მაღალი ინტელექტი, ერუდიცია, მიზნისკენ სწრაფვა თხის რქის მთავარი თვისებებია. ისინი სწრაფად ზრდასრულებიან, ადრეულ ასაკში განსაზღვრული აქვთ საკუთარი დანიშნულება და თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან მას. თხის რქები არ ავლენენ სხვის დასანახად თავიანთ ღირსებებს, მაგრამ ამავე დროს გარშემომყოფნი აფასებენ მათ თავიანთი ინტელექტის, ნიჭიერების და წინდახედულობის გამო.
ქალი თხის რქა მიისწრაფის წარმატებული თვითრეალიზაციისა და მაღალი სტატუსისკენ. პირად სფეროში ის იხლიჩება გარეგან წესიერებასა და მგზნებარე ტემპერამენტს შორის. მამაკაცები, ინსტინქტურად ამოიცნობენ რა ვნებიან ბუნებას, მიილტვიან მშვენიერი თხის რქისკენ. ქორწინებაში ქალბატონი თხის რქები სხვადასხვანაირად იქცევიან. ერთნი ყოველთვის სრულყოფილები არიან, სხვები თავგადასავლებში ეშვებიან, მაგრამ შემდგომ უბრუნდებიან მორალის გზას.
ნეგატიური სფეროების კორექტირებას, ღირსებების გაძლიერებას და იღბალის მოპოვებას ხელს უწყობს ბუნებრივი მინერალების თილისმები.
თილისმები ყველა თხის რქისთვის
ნიშნის მოქმედების პერიოდში სინათლის და სითბოს ნაკლებობაა. ამ დროს აქტუალურია ,,ცხელი“ წითელი ქვები – შინაგანი ცეცხლის წყარო. მათთან ერთად თხის რქისთვის რეკომენდირებულია სრულიად განსხვავებული, პირქუში და მზაკვრული, სხვებისთვის საშიში მინერალების გამოყენება.
ნიშნის წარმომადგენელს საკმარისია ჰქონდეს მხოლოდ 4-5 დასახელების ქვა, მათგან ერთ-ერთი წითელი, მწვანე ან შავი.
წითელი ძოწი – თხის რქამ რაციონალურად უნდა გამოიყენოს თავისი მცირე ენერგეტიკული პოტენციალი. ამაში მას დაეხმარება ძლიერი ,,ცეცხლოვანი“ ძვირფასი ქვა.
გიშერი – იდუმალი შავი ქვა გააძლიერებს თხის რქის მიდრეკილებას ფილოსოფიური შეხედულებებისკენ. ის იქნება შესანიშნავი დამცავი უარყოფითი ენერგიებისა და უსაფუძვლო შიშების წინააღმდეგ.
მალაქიტი – მწვანე მინერალი გააძლიერებს მფლობელის ჯანმრთელობას, გარდა ამისა, მალაქიტი სურვილების ასრულების სიმბოლოა.
ობსიდიანი – თხის რქები პატარა ნაბიჯებით მიიწევენ თავიანთი მწვერვალებისკენ. შავი ან ყავისფერი ობსიდიანი დაეხმარება მათ გადაწყვეტილებების მიღებაში, მოამზადებს ცვლილებებისთვის.
ონიქსი – ქვის მაგია მფლობელს მეტოქის აზრების გამოცნობის უნარს მისცემს. ხელმძღვანელს ის კოლექტივის პატივისცემას მოუტანს. ონიქსი ასევე არის დამცავი უეცარი სიკვდილის წინააღმდეგ.
ოპალი – ბიზნესში ან სიყვარულში იმედგაცრუების გამო, თხის რქა შეიძლება დანებდეს, ნაცვლად იმისა, რომ ეძებოს ახალი შესაძლებლობები. ოპალი გაუხსნის მას ალტერნატიულ ვარიანტს თვითრეალიზაციისთვის.
რაუხტოპაზი (კვამლიანი კვარცი) – მისგან დამზადებული ამულეტი თავის მფლობელს შესძენს გამჭრიახობას რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების დროს.
ლალი – წითელი ქვა განახორციელებს წარმატებულ კარიერას და ფინანსურ კეთილდღეობას, შესანიშნავ სიყვარულს და ბედნიერ ოჯახს. მინერალის დამუქება მფლობელს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
თილისმები დაბადების თარიღის მიხედვით
22 დეკემბერი – 2 იანვარი
პირველი დეკადის წარმომადგენლები ბევრს აღწევენ – სიმდიდრეს, ძალაუფლებას, დიდებას. ისინი არიან დამოუკიდებლები და ასევე საიდუმლოებით მოცულნი.
ცისფერი აგატი – თხის რქასუფრო მიმზიდველს გახდის ურთიერთობაში, დაიცავს შურისა და სიძულვილისგან.
სერპენტინი, წითელი იასპი – დაგეხმარებათ გეგმების განხორციელებაში, აჯილდოვებს სიბრძნით და სიმტკიცით.
მთის ბროლი – შეავსებს ენერგიის მარაგებს.
3 იანვარი – 13 იანვარი
მეორე დეკადის თხის რქა დარწმუნებულია თავის ცხოვრებისეულ მიზანში. სტაგნაციამ შესაძლოა გადააქციოს საინტერესო ადამიანი სახლში მჯდომარე მოსაწყენ პიროვნებად.
ჰელიოტროპი, ქრიზოპრაზი – გააძლიერებს გონებრივ აქტივობას და წარმატებას მოუტანს ახალ საქმეებში.
ტურმალინი – გააღვიძებს შთაგონებას.
14 იანვარი – 20 იანვარი
მესამე დეკადის წარმომადგენლებს დიდი სიყვარული ძალუძთ, მაგრამ ყოველთვის არ იციან მისი გამოხატვა. ისინი საოცარი შრომისუნარიანობით გამოირჩევიან, მაგრამ შესაძლოა დაკარგონ ენთუზიაზმი დეპრესიის გამო.
პიროპი (მეწამული ძოწი) – ანიჭებს ბედნიერებას სიყვარულში.
ვეფხვის თვალი – აშორებს სასოწარკვეთილებას.
ალექსანდრიტი, წითელი და შავი მარჯანი – იღბალის და წარმატების სიმბოლოა ყველა სფეროში.
დამატებითი თილისმები:
უფერო ალმასი, ლაბრადორი, ნეფრიტი, მწვანე ძოწი, ცირკონი.
აკრძალული ქვები
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც თხის რქებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:
მარგალიტი – დაანგრევს ქალი თხის რქის ოჯახურ ბედნიერებას.
ზურმუხტი – გადააქცევს თავის მფლობელს მარტოსულ ადამიანად.
საფირონი – წაართმევს ენერგიას, განავითარებს ცინიზმს.
ციტრინი – თხის რქას ტუილებისა და მავნე ჩვევების უფსკრულში ჩააგდებს.