ზოდიაქოს მერვე ნიშნის მოქმედების პერიოდია 24 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე. მას მართავს გავარვარებული მარსი და შორეული პლუტონი. ბუნებრივი ელემენტი – წყალი.
მორიელი იდუმალი ნიშანია. მისი აქტიურობის პერიოდში იბადებიან გენიოსები და სულელები, გმირები და მიწიერ ვნებათა მონები, რეალისტები და მისტიკოსები. მარსი ანიჭებს მათ სიჯიუტეს, აგრესიულობას და გადაჭარბებულ სექსუალურობას. პლუტონი უმხელს მათ ყოფის ღრმა საიდუმლოებებს, რასაც ხშირად მიჰყავს საკუთარ თავთან გულშემზარავ ბრძოლამდე. ყველაზე ინფანტილური გარეგნობის მქონე არსების შიგნით, ყოველთვის იწვის საშიში ცეცხლი. ეშმაკისეული გამჭრიახობით პლუტონის რჩეული გამოიცნობს სხვების აზრებს, მაგრამ არავინ იცის, თუ რას ფიქრობს თავად. სიცოცხლის მიმართ განსაკუთრებული გემოვნებით დაჯილდოვებული, მორიელი, ფენიქსის მსგავსად, ყოველთვის აღდგება ფერფლიდან ყველაზე დამანგრეველი კატასტროფის შემდეგ.
მამაკაცი მორიელები ინდივიდუალისტები არიან. ეყრდნობიან მხოლოდ საკუთარ თავს. შეპყრობილნი არიან ძალაუფლების წყურვილით. არასოდეს გამოტოვებენ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
ზოდიაქოს მერვე ნიშნის ქვეშ იბადებიან საბედისწერო სილამაზის მქონე ლამაზმანები. მამაკაცებს სიგიჟემდე უყვარდებათ ისინი და მონურად ეთაყვანებიან. ასეთი ჯადოქრების გამო ოჯახები და კარიერები ინგრევა, მაგრამ ქორწინებაში შეგიძლიათ მათზე დაყრდნობა. მორიელ ქალებს არ აშინებთ სირთულეები, მათ შორის ბევრი მრავალშვილიანი დედაა. ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ ქმრებს თავიანთ ამბიციურ მისწრაფებებში და თავადაც ხშირად იკავებენ მაღალ თანამდებობებს.
მაღალგანვითარებულ მორიელებს შეუძლიათ დათრგუნონ მათში არსებული ბნელი ვნებები: შური, სიხარბე, ეჭვიანობა, ეგოიზმი. ბევრი მათგანი კეთილშობილი ადამიანები, წარმატებული პროფესიონალები, ნათელი ლიდერები, საყვარელი ადამიანებისთვის საიმედო მხარდამჭერები არიან.
ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით შერჩეული თილისმები ხელს უწყობს მათი მძლავრი ენერგიის პოზიტიური მიმართულებით წარმართვას. ქვების კოლექცია უნდა შედგებოდეს 6-8 სხვადასხვა ფერის მინერალებისგან.
ძირითადი დამცავი თილისმები მორიელისთვის
ნიშნისთვის შესაფერისია მინერალები, რომლებიც ტრადიციულად საშიშად ითვლება. ესენია მუქი შეფერილობის მინერალები: ლურჯი, წითელი, იასამნისფერი, შავი. მორიელისთვის სასარგებლოა ასევე წყლის სტიქიის ქვებიც.
აქვამარინი – ოჯახური ბედნიერების დამცველი, სიყვარულისა და პატივისცემის სიმბოლო. შობს მფლობელის სულში გულწრფელ მადლიერებას მჩუქებლის მიმართ.
ჰემატიტი – ამცირებს მორიელის უკონტროლო ენერგიას, მათ შორის სექსუალურს. მუდმივი კონტაქტი ჰემატიტთან ნიშნის წარმომადგენლებს ასწავლის იყოს მომთმენი და მოსიყვარულე ოჯახის წევრებთან, უკეთ გაუგოს კოლეგებს.
ძოწი – მისი წითელი და შავი ფერები აძლიერებს მფლობელის მიმზიდველობას. ძოწი სიყვარულის, მეგობრობის და მადლიერების სიმბოლოა. მისი მაგია მომავლის მოვლენების წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა.
