ზოდიაქოს ნიშნების ათვლა ვერძით იწყება. მისი მოქმედება იწყება 21 მარტს და სრულდება 20 აპრილს. ვერძის პიროვნულ მახასიათებლებს განსაზღვრავს მარსი, მზე და ვენერა.
ვერძები აღმომჩენები, ორგანიზატორები და გმირები არიან. ისინი იძირებიან როგორც საქმეში, ასევე სიყვარულში. ხელგაშლილობა ,,გაზაფხულის“ ნიშნის ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა.
ვერძებს ხშირად დასრულებამდე ვერ მიჰყავს თავიანთი წამოწყებები. მათ აკლიათ მოთმინება და დელიკატურობა, ყოველთვის არ იციან როგორ შეიკავონ ბრაზი და ეჭვიანობის აფეთქებები. ვერძის ძალადობრივ ენერგიას კონტროლი და შეკავება სჭირდება. ისინი ვერ იტანენ სხვების უფროსობას.
ჰოროსკოპის მიხედვით შერჩეულს ქვებს ნიშნის წარმომადგენლებისთვის მოაქვთ იღბალი, იცავენ დაავადებებისა და სხვა უბედურებისგან. ისინი შექმნილია პიროვნების უკეთესობისკენ შესაცვლელად.
მთავარი თილისმები ვერძისთვის
ლალი – ავითარებს სიბრძნეს, ასწავლის კეთილშობილებას, იცავს დეპრესიისგან. აძლევს ენერგიას ცხოვრებისეული მწვერვალების დასაპყრობად. აკავებს ვერძის აგრესიას.
ქვას გააჩნია სამკურნალო თვისებები. აუმჯობესებს მდგომარეობას ჰიპერტონიის და გულის დაავადებების დროს. მინერალის ფერის შეცვლა საფრთხის შესახებ გაფრთხილებაა.
ლალი ვერ ეწყობა ვერცერთ ქვას. მისი შერწყმა სხვა მინერალებთან არ არის რეკომენდირებული.
ბრილიანტი – გამარჯვების სიმბოლოა, რომლისკენაც ვერძი მიისწრაფვის. მინერალი გახდება ძლიერი თილისმა, თუ შეხება ექნება კანთან. მისი ტარება სასურველია მარცხენა ხელზე ან ყელზე.
როდესაც ადამიანის აზრები და სულიერი თვისებები არ შეესაბამება ალმასის უნაკლო სისუფთავეს, ქვის ძლიერი ენერგეტიკა მას ზიანს მოუტანს.
ამეთვისტო – ხსნის ნერვულ-ფსიქიკურ დაძაბულობას.იცავს უგუნური გადაწყვეტილებების მიღებისგან. ეხმარება ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობის დამყარებაში.
საფირონი – ლალის მსგავსად სიბრძნის სიმბოლოა. ის ეხმარება თავის მფლობელს რთული სიტუაციებიდან გონივრული გამოსავალის პოვნაში. ქვა ძალიან სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება.
ამ ძვირფასი მინერალის ყველაზე გავრცელებული ფერია ლურჯი, მაგრამ ის ვერძისთვის არ არის სასურველი. ხელსაყრელი ვარიანტია ყვითელი საფირონი.
აგატი – შესანიშნავი თილისმაა სტუდენტებისთვის. ყურადღებას ამახვილებს სწავლაზე, ავითარებს თვითდისციპლინას. ოპტიმალური არჩევანია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი.
მთის ბროლი – ვერძის ტიპიური ნაკლოვანება სხვა ადამიანების გაგების და მათი ემოციური მდგომარეობის შეგრძნების ნაკლებობაა, რაც იწვევს კონფლიქტებს. მთის ბროლი მოუთმენელ და პირდაპირ ვერძს ასწავლის ტაქტს და გულისხმიერებას.
ვერძის ქვები დაბადების თარიღის მიხედვით
21.03 – 31.03 (მარსი)
მარსის ფავორიტები ნათელი ლიდერები არიან, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან გამარჯვებისთვის. ხასიათის უარყოფითი თვისებები: ეგოიზმი, აგრესიულობა, გადაჭარბებული პირდაპირობა.
ყველაზე ხელსაყრელი ქვებია:
აგატი და იასპი, მთის ბროლი, ნარინჯისფერი სერდოლიკი, ამაზონიტი, ჰემატიტი, ვეფხვის თვალი.
