ქალწულის ქვები

ზოდიაქოს მეექვსე ნიშნის მოქმედების პერიოდია 24 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე. მმართველი პლანეტა – მერკური. სტიქია – მიწა. ინტელექტუალური მერკურის მეურვეობით, ქალწულები, თითქოს იბადებიან იმისთვის, რომ ისწავლონ. მათ შეუძლიათ წარმოუდგენელი რაოდენობის ინფორმაციის გათავისება, გონებრივი დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერება ქალწულების სტიქიაა, თუმცა, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში ისინი ისწრაფვიან საუკეთესო შედეგებისკენ.

            ნიშნის მდედრობით წარმომადგენლებს გააჩნიათ მიზიდულობის უნარი. როგორც წესი, ისინი დაჯილდოვებულნი არიან სილამაზით, აქვთ თანაბრად დაბალანსებული, მშვიდი ხასიათი. ქალწულის გარეგნული გულგრილობა ხანდახან აბნევს მის პარტნიორს.  ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დროით მისი წასვლა, მაგრამ დიდი ალბათობით ისევ დაბრუნდება, რადგანაც ქალწული შეუდარებელი ცოლი, დედა და დიასახლისია. ხშირად ის ხდება ოჯახის ლიდერი.

            მამაკაცი ქალწულები თავიანთ სატრფოებს ატყვევებენ არა ვნებიანი თავდასხმებით, არამედ სინაზით და დელიკატურობით. მათში ძლიერაა განვითარებული მოვალეობის გრძნობა ოჯახის მიმართ. ნიშნის წარმომადგენელი მზრუნველი მამა და უპრეტენზიო ქმარია. ის ცდილობს უზრუნველყოს ოჯახი. მაგრამ ეს ყველაფერი საპასუხო ყურადღების შემთხვევაში. ღალატი ან გულგრილილობა რადიკალურად ცვლის მის ხასიათს უარესობისკენ.

            თილისმების არჩევისას ქალწულმა უნდა იხელმძღვანელოს არა იმდენად მაგიური ტრადიციებით, რამდენადაც საღი აზრით და ცხოვრებისეული რეალობებით.

ძირითადი თილისმები ქალწულებისთვის

            ბუნებრივი მინერალები უნდა შეესაბამებოდეს სიტუაციას, ქალწულის იმიჯს და სამოსის ფერს. როგორც გადამეტებული სიკაშკაშეს, ასევე პირქუში ფერის მინერალები უცხოა ნიშნის ბუნებისთვის. თილისმები უნდა განაწილდეს  სეზონის მიხედვით: ზაფხულს შეესაბამება ნათელი ფერები, ზამთარს – წითელი და ლურჯი, შემოდგომას და გაზაფხულს – ნარინჯისფერი და მწვანე.

            ავანტურინი – ამძაფრებს გრძნობებს. ანიჭებს ცხოვრების ხალისს, ენერგიულ განწყობას და ნათელ აზროვნებას. განასახიერებს სიყვარულის მშვენიერებას.

            მარგალიტი – ამშვიდებს. არბილებს ხასიათის სიმძიმეს, მოაქვს ფინანსური კეთილდღეობა, თუმცა მარგალიტი სასარგებლოა მხოლოდ ძლიერი პიროვნებებისთვის, სუსტებს ის თრგუნავს.

            ნეფრიტი, ჯადეიტი  – ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ნეფრიტის მაგია ხელს უწყობს წარმატებას ბიზნესში. ამასთან ერთად, მინერალს გააჩნია მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებები.

            ონიქსი – ავსებს სასიცოცხლო ენერგიით. იცავს სტრესისა და დეპრესიისგან.

            ვეფხვის თვალი – ათავისუფლებს უმიზეზო ეჭვიანობისგან. ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში. ბედნიერება მოაქვს მხოლოდ კეთილგანწყობილი, გულწრფელი ადამიანებისთვის.

            ქრიზოლიტი – აშორებს ზედმეტ კატეგორიულობას. აუმჯობესებს ქალწულის ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან.

            იასპი – ქალწულის წარმატებულ კარიერას შეიძლება ხელი შეუშალოს მისმა ამორფულობას. იასპი ავითარებს თავდაჯერებულობას და საქმიან გამჭრიახობას (ალღოს).

თილისმის შერჩევა დაბადების თარიღის მიხედვით

            24 აგვისტო – 2 სექტემბერი

            თვითრეალიზაციისკენ მისწრაფების სურვილი ჰარმონიულად არის შერწყმული პირველი დეკადის ქალწულებში. მათ შეუძლიათ ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი ბუნებრივი პოტენციალი. სასარგებლო მინერალებია:

            აგატი (ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი), ადულარი (მთვარის ქვა), მთის ბროლი    აძლიერებს დადებით ენერგიას და ანეიტრალებს ბნელ გავლენას.

            ამეთვისტო, ლაზურიტი მოაქვს იღბალი, ამშვიდებს.

            3 სექტემბერი – 12 სექტემბერი

            მეორე დეკადის წარმომადგენლები გარეგნულად შეუმჩნეველნი, სულით დაუცველნი, უყვარდებათ ერთხელ და სამუდამოდ. მზად არიან დაუზოგავად იმუშაონ მოკრძალებული ანაზღაურების სანაცვლოდ. ყველაფერში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან. გარშემომყოფნი ხსირად ვერ ამჩნევენ მათ ღირსებებს.

            ჟადეიტი, ქალცედონი, ციტრინი იძლევა ძლიერ ემოციურ და ენერგეტიკულ მუხტს.

            ჰელიოტროპი, ონიქსი – ეხმარება კომპლექსების დაძლევაში.

            13 სექტემბერი – 23 სექტემბერი

            ამ პერიოდში იბადებიან ანალიტიკოსები. უამრავი ვარიანტიდან ისინი მხოლოდ საუკეთესოს ირჩევენ. მესამე დეკადის ქალწულები მზად არიან დაკავდნენ საყვარელი საქმით 24 საათის განმავლობაში. მათ შეესაბამებათ შემდეგი მინერალები:

            ძოწი, ტოპაზი – გახსნის ცხოვრებისეულ სიხარულს, რომელიც არაა კავშირში სამუშაოსთან.

            ზურმუხტი, საფირონი, ტურმალინი – აძლიერებს შემოქმედებითობას და თავდაჯერებულობას.

            დამატებითი თილისმების სია:

ალექსანდრიტი, ბივრილი, ბრილიანტი, პირიტი, ლალი, სარდონიკსი, სერდოლიკი, უვაროვიტი, ქრიზოპრაზი, ქარვა.

            ქალწულისთვის არასასურველი ქვები:

            არაბული ონიქსი, თეთრი და შავი მარგალიტი, ფირუზი, ჰემატიტი, ცისფერი აგატი, ლაბრადორი, ობსიდიანი, პიროპი (მეწამული ძოწი), სერპენტინი.

 ტყუპების ქვები

მერკურმა და ჰაერმა შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი და მრავალმხრივი ნიშანი – ტყუპები. ნიშნის მოქმედების პერიოდია 21 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით. ტყუპები ნათელი ექსტრავერტები არიან. მათ არ შეუძლიათ საზოგადოებასა და სამყაროსთან აქტიური კონტაქტის გარეშე. ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ცვლილებებისკენ არიან მიმართულნი. ისინი არ ეგუებიან ინერტულობას, რუტინას და ერთფეროვნებას.

          ,,ჰაეროვანი“ ინდივიდები გულუხვად არიან დაჯილდოებულნი ინტელექტით, მაგრამ არ გამოირჩევიან გამძლეობით და მოთმინებით. მათ სტილშია არ დაასრულონ თავიანთი წამოწყებები. ზედაპირული დამოკიდებულება წარმატების სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ტყუპებისთვის.

