ქალწულის ქვები

ზოდიაქოს მეექვსე ნიშნის მოქმედების პერიოდია 24 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე. მმართველი პლანეტა – მერკური. სტიქია – მიწა. ინტელექტუალური მერკურის მეურვეობით, ქალწულები, თითქოს იბადებიან იმისთვის, რომ ისწავლონ. მათ შეუძლიათ წარმოუდგენელი რაოდენობის ინფორმაციის გათავისება, გონებრივი დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერება ქალწულების სტიქიაა, თუმცა, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში ისინი ისწრაფვიან საუკეთესო შედეგებისკენ.

            ნიშნის მდედრობით წარმომადგენლებს გააჩნიათ მიზიდულობის უნარი. როგორც წესი, ისინი დაჯილდოვებულნი არიან სილამაზით, აქვთ თანაბრად დაბალანსებული, მშვიდი ხასიათი. ქალწულის გარეგნული გულგრილობა ხანდახან აბნევს მის პარტნიორს.  ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დროით მისი წასვლა, მაგრამ დიდი ალბათობით ისევ დაბრუნდება, რადგანაც ქალწული შეუდარებელი ცოლი, დედა და დიასახლისია. ხშირად ის ხდება ოჯახის ლიდერი.

            მამაკაცი ქალწულები თავიანთ სატრფოებს ატყვევებენ არა ვნებიანი თავდასხმებით, არამედ სინაზით და დელიკატურობით. მათში ძლიერაა განვითარებული მოვალეობის გრძნობა ოჯახის მიმართ. ნიშნის წარმომადგენელი მზრუნველი მამა და უპრეტენზიო ქმარია. ის ცდილობს უზრუნველყოს ოჯახი. მაგრამ ეს ყველაფერი საპასუხო ყურადღების შემთხვევაში. ღალატი ან გულგრილილობა რადიკალურად ცვლის მის ხასიათს უარესობისკენ.

            თილისმების არჩევისას ქალწულმა უნდა იხელმძღვანელოს არა იმდენად მაგიური ტრადიციებით, რამდენადაც საღი აზრით და ცხოვრებისეული რეალობებით.

ძირითადი თილისმები ქალწულებისთვის

            ბუნებრივი მინერალები უნდა შეესაბამებოდეს სიტუაციას, ქალწულის იმიჯს და სამოსის ფერს. როგორც გადამეტებული სიკაშკაშეს, ასევე პირქუში ფერის მინერალები უცხოა ნიშნის ბუნებისთვის. თილისმები უნდა განაწილდეს  სეზონის მიხედვით: ზაფხულს შეესაბამება ნათელი ფერები, ზამთარს – წითელი და ლურჯი, შემოდგომას და გაზაფხულს – ნარინჯისფერი და მწვანე.

            ავანტურინი – ამძაფრებს გრძნობებს. ანიჭებს ცხოვრების ხალისს, ენერგიულ განწყობას და ნათელ აზროვნებას. განასახიერებს სიყვარულის მშვენიერებას.

            მარგალიტი – ამშვიდებს. არბილებს ხასიათის სიმძიმეს, მოაქვს ფინანსური კეთილდღეობა, თუმცა მარგალიტი სასარგებლოა მხოლოდ ძლიერი პიროვნებებისთვის, სუსტებს ის თრგუნავს.

            ნეფრიტი, ჯადეიტი  – ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ნეფრიტის მაგია ხელს უწყობს წარმატებას ბიზნესში. ამასთან ერთად, მინერალს გააჩნია მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებები.

            ონიქსი – ავსებს სასიცოცხლო ენერგიით. იცავს სტრესისა და დეპრესიისგან.

            ვეფხვის თვალი – ათავისუფლებს უმიზეზო ეჭვიანობისგან. ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში. ბედნიერება მოაქვს მხოლოდ კეთილგანწყობილი, გულწრფელი ადამიანებისთვის.

            ქრიზოლიტი – აშორებს ზედმეტ კატეგორიულობას. აუმჯობესებს ქალწულის ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან.

            იასპი – ქალწულის წარმატებულ კარიერას შეიძლება ხელი შეუშალოს მისმა ამორფულობას. იასპი ავითარებს თავდაჯერებულობას და საქმიან გამჭრიახობას (ალღოს).

თილისმის შერჩევა დაბადების თარიღის მიხედვით

            24 აგვისტო – 2 სექტემბერი

            თვითრეალიზაციისკენ მისწრაფების სურვილი ჰარმონიულად არის შერწყმული პირველი დეკადის ქალწულებში. მათ შეუძლიათ ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი ბუნებრივი პოტენციალი. სასარგებლო მინერალებია:

            აგატი (ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი), ადულარი (მთვარის ქვა), მთის ბროლი    აძლიერებს დადებით ენერგიას და ანეიტრალებს ბნელ გავლენას.

            ამეთვისტო, ლაზურიტი მოაქვს იღბალი, ამშვიდებს.

            3 სექტემბერი – 12 სექტემბერი

            მეორე დეკადის წარმომადგენლები გარეგნულად შეუმჩნეველნი, სულით დაუცველნი, უყვარდებათ ერთხელ და სამუდამოდ. მზად არიან დაუზოგავად იმუშაონ მოკრძალებული ანაზღაურების სანაცვლოდ. ყველაფერში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან. გარშემომყოფნი ხსირად ვერ ამჩნევენ მათ ღირსებებს.

            ჟადეიტი, ქალცედონი, ციტრინი იძლევა ძლიერ ემოციურ და ენერგეტიკულ მუხტს.

            ჰელიოტროპი, ონიქსი – ეხმარება კომპლექსების დაძლევაში.

            13 სექტემბერი – 23 სექტემბერი

            ამ პერიოდში იბადებიან ანალიტიკოსები. უამრავი ვარიანტიდან ისინი მხოლოდ საუკეთესოს ირჩევენ. მესამე დეკადის ქალწულები მზად არიან დაკავდნენ საყვარელი საქმით 24 საათის განმავლობაში. მათ შეესაბამებათ შემდეგი მინერალები:

            ძოწი, ტოპაზი – გახსნის ცხოვრებისეულ სიხარულს, რომელიც არაა კავშირში სამუშაოსთან.

            ზურმუხტი, საფირონი, ტურმალინი – აძლიერებს შემოქმედებითობას და თავდაჯერებულობას.

            დამატებითი თილისმების სია:

ალექსანდრიტი, ბივრილი, ბრილიანტი, პირიტი, ლალი, სარდონიკსი, სერდოლიკი, უვაროვიტი, ქრიზოპრაზი, ქარვა.

            ქალწულისთვის არასასურველი ქვები:

            არაბული ონიქსი, თეთრი და შავი მარგალიტი, ფირუზი, ჰემატიტი, ცისფერი აგატი, ლაბრადორი, ობსიდიანი, პიროპი (მეწამული ძოწი), სერპენტინი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *