მეთერთმეტე ნიშნის მოქმედების პერიოდი ვრცელდება 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე. ადრე მის მმართველ პლანეტად სატურნი ითვლებოდა. თანამედროვე ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მერწყულს მფარველობს ურანი. ნიშნის ბუნებრივი ელემენტია ჰაერი.
მერწყულები ბუნებით განმჭვრეტელები არიან. ისინი არ ცდილობენ ცხოვრების შეცვლას და წინსვლას, ურჩევნიათ სამყაროს სურათს გარედან დააკვირდნენ. ფული და სექსი მათთვის მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს. წინა პლანზეა სულიერება, საინტერესო კომუნიკაცია და პროფესია. ნიშნის წარმომადგენლებისთვის უცხოა ისეთი ცნებები, როგორიცაა შური და სიძულვილი. მერწყულები ერთგული მეგობრები არიან. ისინი არ ჩქარობენ ოჯახის შექმნას, რადგან ძალიან უფრთხილდებიან პირად თავისუფლებას. მაგრამ, ქორწინებაში შესვლის შემდეგ, როგორც წესი, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულები რჩებიან.
ნიშნის სუსტი წერტილი არასაკმარისი გამჭრიახობაა. მიმდობლობამ და გულუბრყვილობამ შეიძლება სერიოზულად გაართულოს მერწყულის ცხოვრება. ბევრი მათგანი მიდრეკილია არარეალური ოცბენებით გატაცებისკენ. გრანდიოზული სამომავლო გეგმების განხილვის შემდგომ ისინი არაფერს აკეთებენ მათ განსახორციელებლად.
თილისმების სწორი შერჩევა მოიზიდავს არა მხოლოდ ბედნიერებას და წარმატებას, არამედ ხელს შეუწყობს ბუნების წინააღმდეგობებისა და ბნელი ენერგიების გავლენის აღმოფხვრას. მერწყულის ამულეტების კოლექცია ძალიან მრავალფეროვანია. ნიშნისთვის, რომელიც წარმოადგენს ზამთრის პიკს, სასარგებლოა გამჭვირვალე, მოციმციმე მინერალები, რომლებიც წააგავს ყინულის კრისტალებს ან ჩრდილოეთის ნათებას. ურანის მფარველობის წყალობით, მას ასევე იცავენ სხვებისთვის საშიში, პირქუში ქვები.
ნიშნის წარმომადგენლებში ყოველთვის მიმდინარეობს ბრძოლა ანგელოზის და დემონის თვისებებს შორის. სინათლის გასაძლიერებლად მათ ესაჭიროებათ თილისმების ნაკრების შევსება ნათელი და თბილი მინერალებით.
ასტროლოგები ურჩევენ მერწყულს ჰოროსკოპის მიხედვით 3 ცივი და 5 თბილი ქვის შერჩევას.
მერწყულის მთავარი თილისმები
აქვამარინი – ეს მოცისფრო მინერალი მეგობრობის სიმბოლოა, რომელსაც მერწყული ძალიან აფასებს. ქვას გააჩნია წარმოუდგენლად ძლიერი კავშირი მფლობელთან. მძაფრად რეაგირებს მის ყველა მწუხარებაზე, ხსნის სტრესს, აწესრიგებს აზრებს და იცავს მოტყუებისგან.
ამეთვისტო – ქვის მაგია უკეთესობისკენ გარდაქმნის ადამიანის შინაგან სამყაროს. აქვამარინის მსგავსად ის ანიჭებს მერწყულს გამჭრიახობას. რომელიმე საქმიანობაში წარმატების მისაღწევად ნიშნის წარმომადგენელს ხშირად არ ყოფნის მიზანდასახულობა და კონცენტრაცია. ამეთვისტო მიმართავს მათ ენერგიას სწორი მინართულებით. მინერალს გააჩნია არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები: კურნავს უძილობას, ასტაბილურებს სისხლის მიმოქცევას ტვინში.
ფირუზი – ძველი სპარსულიდან ნათარგმნი ნიშნავს ,,ბედნიერების ქვას“. მინერალი ასოცირდება გამარჯვებასთან და დასახული მიზნის წარმატებით მიღწევასთან. მერწყულებს ხშირად სჭირდებათ ფული. ფირუზი იზიდავს მატერიალურ კეთილდღეობას მათ ცხოვრებაში. მინერალის წყალობით, შესაძლოა ფარული დაავადების დროული აღმოჩენა, ქვის სიკაშკაშე ქრება პირველივე სიმპტომების დროს.