          გარშემომყოფთა დამოკიდებულება ტყუპების მიმართ ორაზროვანია. ადამიანებს მოსწონთ მათი მჭერმეტყველება და კომუნიკაციის სიმარტივე, მაგრამ ისეთი თვისებები როგორიცაა გადაჭარბებული არაორგანიზებულობა და ვალდებულებებისგან თავის არიდება, იწვევს გაღიზიანებას. რთულ ცხოვრებისეულ კონფლიქტებში ტყპები ხშირად ავლენენ  მეწვრილმანეობას, სიხარბეს და ეგოიზმს.

            ხასიათის გაუმჯობესებას, უსიამოვნებისგან დაცვას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს დამცავი ქვები – თილისმები.

 უნივერსალური თილისმები ტყუპებისთვის

            ასტოლოგიური ნიშნისთვის რომლის ძალებიც ზაფხულის ყვავილობის და სინათლის პერიოდში ვლინდება, უცხოა პომპეზური და პირქუში ქვები. მისი ამულეტები უნდა იყოს თბილი და მხიარული.

             აგატი – არსებობს რწმენა, რომ აგატს მოაქვს დღეგრძელობა. ნახევრად ძვირფასი მინერალი თავის თავში ინახავს შემოქმედებით წარმატების საიდუმლოებებს. ის ეხმარება ტყუპებს არ თქვან უარი თავიანთ მოწოდებაზე პირველივე წარუმატებლობის შემდეგ. ავითარებს მათში მიუწვდომელ თვისებებს – მოთმინებას და შეუპოვრობას. აგატი ძალებს აძლევს სუსტ და ავადმყოფ ადამიანებს. იცავს შურისა და ბოროტებისგან. რეკომინდირებულია თბილი ფერების მქონე მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი.           

            ალექსანდრიტი – ტყუპების ბუნებას ხშირად აკლია ხასიათის სიმტკიცე და ძალა. ამ თვისებების მიღებაში მათ ეხმარება ქრიზობერილის მინერალების ჯგუფი.

            ალექსანდრიტი ფლობს ფერის შეცვლის იდუმალ თვისებას. მწვანეა დღის შუქზე, ხოლო ხელოვნური განათებისას იასამნისფერი ხდება.

            ყვითელი ლაქები მის ზედაპირზე საფრთხის სიგნალია მფლობელის ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისთვის.

            ბივრილი – მოგზაურთა ამულეტი. წარმატებული კარიერის განსახიერება. სიძლიერის  და ენერგიულობის სიმბოლო. დადებითი ენერგიის გამტარი.

          ციტრინი – კონცენტრირების უუნარობა პრობლემებს უქმნის ტყუპებს სამუშაოსა და სწავლაში. ციატრონი ათავისუფლებს ამ ნაკლოვანებისგან.

            აზარტულ ადამიანებს ქვა იცავს დაუფიქრებელი და სარისკო ქმედებებისგან. როგორც ერთგული მეგობარი, ის ყოვეთვის თავისი მფლობელის მხარესაა.

            სარდიონი(სერდოლიკი) – ტყუპების ბევრი წარმომადგენელი დაჯილდოვებულია ლიტერატურული და მხატვრული ნიჭით. ნარიჯნისფერ-ყვითელი ან წითელი სარდიონი არის დამხმარე შემოქმედებაში.

            ეს მინერალი გამოიყენება მედიცინაში ფარისებრი ჯირკვლის, ნაწლავებისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ. სამკურნალო თვისებების საიდუმლო მდებარეობს ცალკეული ნიმუშების სუსტ რადიაქტიურობაში.

ტყუპების ამულეტები დაბადების თარიღის მიხედვით.

            თარიღების მიხედვით ტყუპებზე გავლენას ახდენს სამი პლანეტა: მარსი, იუპიტერი და მზე. 

            21.05-31.05 (იუპიტერი)

            პირველი დეკადის ტყუპებში თანაბრად არის განვითარებული ინტუიციური და ანალიტიკური აზროვნება. მთის ბროლი აძლიერებს აზროვნების პროცესებს. ყვითელი და წითელი ობსიდიანი ახდენს სამართლიანი თვითშეფასების ფორმირებას.

