მეორე ზოდიაქოს ნიშანი მოქმედებს 21 აპრილიდან 21 მაისამდე. კუროს პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ვენერა და მთვარე.
კუროსთვის გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საღი აზრი. ისინი გამოირჩევიან გაზრდილი ინტერესით საპირისპირო სქესის მიმართ, მაგრამ ამავე დროს მყარად დგანან მიწაზე, არიან პრაქტიკულები. ნიშნის წარმომადგენლები ძალიან აფასებენ საკუთარ სახლს, ისწრაფვიან მის შევსებას ლამაზი ნივტებითა და კომფორტით. კუროებმა იციან ფულის გამომუშავება, მიისწრაფვიან მაღალი სოციალური სტატუსისკენ.
მამრები ზოგჯერ სიჯიუტეს იჩენენ. ამავდროულად რბილი ხასიათის გამო მათ უჭირთ წინააღმდეგობა გაუწიონ უფრო ძლიერ ნიშნებს.
ბუნებრივი მინერალები დაგეხმარებათ მოიპოვოთ თავდაჯერებულობა და წარმატებით განახორციელოთ ცხოვრებისეული მიზნები. ენერგიის ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვისთვის ასტროლოგები ურჩევენ კუროს იქონიოს 8 სხვადასხვა დანიშნულების ქვა.
უნივერსალური თილისმები კუროსთვის
ზურმუხტი – დიდებული, მწვანე ძვირფასი ქვა სიბრძნის განსახიერებაა. უძველესი დროიდან იგი ითვლებოდა დამცველად ყველა მწუხარებისა და ნეგატიური გავლენებისგან.
ზურმუხტი აძლიერებს მეხსიერებას, აქრობს მელანქოლიას. ის ასტიმულირებს მეცნიერული კვლევებისა და ფილოსოფიური აღმოჩენების შესაძლებლობას.
ქვა იძლევა სიცოცხლის სიხარულს, აძლიერებს სიყვარულს.
ძვირფასი მინერალის ჯადოსნური თვისებები თავს იჩენს მხოლოდ სულიერი სისუფთავის ფონზე. თუ ზურმუხტის პატრონი ბნელი ფიქრებით და ბოროტი გრძნობებით არის შეპყრობილი, ქვა მისი მტერი გახდება.
ქრიზოპრაზი – ქვის ენერგია ეხმარება კუროს ინერტულობის დაძლევაში, ანიჭებს თავდაჯერებულობას, საჭირო გამბედაობას ახალი წამოწყებებისა და ცვლილებებისთვის.
ქრიზოპრაზი ფლობს სამკურნალო თვისებებს: აძლიერებს მხედველობას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესეს ნივთიერებათა ცვლას, ამსუბუქებს რევმატიულ ტკივილებს. მისი გავლენით კანი უფრო ელასტიური და გლუვი ხდება. მას, ვინც ატარებს ქრიზოპრაზის სამაჯურს მარცხენა ხელზე, ქვა დაიცავს ნერვული დაავადებებისგან.
აგატი – ეს ნახევრად ძვირფასი ქვა მჭერმეტყველების სიმბოლოა, გარდა ამისა, ის თავის მფლობელს ანიჭებს მატერიალურ კეთილდღეობას და დიდხანს სიცოცხლეს.
ღია შეფერილობის აგატები – თეთრი, ლურჯი, ნაცრისფერი – აძლიერებს პიროვნების ნათელ თვისებებს. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალური ჯანმრთელობისა და ოჯახური სიძლიერისთვის.
შავი აგატი მამაკაცური ამულეტია. ის დაიცავს პატრონს ბნელი ძალებისგან, შესძენს დამაჯერებლობას მის სიტყვებს და ქმედებებს. ქვის ეს თვისებები გამოდგება კარიერულ კიბეზე აღმავლობისთვის.
ფირუზი – ფირუზის სამკაული თილისმაა მიზანდასახული ბუნების მქონე და მიზნის მიღწევაში დაჯინებული პიროვნებებისთვის. მინერალი ეხმარება კუროს სარისკო სიტუაციებში.
ითვლება, რომ ფირუზი იზიდავს ფულს.
ქვა ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოა, ის იდეალური თილისმაა გოგონებისთვის.
კუროს შინაგან სამყაროსთან ჰარმონიულია როგორც ცისფერი ისე მწვანე ფირუზი.
მალაქიტი – მწვანე მინერალი ძლიერ ფასობს მფლობელისკენ მიმართული ბოროტების შთანთქმის უნარის გამო.
ის ათავისუფლებს ადამიანს წყენისგან და ბნელი ფიქრებისგან. სასარგებლოა პანკრეასის და გულის პათოლოგიების დროს. იცავს რადიაციისგან. ასტიმულირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯირკვლების – ეპიფიზისა და ჰიპოფიზის მუშაობას.
კუროს ამულეტების არჩევა დაბადების თარიღის მიხედვით
25.04 – 01.05 (ვენერა)
ვენერიანელები ბუნებით ესთეტები არიან. მათთვის დამახასიათებელია დახვეწილი ნივთების მიმართ გატაცება. კუროს ნიშნის ბუნებრივი სტიქიის, მიწის გავლენით ადამიანი შეიძლება გახდეს ზედმეტად მატერიალისტი.
სულიერი ნაკლებობის შევსებაში დაგეხმარებათ საფირონი – ამაღელვებელი თვისებების სიმბოლო.
02.05 – 11.05 (მერკური)
მეორე დეკადის კუროებისთვის დამახასიათებელია უკიდურესი გადაუწყვეტელობა, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.ნაკლის გამოსწორებაში დაგეხმარებათ არაბული ონიქსი. ზოლიანი ქვა სიმტკიცეს მისცემს ხასიათს, გასწავლით საკუთარი აზრის დაცვას.
ხანდახან ამ ჯგუფის კუროები გამოირჩევიან ზედმეტად კრიტიკული გონებით. ცინიკური ბუნების მქონეს, გულწრფელი და სუფთა სიყვარულით დააჯილდოვებს აქვამარინი.
12.05 – 21.05 (სატურნი)
პესიმიზმამდე მისული სერიოზულობა სიბნელეში აცხოვრებს მესამე დეკადის წარმომადგენლებს. ცისფერი ტოპაზი დაუბრუნებს კუროს ცხოვრების სიხარულს, დაეხმარება შფოთვის და შიშის დაძლევაში.
ქვების შერჩევა ფერის მიხედვით
კეთილ გავლენას ახდენს მწვანე და ცისფერი მინერალები. ზემოაღნიშნული თილისმების ჩამონათვალს შეიძლება დავამატოთ:
ამაზონიტი – მოცისფრო-მომწვანო ქვას შეუძლია შთააგონოს ასაკიანი ადამიანები ახალგაზრდობის იმპულსებით.
ლაზურიტი – მეგობრობის, წარმატების და მატერიალური უზრუნველყოფის თილისმაა. აქვს მოცისფრო – მოლურჯო ფერი.
ბრილიანტი – სიმტკიცის და სიძლიერის ნიშანი. აქტუალურია რბილი ნატურისთვის.
მთის ბროლი – აუმჯობესებს მეტყველებას და გონებრივ შესაძლებლობებს, აძლიერებს ადამიანის ჯანმრთელობას და სულიერ ძალას.
თეთრი კახოლონგი (ოპალის ნაირსახეობა) – ძლიერი ოჯახის სიმბოლო.
მთვარის ქვა – ამ დასახელებას იყენებენ მოვერცხლისფრო – მოცისფრო და მოთეთრო – მონაცრისფრო ფერის ქვებისთვის. მათ შორისაა ბელომორიტი და ადულარი.
რომელი ქვების მიმართ უნდა გამოიჩინონ მეტი ყურადღება კუროებმა
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც კუროებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:
სერპერტინი, ჰემატიტი, ლალი, შავი ონიქსი, ამეთვისტო, შავი ობსიდიანი, წითელი იასპი.
დასასრულს რამდენიმე სიტყვა სამკაულის გაფორმებასთან დაკავშირებით. ზურმუხტს სჭირდება ოქროს დეტალები, ფირუზს – ვერცხლი, აგატს და ოპალს – სპილენძი.
ითვლება, რომ ამ წესის დაცვა შესაძლებლობას მისცემს თილისმების ჯადოსნურ თვისებებს, რომ გაიხსნან განსაკუთრებული ძალით.