ძოწი – მერწყულის სიცივე ბედნიერი სიყვარულის დაბრკოლებაა. ,,ვნების ქვა“ აღვიძებს სექსუალურ ტემპერამენტს და ანთებს სულს. გარდა ამისა ძოწი სასარგებლოა თვითშეფასების ასამაღლებლად. ქალებს ის უადვილებს მშობიარობას.
ლურჯი საფირონი – ბევრი მერწყულიოცნებობს მიაღწიოს საზოგადოების დაფასებას. ამ შემთხვევაში მათ სჭირდებათ სამკაული საფირონით. ,,ბრძენთა ქვა“ უჩვენებს პატრონს მის რეალურ დანიშნულებას ცხოვრებაში, მისცემს გამძლეობას და გამბედაობას, გააძლიერებს ინტუიციას.
ცირკონი – ავითარებს ნიჭს, მეხსიერებას, ცოდნისადმი წყურვილს, მოაქვს შთაგონება შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ცირკონი ანიჭებს ადამიანს თავდაჯერებულობას და ოპტიმიზმს, მუხტავს პოზიტიური ენერგიით. ცირკონის გულსაკიდი მარტოხელა ქალს დაეხმარება ცხოვრების პარტნიორის პოვნაში.
თილისმების შერჩევა დაბადების თარიღის მიხედვით
21 იანვარი – 30 იანვარი
პირველ დეკადაში იბადებიან მომხიბვლელი რომანტიკოსები. მათი აქილევსის ქუსლი არის გაუბედავობა, გადაუწყვეტელობა, მელანქოლია. ამ ადამიანებზე სასარგებლო გავლენას ახდენს ძლიერი ენერგეტიკის მქონე ქვები:
მარგალიტი (თეთრი, ოქროსფერი), ნეფრიტი (თეთრი, მწვანე), ობსიდიანი (შავი-ყავისფერი).
31 იანვარი – 9 თებერვალი
მეორე დეკადის წარმომადგენლები დაჯილდოვებული არიან ბრწყინვალე გონებითა და იუმორის გრძნობით. პატივისცემისა და აღიარების მიღწევა მათი სანუკვარი ოცნებაა. მის განხორციელებაში დაეხმარებათ შემდეგი თილისმები:
ლაზურიტი – განასახიერებს წარმატებას.
ქრიზოპრაზი – ახალი წამოწყებების სიმბოლო.
ქარვა – შემოქმედებითი ძალისა და ოპტიმიზმის წყარო.
10 თებერვალი – 19 თებერვალი
ამ პიროვნებებს ახასიათებთ გადაჭარბებული მეოცნებობა და ემოციურობა, რომელიც იმალება გარეგანი სიმშვიდის საფარქვეშ. ამ თვისებებს შეუძლია ხელი შეუშალოს წარმატებულ თვითრეალიზაციას. მესამე დეკადის მერწყულებს სჭირდებათ ქვები, რომლებიც მათ მოქმედებისკენ უბიძგებენ:
ცისფერი და უფერო ტოპაზი – აუხსნელი შიშების წამალი.
ნაცრისფერი და ცისფერი აგატი – ენერგეტიკული ვამპირებისგან დამცავი.
ქრიზოლიტი – იმედგაცრუებისგან დამცავი.
დამატებითი თილისმები:
ამაზონიტი, ბრილიანტი, მთის ბროლი, მარჯანი (ვარდისფერი), მთვარის ქვა, ონიქსი (არაბულის გარდა), ოპალი, ტურმალინი, მწვანე ძოწი.
არასასურველი ქვები
მერწყულს ქვებს შორის ცოტა მტერი ჰყავს. მათ შორისაა მინერალები ცეცხლოვანი ენერგეტიკით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც ვერძებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:
ყვითელი და ნარინჯისფერი საფირონი, თმიანი კვარცი, ნარინჯისფერი და წითელი აგატი, ლალი, სერდოლიკი, წითელი იასპი.
მინერალების სამკაულის შეძენამდე, ექსპერტები მათ ხელში დაჭერას და საკუთარი გრძნობების გაანალიზებას გვირჩევენ. არჩევანი უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმ ქვების სასარგებლოდ, რომელიც მოგწონთ.