            რეკომენდირებულია მწვანე მინერალები, რომლებიც განსახიერებენ ერთგულებას, სიწმინდეს, თვითკონტროლს: მალაქიტი, ნეფრიტი, ამაზონიტი.

            01.05-21.06 (მარსი)

            მეორე დეკადაში დაბადებულთათვის მნიშვნელოვანია აგრესიული პლანეტის გავლენის შერბილება. ისეთი თვისებების შესუსტება, როგორიცაა ეგოიზმი, ფეთქებადობა, ზედმეტი დაჟინებულობა. ქარვა და მარგალიტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მოაქვს სულიერი წონასწორობა. (ბალანსი)

            მოუსვენარი ბუნების წარმომადგენელთათვის, რომლებიც მიისწრაფიან ცვლილებებისა და განახლებისკენ, მიზანშეწონილია ქრიზოპრაზის ტარება.

          11.06-21.06 (მზე)

            მზის რჩეულები ასხივებენ ოპტიმიზმს. ძალიან უყვართ ბავშვები. სხვა ტყუპებზე უკეთ მართავენ საკუთარ გრძნობებს, მაგრამ მათაც ემართებათ სიბრაზის გამონათება. მარგალიტი (გარდა შავისა), ტოპაზი, ზურმუხტი აშორებს სიძულვილს და ბრაზს. იგივე ფუნქციას ასრულებს ვარდისფერი და ყვითელი საფირონი-სიბრძნისა და სამართლიანობის სიმბოლო. ზურმუხტი და მარგალიტი ასევე იზიდავს ფულს. ყვითელი ტოპაზი ქალს ლამაზმანად აქცევს , კაცს კი ბრძენად.

          ქვების დამატებითი სია ტყუპებისთვის.

            ალმადინი – ,,სიხარულის ქვა„ (ჟოლოსფერი და ვარდისფერი ძოწის სახეობა)

            უვაროვიტი (მწვანე ძოწი) – დიდსულოვანი ადამიანების დამხმარე, ქურდებისა და შურიანებისგან დამცავი.

            როდონიტი – ვარდისფერი ქვა, ნიჭთა გამღვიძებელი.

            ამეთვისტო – ჰაერის სტიქია, მგზავრთა და სპორტსმენთა თილისმა, ბნელი გავლენებისგან დამცავი.

რომელი ქვების მიმართ უნდა გამოიჩინონ მეტი ყურადღება ტყუპებმა

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც ტყუპებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

აქვამარინი, წითელი ძოწი, თეთრი კახოლონგი, ჰემატიტი, ლაბრადორი, მწვანე იასპი, ლურჯი საფირონი, ცისფერი ტოპაზი.

როგორც ხედავთ, ტყუპებისთვის თილისმების კოლექცია უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია. ქვების ჯადოსნური თვისებების გასაძლიერებლად გასათვალისწინებელია შემდეგი ნიუანსები:

ურალის ქვებს სჭირდება ოქრო, ირანულს – ვერცხლი.

ციტრინის ტარება სასარგებლოა გულსაკიდის სახით, ალექსანდრიტის – ბეჭდით შუა თითზე, აგატის – მარცხენა ხელზე.

ლომის ქვები

ზოდიაქოს მეხუთე ნიშანი აქტიურია 23 ივლისიდან 23 აგვისტომდე. მმართველი პლანეტა – მზე,  სტიქია – ცეცხლი.

            ლომი გამორჩეულად მყარი ნიშანია, რომელიც მოკლებულია ნიუანსებს და ნახევარტონებს. მისი ხელგაშლილობა მფლანგველობამდეც კი მიდის, კეთილშობილობას საზღვარი არ აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობით: მის მიმართ უნდა გამოავლინონ აღფრთოვანება და უსიტყვო მორჩილება. ლომი დაუნდობლად მისდევს მტერს, მაგრამ როცა ამარცხებს, მაშინვე მზადაა მოწყალება გამოიჩინოს მის მიმართ.

            მათემატიკური აზროვნება, ლოგიკა, საოცარი შრომისუნარიანობა – ლომი იყენებს ყველა თავის საუკეთესო თვისებას დაუოკებელი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ნიშნის წარმომადგენლებს შორის არის ბევრი ცნობილი მეცნიერი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი და ბიზნესმენი.

            კაცი ლომები ავლენენ მაქსიმალურ მამაკაცურობას, ქალები – სრულყოფილ ქალურობას. კაცი ოჯახის პატრიარქი, ერთგული ქმარი და მზურნველი მამაა, რომელიც უზომოდ ანებივრებენ შვილებს.

            ქალი ლომის საყვარელი იმიჯია – უმაღლესი საზოგადოების წარმომადგენელი ქალბატონი. თაყვანს სცემს გარეგნულ დახვეწილობას და ბრწყინვალებას. თუ მდიდრული ბრილიანტების და ბეწვეულის სახსრები არ გააჩნია, მათ ბიუჯეტური შემცვლელებით ანაცვლებენ.

            კეთილშობილი ქვები გვეხმარება უარყოფით თვისებებთან ბრძოლაში, უმატებს ღირსებას, მოაქვს ბედნიერება და იღბალი.

მთავარი თილისმები ლომისთვის

            ნიშნის მოქმედების პერიოდი ემთხვევა ზაფხულის პიკს. მზე ავსებს ლომის ქვებს ნარინჯისფერი, ოქროსფერი, მწვანე და წითელი ელვარებით. ამულეტების კოლექცია ასევე შეიცავს მახლობელი შემოდგომის სიმბოლოებს – ძლევამოსილ მკაცრ მინერალებს. თილისმების ტარებისას ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ სეზონი, არამედ დღის პერიოდიც, ასევე სიტუაცია და საკუთარი განწყობა.

            ბრილიანტი – ძვირფასი ქვა, თითქოს შექმნილია სამეფო ნიშნის სტატუსის ხაზგასასმელად. ბრილიანტი ძალაუფლებისა და სიძლიერის სიმბოლოა. ის ეხმარება მფლობელს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებასა და სიბრაზის კონტროლში.

            ჰელიოდორი – მზის ქვა ,,ჰელიოდორი“ სასარგებლო გავლენას ახდენს ხელმძღვანელბზე, მეცნიერებზე და სტუდენტებზე. ის ამძაფრებს გონებრივ შესაძლებლობებს, აძლიერებს ცოდნისადმი ლტოლვას, აუმჯობესებს ორგანიზაციულ თვისებებს. ჰელიოდორის მაგია აძლევს მდედრ ლომებს ოჯახური ბედნიერების გასაღებს.

            ლალი – არის დამცავი საჯარო პროფესიის წამომადგენელთათვის, მაღალი რანგის ადმინისტრატორთათვის. არეგულირებს მფლობელის ენერგეტიკულ ბალანსს, ავსებს მას დადებითი ენერგიით და ანეიტრალებს ბნელი ძალების ზემოქმედებას.

            ტოპაზი – ლომები რჩეულნი არიან. ტოპაზი აძლევს მათ სიმშვიდეს და სულიერ წონაწორობას. ნიშნის ამბიციურ წარმომადგენლებს ის კარნახობს როგორ მოიპოვონ ხელმძღვანელობის სიმპათიები და გამოიცნონ არაკელთილმოსურნეთა მზაკვრული გეგმები.

            ტურმანილი – ათავისუფლებს შიშისგან, აქრობს საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების შეგრძნებას, ავითარებს შემოქმედებით შესაძლებლობებს.

            ქრიზოლიტი – ასრულებს ფსიქოანალიტიკოსის როლს. მფარველობს რამეზე დამოკიდებულებისგან. ხელს უწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახსა და სამსახურში. აქრობს უძილობას და მშფოთვარე აზრებს.

            ქარვა – გასხივოსნებული მინერალი ეფექტური დამცავია ლომის ნიშნისთვის. აჯილდოებს წარმატებით და დადებითი ემოციებით. იცავს შურიანი ადამიანებისგან, ხსნის დეპრესიას. აუმჯობესებს მდგომარეობას გულის დაავადებების დროს.

თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

          23 ივლისი – 1 აგვისტო

            სატურნის გავლენას შეუძლია ნიშნის წარმომადგენლის სასტიკ და დაუკებელ მტაცებლად გადაქცევა. ასეთი ადამიანი ძალაუფლებით არის შეპყრობილი და არავის არ უწევს ანგარიშს.

            პირველი დეკადის ლომის მინერალებია:

            მთის ბროლი და საფირონი (ლურჯის გარდა) – ერგება მფლობელის ენერგეტიკულ ველს, სტაბილიზაციას უწევს და არეგულირებს მას დადებითი მიმართულებით.

            ალექსანდრიტი და ონიქსი – თრგუნავს სიბრაზეს, ხელს უწყობს თვითკონტროლის შენარჩუნებას ქვეშევრდომებთან და ოჯახის წევრებთან კამათის დროს.

            2 აგვისტო – 12 აგვისტო

            იუპიტერი უბრუნებს ნიშანს გაანალიზების უნარს და თავშეკავებას. მეორე დეკადის ლომი ენთუზიაზმით ახორციელებს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პროექტებს. სნობიზმს შეუძლია ნეგატიური გავლენა იქონიოს მის ერთიან და კეთილშობილ იმიჯზე.

            ციტრინი – ეხმარება სხვადასხვა ადამიანებთან კონტაქტების დამყარებასა და გარშემომყოფთა უკეთ გაგებაში.

            ჟადეიტი, ნეფრიტი, სარდონიქსი – მათი ენერგეტიკა ხელს უწყობს საქმიან წამოწყებებს, მოაქვს ოჯახური ბედნიერება.

            13 აგვისტო-23 აგვისტო

            მარსი ანიჭებს მესამე დეკადის ლომებს მძლავრ სასიცოცხლო პოტენციალს და ძალაუფლების წყურვილს. ამ ადამიანებს მტკიცედ სწამთ, რომ მათ შეუძლიათ სამყაროს შეცვლა.

            რეკომენდირებული ამულეტებია:

            ყვითელი ბივრილი, ზურმუხტი – ანიჭებს სიბრძნეს და სიმშვიდეს, ათავისუფლებს აგრესიისგან.

            ნეფრიტი, ჟადეტი, სერდოლიკი – ეხმარება კონფლიქტური სიტუაციებიდან გონივრული გამოსავლის პოვნაში.

            დამატებითი თილისმები ლომის ნიშნისთვის: კვარცი, წითელი მარჯანი, მალაქიტი, ოპალი, პიროპი (წითელი ძოწი), პირიტი.

არასასურველი ქვები

აკრძალულმა მინერალებმა შესაძლოა ენერგია ჩამოართვან ნიშნის წარმომადგენლებს, გამოიწვიოს საბედისწერო შეცდომები და ფინანსური კრახი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც ლომებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

ავანტურინი, ალმადინი, ამეთვისტო, ფირუზი, ცისფერი ბივრილი და ტოპაზი, ჰემატიტი, მარგალიტი, ლაბრადორი, ობსიდიანი, როდონიტი, სერპენტინი, ქრიზოპრაზი, შავი ოპალი.

კირჩხიბის ქვები

კირჩხიბის ნიშნის მოქმედების პერიოდია 21 ივნისი-22 ივლისი. ნიშნის მთავარი მმართველი არის მთვარე. დეკადებიდან გამომდინარე გავლენას ახდენს იუპიტერი და ნეპტუნი. სტიქია-წყალი.

            კირჩხიბები არაჩვეულებრივი ინტელექტით არიან დაჯილდოებულნი. გარეგანი თავშეკავებულობის ფონზე მათ ახასიათებთ ფარული ემოციურობა. გულის სიღრმეში ისინი მგძნობიარე ადამიანები არიან, მიდრეკილნი თვითანალიზისკენ.

            ახალგაზრდობაში კირჩხიბები მეოცნებენი არიან, დიადი სიყვარულის პოვნით შეპყრობილნი. ზრდასრულ ასაკში ბევრი მათგანი სერიოზულად არის დაკავებული კარიერით და მაინც კირჩხიბების უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს ოჯახი. ისინი მოსიყვარულე მეუღლეები და სათუთი მშობლები არიან. ფსიქოლოგად დაბადებულნი, კირჩხიბები თითქოს შექმნილები არიან მეგობრებისა და ოჯახის წევრთა აღსარებების მოსასმენად. ნიშნის თავისებურება გამორჩეულად განვითარებული ინტუიციაა.

            კიდევ ერთი ტიპიური თვისება არის ეკომონიურობა. კირჩხიბებს შეუძლიათ გამოიზოგონ ფული ისე რომ არაფერი მოაკლონ საკუთარ თავს.

            სიყვარულისა და გაგების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა თავი იჩინოს ხასიათის უარყოფითმა თვისებებმა: პასიურობა, სულიერი სიცივე, განწყობის დაუსრულებელი ცვალებადობა, ზოგჯერ-ისტერია.

            აქტუალური დამცავი ქვების (თილისმების) შერჩევა დამოკიდებულია კირჩხიბის პიროვნულ მახასიათებლებზე.

უნიკალური თილისმები კირჩხიბისთვის

            როგორც წყლის სტიქიის განსახიერება, კირჩხიბი ეწინააღმდეგება ცეცხლს, ამიტომ მისთვის არაა სასურველი მუქი ყვითელი, ნარინჯისფერი, კაშკაშა წითელი და შავი მინერალები, რომელთაც შეუძლიათ დათრგუნონ ადამიანი თავისი ძლიერი ენერგეტიკით. ოპტიმალური ვარიანტებია: ცისფერი, ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, ღია ყვითელი.

           ზურმუხტი – მდიდრული მინერალი არის შემოქმედებითი ადამიანების ამულეტი, მას შეუძლია ფარული ნიჭის და ფილოსოფიისადმი ინტერესესის გაღვიძება.

            ზურმუხტი-მოგზაურების, მეზღვაურების, ბიზნესმენების მფარველია. ის არის მომავალი დედების დამცველი. ითვლება, რომ კეთილშობილ მინერალს მოაქვს მატერიალური კეთილდღეობა.

            ზურმუხტთან კონტაქტი სასარგებლოა კირჩხიბთა დაუცველი ფსიქიკისთვის. ძვირფასი ქვა ანიჭებს მათ სიხარულსა და სულიერ სიმშვიდეს.

            ჩაკეტილი ბუნების ადამიანებს ქვა ეხმარება სიხისტის დაძლევასა და ხალხთან კომუნიკაციის დამყარებაში.

          მარგალიტი – ქვა ასოცირდება დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასთან, საიმედო ქორწინებასთან. ქმნის შურის საწინააღმდეგო ძლიერ დაცვას . მარგალიტმა შესაძლოა დაკარგოს თავისი შესანიშნავი ბრწყინვალება, ამ შემთხვევაში ის აფრთხილებს მფლობელს მოსალოდნელი ავადმყოფობის შესახებ.

          მთვარის ქვა – ნახევრად გამჭირვალე მინერალი შთანთქავს მთვარის ენერგიას, ათავისუფლებს ადამიანს სავსე მთვარის ამაღელვებელი გავლენისგან. კირჩხიბისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენს.

მთვარის ქვა სასარგებლოა მათთვის, ვინც ეძებს სიყვარულს. მინერალი არბილებს მფლობელის ხასიათს, კარნახობს გონივრულ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან, ხელს უწყობს კარიერას.

          კატის თვალი – ასე ქვია მინერალს, რომელთა გარდასვლა მოგვაგონებს კატის გუგების იდუმალ ბრწყინვალებას. ქვის თვისებები სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს მიიპყროს გარშემომყოფთა ყურადღება, დაალაგოს ურთიერთობა კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. ხელს უწყობს კარიერულ წინსვლას და წარმატებას.

თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით

          21.06 01.07 (მთვარე)

            პირველი დეკადის წარმომადგენლები ნაზი და სენტიმენტალურნი არიან. ისინი ყველა შთაბეჭდილებას  გულის გავლით იღებენ. მათი ბუნება მოითხოვს ეფექტურ დაცვას ბნელი ენერგიისგან.

            აქვამარინი – ასტაბილურებს ნერვულ სისტემას, იცავს კირჩხიბს ყუილისა და ბოროტებისგან. მინერალის ამღვრევა გვატყობინებს მფლობელის სულიერ მელანქოლიას.

          ჰელიოტროპი (ქალცედონის ნაირსახეობა) – მისი  ენერგეტიკული ველი იძლევა სტრესისგან ძლიერ დაცვას.

            ცისფერი და ლურჯი საფირონი – ეხმარება ინერტულობის დაძლევასა და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნაში. ამ ძვრიფასი ქვების მფლობელნი გამძაფრებულად გრძნობენ სხვის ტყულსა და სიყალბეს.

          მთის ბროლი – აძლიერებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ძალას.

          02.07-11.07 (იუპიტერი)

            მეორე დეკადის კირჩხიბებს ახასიათებთ ცოდნის წყურვილი. ისინი იკავებენ აქტიურ ცხოვრებისეულ პოზოციას, არიან ამბიციურები, უყვართ ძალაუფლება. სირთულეები მათ არ აშინებთ. უარყოფითი თვისება-ცინიზმი.

            ქრიზოპრაზი – ხელს უწყობს ახალი წამოწყებების განხორციელებაში. წარმატებებს მოუტანს მკვლევარებს. იზიდავს ფულს. ეხმარება ახალი მეგობრების შეძენაში.

            ქრიზოლიტი – საეჭვო ფინანსურ მაქინაციებს კირჩხიბისთვის მოაქვს მხოლოდ მწუხარება და იმედგაცრუება. ულამაზესი მწვანე მინერალი იცავს თავის მფლობელს უგუნური ქმედების ჩადენისგან.

          ამაზონიტი – მამაცი, თავდაჯერებული ადამიანების თილისმა. გაძლევთ საშუალებას შეინარჩუნოთ ახალგაზრდული სული ზრდასრულ ასაკში.

          ტოპაზი – ეხმარება ბიზნესში.

          12.07-22.07 (ნეპტუნი)

            მესამე დეკადის წარმომადგენლები არიან ოჯახისა და მეგობრების მცველები. მათ შორის ბევრია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებები-მწერლები და მხატვრები.

            დამახასიათებელი თვისება უჩვეულოდ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა.

            ნეფრიტი / ჟადეტი – ჟადეტი ნეფრიტის ნაირსახეობაა. ორივე ქვა დაჯილდოებულია ანალოგიური თვისებებით. ეს  სრულყოფილების სიმბოლოა, რომლისკენაც ასე ისწრაფვიან მესამე დეკადის კირჩხიბები.

            ქარვა – მზის მინერალი შთაგონების წყაროა კრეატიული ადამიანებისთვის.

            ლაზურიტი – როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეხსიერება ძლიერ გავლენას ახდენს კირჩხიბებზე, მინერალი ათავისუფლებს ადამიანს მძიმე მოგონებებისგან.

          ჰელიოდორი – გამჭირვალე, ყვითელი ბერილი აძლიერებს გამჭრიახობას, ათავისუფლებს პესიმიზმისგან.

არასასურველი ქვები

            მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც კირჩხიბებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

წითელი იასპი, ცირკონი, ობსიდიანი, წითელი ძოწი, ონიქსი, ალმადინი, სერდოლიკი, ოპალი, ალმასი, ყვითელი საფირონი, წითელი და ნარინჯისფერი აგატი.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კირჩხიბებს  8-10  ბუნებრივი მინერალი უნდა ჰქონდეთ. ქვების არჩევისას აუცილებელია საკუთარი მოსაზრებების გათვალისწინება. მხოლოდ მაშინ გახდებიან სამკაულები თქვენი მეგობრები და მფარველები.