე დეკადის სასწორები განიცდიან იუპიტერის დამატებით გავლენას. ისინი დახვეწილები და მხატვრულები არიან. ამ პერიოდში დაიბადა მრავალი მუსიკოსი, მხატვარი და მწერალი. ტიპიური სისუსტე – ზედმეტი მგრძნობელობა, აუხსნელი შიშებისა და ნერვული აშლილობისკენ მიდრეკილება. ქვების მაგია იხსნის დეპრესიისგან, აძლევს წინდახედულებას, სიბრძნეს, სიმშვიდეს. სასურველია შემდეგი მინერალები: ბივრილი, საფირონი (უფერო, ყვითელი), ტოპაზი, ციტრინი.

დამატებითი თილისმები სასწორისთვის:

          მარგალიტი (შავი), მარჯანი, ლაბრადორი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი, ცირკონი.

არარეკომენდირებული ქვები

            სასწორის ნიშანს შესაძლოა ზიანი მიაყენოს კაშკაშა წითელი შეფერილობის მინერალმა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვების შესახებ, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებსაც სასწორი უნდა დააკვირდეს ყურადღებით: ადულარი, გიშერი, ჟადეიტი, ონიქსი, სარდონიქსი, სერპერტინი, სერდოლიკი, უვაროვიტი (მწვანე ძოწი).

კუროს ქვები

მეორე ზოდიაქოს ნიშანი მოქმედებს 21 აპრილიდან 21 მაისამდე. კუროს პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ვენერა და მთვარე.

            კუროსთვის გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საღი აზრი. ისინი გამოირჩევიან გაზრდილი ინტერესით საპირისპირო სქესის მიმართ, მაგრამ ამავე დროს მყარად დგანან მიწაზე, არიან პრაქტიკულები. ნიშნის წარმომადგენლები ძალიან აფასებენ საკუთარ სახლს, ისწრაფვიან მის შევსებას ლამაზი ნივტებითა და კომფორტით. კუროებმა იციან ფულის გამომუშავება, მიისწრაფვიან მაღალი სოციალური სტატუსისკენ.

            მამრები ზოგჯერ სიჯიუტეს იჩენენ. ამავდროულად რბილი ხასიათის გამო მათ უჭირთ წინააღმდეგობა გაუწიონ უფრო ძლიერ ნიშნებს.

            ბუნებრივი მინერალები დაგეხმარებათ მოიპოვოთ თავდაჯერებულობა და წარმატებით განახორციელოთ ცხოვრებისეული მიზნები. ენერგიის ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვისთვის ასტროლოგები ურჩევენ კუროს იქონიოს 8 სხვადასხვა დანიშნულების ქვა.

უნივერსალური თილისმები კუროსთვის

ზურმუხტი – დიდებული, მწვანე ძვირფასი ქვა სიბრძნის განსახიერებაა. უძველესი დროიდან იგი ითვლებოდა დამცველად ყველა მწუხარებისა და ნეგატიური გავლენებისგან.

ზურმუხტი აძლიერებს მეხსიერებას, აქრობს მელანქოლიას. ის ასტიმულირებს მეცნიერული კვლევებისა და ფილოსოფიური აღმოჩენების შესაძლებლობას.

ქვა იძლევა სიცოცხლის სიხარულს, აძლიერებს სიყვარულს.

ძვირფასი მინერალის ჯადოსნური თვისებები თავს იჩენს მხოლოდ სულიერი სისუფთავის ფონზე. თუ ზურმუხტის პატრონი ბნელი ფიქრებით და ბოროტი გრძნობებით არის შეპყრობილი, ქვა მისი მტერი გახდება.

ქრიზოპრაზი – ქვის ენერგია ეხმარება კუროს ინერტულობის დაძლევაში, ანიჭებს თავდაჯერებულობას, საჭირო გამბედაობას ახალი წამოწყებებისა და ცვლილებებისთვის.

ქრიზოპრაზი ფლობს სამკურნალო თვისებებს: აძლიერებს მხედველობას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესეს ნივთიერებათა ცვლას, ამსუბუქებს რევმატიულ ტკივილებს. მისი გავლენით კანი უფრო ელასტიური და გლუვი ხდება. მას, ვინც ატარებს ქრიზოპრაზის სამაჯურს მარცხენა ხელზე, ქვა დაიცავს ნერვული დაავადებებისგან.

აგატი – ეს ნახევრად ძვირფასი ქვა მჭერმეტყველების სიმბოლოა, გარდა ამისა, ის თავის მფლობელს ანიჭებს მატერიალურ კეთილდღეობას და დიდხანს სიცოცხლეს.

ღია შეფერილობის აგატები – თეთრი, ლურჯი, ნაცრისფერი – აძლიერებს პიროვნების ნათელ თვისებებს. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალური ჯანმრთელობისა და ოჯახური სიძლიერისთვის.

შავი აგატი მამაკაცური ამულეტია. ის დაიცავს პატრონს ბნელი ძალებისგან, შესძენს დამაჯერებლობას მის სიტყვებს და ქმედებებს. ქვის ეს თვისებები გამოდგება კარიერულ კიბეზე აღმავლობისთვის.

ფირუზი – ფირუზის სამკაული თილისმაა მიზანდასახული ბუნების მქონე და მიზნის მიღწევაში დაჯინებული პიროვნებებისთვის. მინერალი ეხმარება კუროს სარისკო სიტუაციებში.

ითვლება, რომ ფირუზი იზიდავს ფულს.

ქვა ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოა, ის იდეალური თილისმაა გოგონებისთვის.

კუროს შინაგან სამყაროსთან ჰარმონიულია როგორც ცისფერი ისე მწვანე ფირუზი.

მალაქიტი – მწვანე მინერალი ძლიერ ფასობს მფლობელისკენ მიმართული ბოროტების შთანთქმის უნარის გამო.

ის ათავისუფლებს ადამიანს წყენისგან და ბნელი ფიქრებისგან. სასარგებლოა პანკრეასის და გულის პათოლოგიების დროს. იცავს რადიაციისგან. ასტიმულირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯირკვლების – ეპიფიზისა და ჰიპოფიზის მუშაობას.

კუროს ამულეტების არჩევა დაბადების თარიღის მიხედვით

25.04 – 01.05 (ვენერა)

ვენერიანელები ბუნებით ესთეტები არიან. მათთვის დამახასიათებელია დახვეწილი ნივთების მიმართ გატაცება. კუროს ნიშნის ბუნებრივი სტიქიის, მიწის გავლენით ადამიანი შეიძლება გახდეს ზედმეტად მატერიალისტი.

სულიერი ნაკლებობის შევსებაში დაგეხმარებათ საფირონი – ამაღელვებელი თვისებების სიმბოლო.

02.05 – 11.05 (მერკური)

მეორე დეკადის კუროებისთვის დამახასიათებელია უკიდურესი გადაუწყვეტელობა, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.ნაკლის გამოსწორებაში დაგეხმარებათ არაბული ონიქსი. ზოლიანი ქვა სიმტკიცეს მისცემს ხასიათს, გასწავლით საკუთარი აზრის დაცვას.

ხანდახან ამ ჯგუფის კუროები გამოირჩევიან ზედმეტად კრიტიკული გონებით. ცინიკური ბუნების მქონეს, გულწრფელი და სუფთა სიყვარულით დააჯილდოვებს აქვამარინი.

12.05 – 21.05 (სატურნი)

პესიმიზმამდე მისული სერიოზულობა სიბნელეში აცხოვრებს მესამე დეკადის წარმომადგენლებს. ცისფერი ტოპაზი დაუბრუნებს კუროს ცხოვრების სიხარულს, დაეხმარება შფოთვის და შიშის დაძლევაში.

ქვების შერჩევა ფერის მიხედვით

კეთილ გავლენას ახდენს მწვანე და ცისფერი მინერალები. ზემოაღნიშნული თილისმების ჩამონათვალს შეიძლება დავამატოთ:

ამაზონიტი – მოცისფრო-მომწვანო ქვას შეუძლია შთააგონოს ასაკიანი ადამიანები ახალგაზრდობის იმპულსებით.

ლაზურიტი – მეგობრობის, წარმატების და მატერიალური უზრუნველყოფის თილისმაა. აქვს მოცისფრო – მოლურჯო ფერი.

ბრილიანტი – სიმტკიცის და სიძლიერის ნიშანი. აქტუალურია რბილი ნატურისთვის.

მთის ბროლი – აუმჯობესებს მეტყველებას და გონებრივ შესაძლებლობებს, აძლიერებს ადამიანის ჯანმრთელობას და სულიერ ძალას.

თეთრი კახოლონგი (ოპალის ნაირსახეობა) – ძლიერი ოჯახის სიმბოლო.

მთვარის ქვა – ამ დასახელებას იყენებენ მოვერცხლისფრო – მოცისფრო და მოთეთრო – მონაცრისფრო ფერის ქვებისთვის. მათ შორისაა ბელომორიტი და ადულარი.

რომელი ქვების მიმართ უნდა გამოიჩინონ მეტი ყურადღება კუროებმა

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც კუროებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

სერპერტინი, ჰემატიტი, ლალი, შავი ონიქსი, ამეთვისტო, შავი ობსიდიანი, წითელი იასპი.

დასასრულს რამდენიმე სიტყვა სამკაულის გაფორმებასთან დაკავშირებით. ზურმუხტს სჭირდება ოქროს დეტალები, ფირუზს – ვერცხლი, აგატს და ოპალს – სპილენძი.

ითვლება, რომ ამ წესის დაცვა შესაძლებლობას მისცემს თილისმების ჯადოსნურ თვისებებს, რომ გაიხსნან განსაკუთრებული ძალით.