01.04 – 11.04 (მზე)
მეორე დეკადის წარმომადგენლები ამბიციურები, გულუხვები და კეთილშობილები არიან. შესანიშნავი ორგანიზატორები. მათი მთავარი ღირებულება ოჯახია. ნაკლოვანებები: ფეთქებადობა და ეჭვიანობა. შესანიშნავი თილისმები მზის წარმომადგენლებისთვის:
წითელი იასპი, ჰელიოტროპი, ქარვა, მარგალიტი, სარდონიქსი.
12.04 – 20.04 (ვენერა)
რომანტიული პლანეტა წარმოშობს მხურვალე ბუნებას, რომლებიც შეპყრობილნი არიან დიდი სიყვარულის ძიებით. მათ ხშირად ახასიათებთ თავგადასავლებისკენ ლტოლვა. თილისმების სასურველი არჩევანია:
ალმასი, ლალი, ცირკონი, საფირონი.
თილისმები ქალი ვერძისთვის
ვერძი ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. მათ პიროვნულობას და ინდივიდუალურობას ხაზს უსვამს ბრილიანტი და ლალი.
გასათხოვარ ვერძს ბრილიანტი არ ესადაგება.
ახალგაზრდებს იღბალს მოუტანს გამჭვირვალე ცირკონი. ყვითელი ცირკონი გააძლიერებს მოწიფული ასაკის წარმომადგენლებს.
წითელი იასპი ასწავლის ბიზნეს ლედის საქმეების ისე დაგეგმვას, რომ დრო დარჩეს ოჯახისთვის.
თილისმები კაცი ვერძისთვის
ლიდერის თვისებებს ხაზს უსვამს ლალი.
წითელი ძოწი ხელს შეუწყობს წარმატებული კარიერის განხორციელებას. ამბიციურმა ადამიანებმა ძვირფასი ქვა საჩვენებელ თითზე უნდა ატარონ.
ეგზოტიკური მწვანე ძოწი ძალადობრივი სიკვდილისგან დაცვის სიმბოლოა.
სამკაულები ყელსაბამის სახით სიყვარულში ბედნიერებას უწყობს ხელს.
სამკაულის შერჩევა ფერის მიხედვით
ვერძის ღირსებებს აძლიერებს თბილი, ნათელი ფერების მინერალები: ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი.
მარჯანი, ქალცედონი, ოპალი, ციტრინი, პირიტი.
მწვანე, ცისფერი და ლურჯი ფერის ქვები არბილებს უარყოფით თვისებებს.იგივე ფუნქციას ასრულებს გაუმჭვირვალე უფერო მინერალები.
მწვანე ძოწი, ამაზონიტი, ფირუზი, ლაზურიტი.
დამატებითი თილისმები: თეთრი ფირუზი, არაბული ონიქსი (შავი, ყავისფერი და თეთრი ზოლებით).
როგორც ხედავთ, სამკაულები შეიძლება შეირჩეს დაბადების თარიღის, სქესის ან ფერის მიხედვით. ვარიანტი ბევრია. ასტროლოგები გვირჩევენ ვიქონიოთ მინიმუმ 12 ნაკეთობა სხვადასხვა მინერალებით – წელიწადის ყოველი თვისთვის, სხვადასხვა სიტუაციისა და განწყობისთვის.
არასასურველი ქვები
ვერძი ცეცხლის ნიშანია. მის მიმართ მტრულად არიან განწყობილი ,,ცივი“ მინერალები, რომლებიც წარმოადგენენ საპირისპირო სტიქიის – წყლის სიმბოლოებს.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ასტროლოგების მოსაზრებები განსხვავებულია შეუსაბამო ქვებთან მიმართებაში, წარმოგიდგენთ ქვების სიას, რომლებთანაც ვერძებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ:
თეთრი მარგალიტი, ცისფერი აგატი, მთვარის ქვა, აქვამარინი, ნაცრისფერი ქალცედონი, ქრიზოლიტი, ლურჯი იასპი.
ვერძისთვის საფრთხის შემცველია შემდეგი მინერალების შავი ფერი: მარგალიტი, ლაბრადოროტი, ონიქსი, ოპალი.
და ბოლოს, რაც მთავარია, სამკაულების არჩევისას არ უნდა დავივიწყოთ საკუთარი გემოვნება და ინტუიცია, რომელიც ყოველთვის გვიკარნახებს, რომელი ქვა გვჭირდება ცხოვრების ამ ეტაპზე.