თევზების ქვები

თევზების ნიშანი ზოდიაქოს წრის ჩამკეტია. მათი მოქმედების პერიოდი ვრცელდება 20 თებერვლიდან 21 მარტამდე. ბუნებრივი ელემენტია წყალი, მმართველი პლანეტა – ნეპტუნი.

            თევზების გამორჩეული თვისებაა განვითარებული სულიერი საწყისი. ისინი არიან მეოცნებეები და იდეალისტები, ბუნების დამფასებლები. ნიშნის წარმომადგენლები გულუხვად არიან დაჯილდოვებულნი იუმორის გრძნობით. ისინი არიან კომუნიკაბელურები და მეგობრულები, შემწყნარებლები სხვისი შეცდომების მიმართ. თევზებს შორის ბევრია დავდადებული პიროვნება, რომლებიც თავის თავს მთლიანად უძღვნიან ოჯახს და მეგობრებს. სხვისი უბედურება მეტ ტანჯვას აყენებს მათ, ვიდრე საკუთარი.

            თევზების ცხოვრებას ართულებს ნებისყოფის ნაკლებობა, კომპრომისისკენ მიდრეკილება და გადაჭარბებული მორჩილება.

            მიუხედავად მათი თანდაყოლილი სირბილისა, თევზები არ არიან  მარტივი პარტნიორები ოჯახურ ცხოვრებაში. ყოველდღიური უმწეობის გამო ზოგიერთი მაათგანი ბავშვობიდან სწავლობს სხვა ადამიანებით მანიპულირებას. ფულის შოვნის უნარის არ ქონის გამო ისინი თანხმდებიან სარფიან ქორწინებებს.

            პრობლემების გამომწვევი მიზეზი სუსტი ენერგეტიკაა. პასიურობა და მოთენთილობა ხელს უშლის თევზებს გაუმკლავდეს თუნდაც უმნიშვნელო ყოველდღიურ პრობლემებს.

            ენერგიის ნაკლებობის შევსებას და პრობლემური სფეროების გამოსწორებას ხელს უწყობს ჰოროსკოპის მიხედვით შერჩეული ქვები.

            ასტროლოგები ურჩევენ თევზებს მუდმივად ატარონ დამცავი ქვები – თილისმები. მათი კოლექცია უნდა შეიცავდეს მინიმუმ 12 ეგზემპლიარს.

მთავარი დამცავი ქვები თევზებისთვის

            ნიშნის მოქმედების პერიოდი ადრიანი გაზაფხულია, როცა ცის თვალისმომჭრელი სილურჯე გაზავებულია თეთრი ღრუბლებით. როგორც ჩანს თევზების ქვები ასახავს გაზაფხულის სიცივეს. მათ შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაშია რძისფერი, იასამნისფერი, ლურჯი, მწვანე, ღია-იისფერი ფერები.

            აქვამარინი – აძლიერებს ცხოვრებისეულ აქტიურობას, აღადგენს სულიერ სიმშვიდეს, არბილებს ბრაზს. ის სასარგებლოა ინერტული თევზებისთვის. აქვამარინი ასევე იზიდავს სიყვარულს და ფულს.

            ამეთვისტო – ანიჭებს წარმატებას, მოაქვს მშვიდობა ოჯახში. აშორებს თევზებს განწყობის ცვალებადობას და მუხტავს დადებითი ენერგიით. ამეთვისტო არბილებს სასიყვარულო წარუმატებლობის სიმწარეს და ხელს უწყობს ახალი გრძნობის გაჩენას. მაგრამ მას აქვს ერთი მზაკვრული თვისება, საჩუქრად მირთმეულ ამეთვისტოს შეუძლია აიძულოს მჩუქებლის შეყვარება და  ძველი სიყვარულის ღალატი.

            გიშერი – რადიკალურად განსხვავდება ფერით თევზების სხვა თილისმებისგან – ის შავია. გიშერი განასახიერებს ღამის საიდუმლოებებს, იცავს ნერვულ, მგრძნობიარე ინდივიდებს ბნელი სიზმრებისგან, აქრობს აუხსნელ შიშებს, თავის სიშავეში აქრობს მფლობელისკენ მიმართულ ყოველგვარ ბოროტებას.