მარჯანი – მორიელი ექვემდებარება პირქუშ განწყობას. მისი გაღიზიანება ხშირად საკუთარი თავისკენ არის მიმართული. წითელი, ლურჯი და შავი მარჯანი იხსნის მფლობელს დეპრესიის ტყვეობიდან, დაიცავს დასანანი შეცდომებისგან.
ოპალი – აწონასწორებს ურთიერთობებს ქორწინებაში, გამორიცხავს ეჭვიანობაზე დაფუძნებულ სკანდალებს. მორიელის პარტნიორს ხშირად აკლია ყურადღება და სინაზე, ოპალი გამოასწორებს ამ დანაკლისს.
ლალი – ეს არის გამარჯვებულ მამაკაცთა თილისმა. მოაქვს წარმატება დიდ ბიზნესსა და პოლიტიკაში. ასწავლის ნიშნის წარმომადგენლებს, არ შეეპაროთ ეჭვი საკუთარ თავში. ათავისუფლებს ამპარტავნებისგან.
ლურჯი საფირონი – მორიელისთვის რთულია მძიმე მოგონებებისგან გათავისუფლება. მას ძალუძს უამრავჯერ ,,გადაახვიოს” წყენა და უსიამოვნო სიტუაციები. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია საფირონი. ქალბატონებისთვის ამ ძვირფას ქვას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. ის მათ ხდის უფრო დამთმობს, აშორებს უნდობლობასა და შემაშფოთებელ წინათგრძნობას.
მორიელის თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით
24 ოქტომბერი – 3 ნოემბერი
პირველი დეკადის მორიელთა ნაკლოვანებებია: სიჯიუტე, ქედმაღლობა, მბრძანებლობის ჩვევა. ენერგიის არაგონიერი ხარჯვა იწვევს ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობას. მდგომარეობის გამოსწორებაში მათ დაეხმარება მყარი, გამჭვირვალე მინერალები:
ამეთვისტო, ბრილიანტი, მთის ბროლი.
4 ნოემბერი – 13 ნოემბერი
მეორე დეკადის მორიელები სულგრძელები, გამბედავები, გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. ისინი მიისწრაფვიან მიზნისკენ და არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. წარუმატებლობას მათთვის მოაქვს სასოწარკვეთილება და დაუნდობელი თვითკრიტიკა. ამ ადამიანებს სულიერ ჰარმონიას მოჰგვრის სწორად შერჩეული თილისმები:
ფირუზი, სერპენტინი, კატის თვალი, ტურმალინი.
14 ნოემბერი – 22 ნოემბერი
მესამე დეკადის წარმომადგენლები მოსიყვარულე, ნიჭიერი და შემოქმედებითი პიროვნებები არიან. მათ იდუმალ და რთულ შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაში მოდის შემდეგი ქვები:
ალექსანდრიტი, ბივრილი, ჰელიოდორი.
თილისმების დამატებითი სია მორიელისთვის:
ლაბრადორი, ლაზურიტი, ობსიდიანი, შავი ონიქსი, პიროპი, სერდოლიკი, ქრიზოპრაზი.
არასასურველი ქვები
მარგალიტი – მოაქვს სტაგნაცია იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სჭირდებათ ნათელი ემოციები და სიცოცხლის დინამიკა. მოწყენილობამ და რუტინამ შესაძლოა მორიელი საეჭვო ავანტიურების გზაზე დააყენოს. გარდა ამისა, მარგალიტს შეუძლია შემოქმედებით ადამიანს შთაგონება ჩამოართვას, მოახდინოს სასიყვარულო ურთიერთობების გაწყვეტის პროვოცირება.
ციტრინი – იწვევს ინტერესს აკრძალული სიამოვნების მიმართ (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, ექტრემალური სპორტი).
ქარვა – ისევე როგორც ყველა ყვითელი ქვა, იკვებება მორიელის ენერგიით, სანაცვლოდ არაფერს არ იძლევა. მასთან კონტაქტისას ნიშნის წარმომადგენელს ემუქრება საკუთარი ძალების დაკარგვა, აპატიაში ჩავარდნა.
ნიშნისთვის მავნე ქვებს ასევე მიეკუთვნება ადულარი, ზურმუხტი, ნეფრიტი, როდონიტი და უვაროვიტი.