            მარგალიტი – ნამდვილი სიყვარულის სიმბოლო. თევზებისთვის მოაქვს ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლე. ბეჭედი მარგალიტით არის დამცავი ქურდებისა და თაღლითებისგან. ქვის გამუქება მიანიშნებს მის მფლობელში ფარული დაავადების განვითარებაზე.

            მთვარის ქვა – შავ გიშერთან ერთად  ტანდემში მოცისფრო-მოვერცხლისფრო ადულარი იცავს თევზების ძილს და ხელს უწყობს სიმშვიდის შენარჩუნებას სტრესულ სიტუაციაში. მთვარის ქვა იზიდავს ფულს.  მაგრამ  მისი ტარება არ შეიძლება  მუდმივად, მინერალი აქვეითებს რეაქციას საფრთხის დროს.

ოპალი – თევზებისთვის დამახასიათებელია რეალობის შელამაზება. ქვა იცავს მათ შურიანი ადამიანებისგან, თაღლითებისა და მატყუარებისგან. ის სიმტკიცეს ანიჭებს სუსტებს. ცვალებადი ფერის გამო ოპალი ასოცირდება არასტაბილურობასთან, მაგრამ თევზებისთვის მას მოაქვს კეთილდღეობა და ამაღლებული სიყვარული. ნიშნის წარმომადგენლებს შორის ბევრია შემოქმედებითი ადამიანი. ქვა აძლიერებს მათ ნიჭს და შობს შთაგონებას.

თილისმის არჩევა დაბადების თარიღის მიხედვით

მფარველი პლანეტები ანიჭებენ ადამიანებს თავიანთ თავისებურებებს. ქვების არჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ დაბადების თარიღი.

20 თებერვალი – 1 მარტი

ამ პერიოდში იბადებიან პოეტები, რომანტიკოსები და ცვლილებების მოყვარულნი. სატურნის გავლენას გადაჰყავს ისინი ცხოვრების რეალობიდან სიზმრების სამყაროში. ასეთი პიროვნებებისთვის სასარგებლოა თილისმების ნაკრებში შემდეგი მინერალების დამატება:

ავანტურინი – კრეატიულობისა და გონების სიცხადის სიმბოლო.

ლურჯი საფირონი – განასახიერებს სიბრძნეს და ინტელექტს, ეხმარება სიზარმაცის გადალახვაში, აძლიერებს სიცრუის მიმართ მგრძნობელობას.

ზურმუხტი – აძლიერებს ინტერესს ჰუმანიტარული საგნების მიმართ, აუმჯობესებს მეხსიერებას.

2 მარტი – 11 მარტი

იუპიტერის დაქვემდებარებაში მყოფნი ოცნებობენ სხვების მიერ თავიანთი დამსახურებების ღირსეულ შეფასებაზე. მათი დამატებითი თილისმებია:

ჰელიოტროპი – ეფექტურად იცავს შურისგან და სხვა ნეგატივებისგან.

მარჯანი – ეხმარება ოცნებების რეალიზებაში.

ქრიზოლიტი – იცავს უგუნური ქმედებებისგან, აძლევს თავდაჯერებულობას.

12 მარტი – 20 მარტი

მესამე დეკადა ექვემდებარება მარსს. ამ პერიოდის წარმომადგენლები მხიარულები, კომუნიკაბელურები არიან, ამავდროულად ჭირვეულები და ფეთქებადები.  ძირითად ქვებთან ერთად მათთვის რეკომენდირებულია:

ალექსანდრიტი – დღეგრძელობის, ბედნიერების და კეთილდღეობის ქვა, აწონასწორებს ემოციებს.

ქრიზოპრაზი – იზიდავს გარშემომყოფთა სიმპათიას, ხელს უწყობს ახალ წამოწყებებს. აშორებს კოშმარებს.

ქვების დამატებითი სია თევზებისთვის:

აგატი (ლურჯი), ბივრილი, მთის ბროლი, ტოპაზი (ლურჯი და უფერო), ტურმალინი, მწვანე ძოწი, სპინელი.

თევზებისთვის სახიფათო ქვები

          თევზები მგრძნობიარე ნიშანია. აქტიური და ენერგიული ქვები მათთვის უკუჩვენებაშია. ნათელ-წითელ და მუქ ფერებს შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც თევზებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:

            ჰემატიტი, სერპერტინი, ლალი, სერდოლიკი, ცირკონი, იასპი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *